კ. იმელნისკის განმარტებით: „ტრანსექსუალიზმი არსი გულისხმობს საკუთარი სქესის ფსიქიკურ შეუსაბამობას სხეულის მორფობიოლოგიურ სტრუქტურასთან და ასევე სოციალურ (მეტრულ) სქესთან, რაც აღიქმება, როგორც რაღაც „უცხო“, საპირისპირო სქესის საკუთრება“. ტრანსექსუალები მტრულ დამოკიდებულებაში არიან საკუთარ სხეულთან და გარშემომყოფთაგან ელიან მხარდაჭერას, რაც დაადასტურებს თავიანთი სხეულის მათეულ აღქმას.
ძალიან ხშირად ეს მოლოდინი მიზანიმართულად პროვოცირდება საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმით და მათთვის დამახასიათებელი ქცევების კოპირებით. ვალინდერი ფიქრობს, რომ ტრანსექსუალიზმი საკმაოდ გავრცელებული დარღვევაა და მისი მთავარი ნიშანია ის, რომ ადამიანს სჯერა, რომ იგი საპირისპირო სქესს მიეკუთვნება, შესაბამისად მას სძულს საკუთარი სხეულის ნაკვთები, რომელიც ადასტურებს ფსიქოლოგიურად მიუღებელ, მაგრამ ბიოლიოგიურად ფაქტიური სხეულის არსებობას და ძლიერს სწყურია შეცვალოს თავისი ბიოლოგიური და საპასპორტო სქესი. სექსუალური ცხოვრება, როგორც ასეთი მათთვის დიდ როლს არ თამაშობს, ხოლო ტრანსექსუალების უმრავლესობას კი ფსიქიური მოუმწიფებლობაც კი აღენიშნებათ. თუ ტრანსექსუალმა სქესი ვერ შეიცვალა ეს შეიძლება მისი თვითმკვლელობის მიზეზიც გახდეს. ბომბამ და გოლდევსკიმ ტრანსექსუალიზმის პრობლემის კვლევისას, გამოავლინეს, რომ მათ აქვთ შემდეგი დამახასიათებელი შტრიხები: გარიყულობის შეგრძნება, ყურადღების მიქცევის მოთხოვნილება, ინფანტილიზმი, იმპულსურობა, ეგოცენტრიზმი, ილუზიები, მანერულობა, ჰომოსექსუალური ტენდენციები. 60 ტრანსექსუალის გამოკვლევის შემდეგ, ჰონიგმა და კენმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ხშირია ფსიქიური აშლილობა, მით უფრო ხშირია ასოციური ქცევა (მაგ. შემთხვევების 31% აღინიშნებოდა პროსტიტუირება). სხვადასხვა სახის ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე, დალკო ასკვნის: „არ არის გამორიცხული, რომ სქესობრივი იდენტიფიკაციის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს ის გარემო, სადაც აღიზარდა ეს ინდივიდი. აშკარაა ის, რომ ეს პროცესი, როგორც ყველა სხვა, ასევე განიცდის გენეტიკური და ენდოკრინოლოგიური და ასევე ამ დროისთვის უცნობი ფაქტორების ზეგავლენას“.
ტრანსექსუალიზმზე არსებული ინფორმაციის ანალიზით, სქესის ქირურგიული მეთოდით შეცვლის გამოცდილების გათვალისწინებით და შემდგომი პოსტოპერაციული კატამნესტიკური დაკვირვების საფუძველზე, ლოტსტეინი მივიდა დასკვნამდე, რომ ტრანსექსუალიზმის სამედიცინო მეთოდით კორექცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ოპტიმალურ საშუალებად და არ არის სასურველი ამ პრობლემის გადაჭრა ასეთი გზით. მისი აზრით, ტრანსექსუალიზმის შესწავლის დროს ძალიან მცირე ყურადღება ენიჭებოდა მეორეული ტრანსექსუალიზმის პრობლემას.