1000 წყვილის გამოკვლევის საფუძველზე, რომლებიც უბიწოდ (ვირგოგამია) დაქორწინებული იმის გამო, რომ მეუღლეებს არ შეეძლოთ სქესობრივი ცხოვრების დაწყება მეკერიმ გამოყო ამ მოვლენის თანმდევი შემდეგი მიზეზები:
- ქალ პარტნიორებში საშოში სასქესო ასოს შეყვანის დროს ტკივილის შეგრძნება - შემთხვევათა 20,3%.
- წარმოდგენა, რომ სქესობრივი აქტი არის რაღაც არასასიამოვნო რამ - 18%;
- პარტნიორი მამაკაცის იმპოტენცია - 11,7%
- ვიწრო საშო - 8,2%
- პარტნიორი მამაკაცის მიერ ქალის სასქესო ორგანოების აგებულებების ანატომიური თავისებურებების იგნორირება - 5,2%;
- პარტნიორი ქალის ნეგატიური დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ - 5,2%.
- ზიზღის გრძნობა ქალისა მამაკაცის სასქესო ორგანოს მიმართ - 4,6%
- ზიზღის გრძნობა ქალისა კონტრაცეპციის მეთოდების მიმართ, რასაც თან ახლავს დაფეხმძიმების შიში - 3,3%;
- ზიზღის გრძნობა ქალისა პარტნიორი მამაკაცის მიმართ - 3,0%;
- პარტნიორის გაღიზიანების საჭიროება - 1,4%;
- ქმრის სასქესო ორგანოს მიმართ შიში - 1,2%;
- სპერმის შიში - 0,9%.
მსგავსი ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 2-4 წელს. მკურნალობის შედეგად წყვილთა 60% იწებს სქესობრივ ცხოვრებას პირველ ნახევარ წელიწადში, ხოლო მეუღლეთა 72 % კი მკურნალობის დაწყებიდან 2 წელიწადში.