არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რომელთა გამო პაციენტი თავის თავს თვითონ აყენებს ზიანს. თითოეულ შემთხვევაში ამი საბაბს სხვადასხვა მოტივები აძლევენ. ამის საფუძველში დევს სხვადასხვა სახის ფსიქოპათოლოგია, რომელიც ითხოვს დიფერენცირებულ მიდგომებს მკურნალობისას.
სწორი მკურნალობის დანიშვნისათვის ექიმი უნდა მიხვდეს არა მარტო თვითდაზიანების მიზეზს, არამედ ფსიქოპათოლოგიის ბუნებას. ანსხვავებენ:
· შეგნებულ თვითდაზიანებას სარგებლის მიღების მიზნით (სიმულაცია);
· შეგნებულ თვითდაზიანებას პასუხად ბოდვით დარწმუნებებზე; · თვითდაზიანებას აკვიატებული მოქმედებების შედეგად, როგორებიცაა ჩიჩქვნა, დაკაწვრა, დაზელვა;
· გაცნობიერებულ ან გაუცნობიერებელ თვითდაზიანებას ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევისათვის, რომლებსაც პაციენტი ვერ აცნობიერებს;
· გაუცნობიერებულ დაზიანებებს, რომლებსაც უყენებენ სხვა პირს დამნაშავეს ფსიქოლოგიური აუცილებლობის დაქმაყოფლების მიზნით (მიუნჰაუზენის სინდრომი Munchausen's disease by proxy).
სიმულანტის შრომისუუნარობა არის უფრო მორალური და ეთიკური პრობლემა ვიდრე ფსიქიატრიული; სიმულანტი არის სოციოპათური პიროვნება. უფრო ხშირად გვხდება საშუალო ასაკის მამაკაცები სიმულანტები. მიზანი, რომელიც არის გასაგები და გაცნობიერებული შეიძლება იყოს მიღწეული მატერიალური კეთილდღეობის ან პროფესიონალური სიძნელეების აცილების გამო. თავიანთი მიზნების მისაღწევად დამნაშავემ შესაძლებელია შექმნას გარკვეული სიცოცხლისეული პირობები, გააყალბოს სამედიცინო დოკუმენტები, გააკეთოს დაავადების სიმპტომების იმიტირება, მიიყენოს დაზიანებები.
პათომიმია (ბერძ. pathos - ტანჯვა,ავადმყოფობა + mimёsis წაბაძვა, გამოსახვა) ან მიუნჰაუზენის სინდრომი ხასიათდება განსაკუთრებულად დრამატული, არადამაჯერებელი ჩივილებით მოჩვენებით სომატურ დაავადებებზე (კანის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და სხვა.) და თვითდაზიანების ტენდენციით მისი სიმპტომების ინსცენირებისთვის. ამ სახის აშლილობები განეკუთვნება ფსიქოსომატური აშლილობების რიცხვს, და ამიტომ შემთხვევითი არ არის ის, რომ ისინი გამოყოფილი არიან ზოგად მედიცინაში. ასე, მიუნჰაუზენის სინდრომი აღწერილია ექიმ მ. აშერის მიერ 1951 წ. პათომიმიის კერძო ვარიანტი ვლინდება უპირატესად თვითდაზიანებებით, რომლების ახდენენ კანის და მისი ჩანართების დაავადების იმიტირებას.
კანის თვითდამაზიანებელ დაავადებებს განეკუთვნება:
დერმატომანია (გადაულახავი მისწრაფება კანის, მისი ჩანართების, ლორწოვანი გარსის დაზიანებისადმი);
ტრიქოტილომანია (თმების აკვიატებული ამოგლეჯვა);
ონიქოფაგია (ფრჩხილების კვნეტა);
ჰეილოფაგია (ტუჩების კვნეტა);
დერმატოგლაზია (კანის კვნეტა ფრჩხილების ნუნების ირგვლივ). დერმატოპათომიის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ე.წ. ნევროტული ესკორიაციები - დაზიანებები, წარმოქმნილი კანის განმეორებითი გაღიზიანების შედეგად თვით პაციენტების მიერ. ეს ფენომენი განისაზღვრება აგრეთვე ასეთი მცნებებით, როგორებიცაა „ფსიქოგენური ესკორიაციები“, „კანის კომპულსური გაღიზიანება“, „კანის პათოლოგიური გაღიზიანება“. ნევროტული ესკორიაციით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს 2 % ყველა პაციენტებისა დერმატოლოგიური აშლილობებით და 9 % დაავადებლებს კანის ქავილით. ხშირად (52-92%) ნევროტული ესკორიაციები გვხდება ქალებში. ნევროტული ესკორიაციების დერმატოლოგიური სურათი სხვადასხვა სახისაა: უმნიშვნელო დაჟეჟილობებიდან ერიმატოზური კიდეებით დაწყებული დამთავრებული ღრმა ესკორიაციებით სისხლიანი ქერქებით; მომცრო ვარდისფერი ნაწიბურებით დაწყებული ღრმა ჭრილობებით დამთავრებული.