წამყვანი სიმპტომი არის თვითცნობიერების დარღვევა, რაც ვლინდება საკუთარი პიროვნების დამახინჯებული აღქმით მისი ერთიანობის დაკარგვის ან დამახინჯების შეგრძნებით და მისი ცალკეული ფიზიოლოგიური ან ფსიქიკური გამოვლინებების განდგომით.
დეპერსონალიზაცია შეიძლება გვხდებოდეს როგორც დამოუკიდებელი სინდრომის სახით, ასევე შედიოდეს სხვა ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობების სტრუქტურაში. გამოყოფენ დეპერსონალიზაციის შემდეგ ფორმებს:
· ალოფსიქიურს;
· აუტოფსიქიურს;
· სომატოფსიქიურს;
· ანესთეტიურს.
ალოფსიკიური დეპერსონალიზაცია ხასიათდება მოქმედების დამახინჯებით ან დაკარგვით, ქცევა, მეტყველება, მოძრაობები და ა.შ. სრულდება თითქოს და ავტომატურად, ხდება მათი განდგომა. შემდეგ იკარგება „მე“ ერთიანობის შეგრძნების დაკარგვა (გაორების შეგრძნება). ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ მათში თითქოს თანაარსებობს ორი პიროვნება.
აუტოფსიქიური დეპერსონალიზაცია ხასიათდება სოციალური კომუნიკაციის ინდივიდუალური სპეციფიკურობის მუდმივად მზარდი დაკარგვის შეგრძნებით. თავდაპირველად შეგრძნება თავის თავში ცვლილებების შესახებ, რაც იწვევს ადანიანებთან კონტაქტების დამყარების გართულებას. ავადმყოფი თავს აღიქვამს არა ისეთად, როგორიც ადრე იყო, არამედ ინტელექტუალურად და სულიერად გალეულად, „უცხოდ ადამიანთა შორის“. შემდეგში აღინიშნება საკუთარ „მე“-ზე წარმოდგენის სრული დაკარგვის გრძნობა. ავადმყოფები ჩივიან, რომ მათ სრულად დაკარგეს საკუთარი მსოფლმხედველობა, შეხედულებები, გახდნენ უსახური ადამიანები.
სომატოფსოკიური დეპერსონალიზაცია ხასიათდება ცალკეული ფიზიოლოგიური პროცესების აღქმის განდგომის მათი მგრძნობადი სიმკვეთრის დაკარგვის შეგრძნებით. ის შეიძლება გამოვლინდეს სიზმრის განდგომის სახით (მისი ფაქტიური არსებობისას), მოსვენების და დაქმაყოფილების სუბიექტური შეგრძნებით დეფექაციის ან მოშარდვის დროს, საკვებით დანაყრებისას და ა.შ. ანესთეტიური დეპერსონალიზაცია (ავადმყოფური ფსიკიური უგრძნობლობა). ხასიათდება პაციენტის მიერ მტკივნეულ განცდას უმაღლესი ემოციების თანდათანობითი გაფერმქრთალების შეგრძნებით, მათი შემდგომი დაკარგვით. ავადმყოფები მძიმედ განიცდიან სიხარულის, სევდის დაკარგვის უნარს მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ფაქტების დროსაც კი. ჩნდება ემოციების დაკარგვის, სიამოვნების შეგრძნების უუნარობის, სიხარულის, სიყვარულის, სიძულვილის, სევდის გრძნობების დაკარგვის მტანჯველი შეგრძნება.
დერაელიზაცია – ობიექტური რეალობის დამახინჯებული აღქმაა მისი ცალკეული პარამეტრების აღქმის გარეშე. ეს დამახინჯებული მსოფლშეგრძნებაა გარემოს უსიცოცხლობის, არარეალობის, გაუცხოების, გაფერმკრთალების შეგრძნებით. დერეალიზაციას ასევე განეკუთვნება: "უკვე ნანახი" – ხანმოკლე მდგომარეობა, რომლის დროსაც უცხო სიტუაციაში ჩნდება შეგრძნება იმისა, რომ ის ნაცნობია, რომ მას უკვე უნახავს ის; "არასდროს ნანახი" – ხანმოკლე მდგომარეობა, რომლის დროსაც ნაცნობ სიტუაციაში ჩნდება შეგრძნება იმისა, რომ ეს მოხდა აქ პირველად; "უკვე განცდილის" – ხანმოკლე მდგომარეობა, რომლის დროსაც მოცემული მომენტის ემოციონალური განცდების კომპლექსი აღიქმება როგორც იდენტური, რომელსაც უკვე ჰქონდა ადგილი.