სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნევროზი ან ნევროზული აშლილობა – ემოციური პრობლემების შეგრძნებაა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სახის ფსიქოემოციური, სომატური და ქცევითი სიმპტომებით. მსუბუქ შემთხვევაში სომატური და ფსიქიური ფუნქციები რჩება ერთად უფრო მძიმე შემთხვებში ჩნდება მათი უფრო მკაფიო დარღვევები, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ შრომისუნარიანობის დაკარგვა.

 

წარმოშობა.

ტრადიციული ფსიქოთერაპიული ასპექტის თანახმად, რომელიც სათავეს იღებს ფროიდის ნაშრომებიდან, ნევროზები (ან ფსიქონევროზები) ჩნდებიან შეუგნებელი შინაგანი კონფლიქტებიდან. ეს შეიძლება იყოს კონფლიქტები ორ ერთმანეთის მოწინააღმდეგე სურვილს შორის ან სურვილების და ქცევის საზოგადო ნორმებს შორის. ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ კონფლიქტების გადაწყვეტა თავის შიგნით, ახშობენ მათ, დევნიან შეგნების სფეროდან. ამის შედეგად, კონფლიქტები თითქოს "ავიწყდებათ". მაგრამ "დავიწყებული", რომელიც შედგება განდევნილი ფსიქოლოგიური კონფლიქტებისაგან, მტკივნეული და უსიამოვნო მოგონებებისაგან, ინარჩუნებს თავის დინამიურ პოტენციალს და ხასიათს. განდევნილი ფსიქიკის სიღრმისეულ შეუგნებელ ფენებში კონფლიქტი არ ქრება, ის "შინაგანად" აქტიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, გრძნობებზე და ქცევაზე. ტერმინს "ნევროზი" ზოგჯერ იყენებენ ამ ნევროზული პროცესის აღსანიშნავად როგორც ფსიქოლოგიური მექანიზმის, რომელიც იწვევს შესაბამის სიმპტომებს.

 

 

 

ზოგიერთი ფსიქიატრი ეწინააღმდეგება ფროიდისეულ კონცეფციას ნევროზების შესახებ, და სურთ დაამტკიცონ, რომ ნევროზის სათავეები ქცევითია, ის იდენტურია მავნე ჩვევების, რომელთა გადალახვა შესაძლებელია ქცევითი თერაპიის მეთოდების გამოყენებით. ისინი ცდილობენ ნევროზის განვითარების ახსნას კოგნიტური ტერმინებით (ე.ი.შემეცნებითი პროცესების ფსიქოლოგიაზე დაფუძნებულს) ან ბიოლოგიური მოდელებით, და ასევე სოციალური სწავლების მოდელებით.

 

სიმპტომები. ნორმაში ადამიანს ჩვეულებისამებრ არა აქვს ღრმა ფსიქიკური კონფლიქტები, რომლების უარყოფითად მოქმედებენ მის შრომისუნარიანობაზე და უნარზე უყვარდეს ვინმე გარდა საკუთარი თავისა. უბედურებების და ტანჯვის დაძლევა არსებითი მნიშვნელობით არ აისახება ადამიანის პიროვნებაზე. ნევროზული პიროვნება ამ დახასიათებების მიხედვით გადაიხრება ნორმისგან და ხშირ შემთხვევაში არ შეუძლია დასძლიოს წარმოქმნილი პრობლემები.

 

ნევროზულ მდგომარეობაში წარმოსახვა არ თამაშობს არსებით როლს გავრცელებული მოსაზრების წინააღმდეგ. ხშირი ჩივილები სხვადასხვა სახის სომატურ და არასომატურ სიმპტომებზე, ისეთებზე როგორებიცაა: მოუსვენრობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, საჭმლის მონელების დარღვევა, გულისცემა, ტკივილები, ქოშინი, უძილობა და ა.შ. – არ არის ავადმყოფების წარმოსახვის ნაყოფი. თუმცა ამ სიმპტომებს არ უდევთ საფუძვლად რაიმე ორგანული დაავადება ან დაზიანება, ისინი საკმარისად რეალურები არიან და ჩვეულებისამებრ მკაფიოდ ძლიერდებიან ემოციონალური შერყევის ან ძლიერი ნერვული დაძაბულობის დროს. ძალიან ხშირია სიმპტომი – პათოლოგიური დაღლილობა, რომელიც არ ქარწყლდება დასვენებით და ვერ აიხსნება ფიზიკური მიზეზებით.

 

ნერვოზის ყველაზე მთავარი სიმპტომი – მღელვარებაა. ბევრ ნევროზით დაავადებულ ავადმყოფს ხშირად თან სდევს გაგიჟების, სიკვდილის ან თვითმკვლელობის შიში, შიში ინფექციური ან ვენერიული დაავადების, კიბოს ან გულის ავადმყოფობის შიში, ადამიანების ან ცხოველების შიში. თუმცა ამ შიშს არა აქვს არსებითი მიზეზი, ის მუდმივად აუძლურებს მათ. მღელვარება – ქრონიკული შიშის მდგომარეობაა, საშინელი უბედურების წინათგრძნობა, რომელიც ავსებს ავადმყოფების სიცოცხლეს. მძაფრი მღელვარების შეტევები შეიძლება წარმოიქმნას მოულოდნელად და იყოს ისეთი ინტენსიური, რომ მათ თან ახლდეთ ძლიერი პანიკა და თავზარის შეგრძნება.

 

მკურნალობა. პაციენტებს ემოციონალური დარღვევებით და პირადი პრობლემებით, და ასევე სხვა ნევროზული დაავადებებით ხშირად შველით ფსიქოთერაპია (ფსიქოლოგიური მკურნალობა). მისი მიზანია – ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი შექმნას უფრო ბედნიერ, მომწიფებულ და სტაბილურ პიროვნებად. ფსიქოთერაპიის ყველაზე ინტენსიური ფორმაა – ფსიქოანალიზი, რომელიც იყენებს ესეთ სპეციალურ მიდგომებს როგორიცაა თავისუფალი ასოციაციების მეთოდი, სიზმრების ანალიზი, ფანტაზიების ინტერპრეტაცია და ა.შ.

 

სხვა ფსიქოთერაპევტული მიდგომაა – ჯგუფური თერაპია. პაციენტებს აერთიანებენ პატარა ჯგუფებში, ლიდერის როლს ასრულებს ფსიქოთერაპევტი. თერაპევტის და ჯგუფს შორის და ასევე ჯგუფის ცალკეულ წევრთა შორის სწრაფად იქმნება დინამიური ურთიერთობები. სხვადასხვა სახის ფსიქოდინამიური ფაქტორები (იდენტიფიკაცია, წინააღმდეგობა, მტრული განწყობა, მეტოქეობა, ასაცილებელი მექანიზმები) ურთიერთმოქმედების პროცესში ვლინდებიან ზედაპირზე და შესაძლებელია მათი გამოვლენა, ახსნა და საბოლოოდ დაძლევა.

 

ნერვოზით დაავადებულთა მკურნალობისას გამოიყენებენ ასევე ტრანკვილიზატორებს. ბევრი ამ ფსიქოპაქტიური საშუალებებიდან გახდა ძალიან პოპულარული და ფართოდ გამოიყენება, რადგან ეხმარება ავადმყოფებს მათთვის არასასურველი სიმპტომების დაძლევაში და იმისათვის რათა იგრძნონ თავი შედარებით კარგად იმისათვის რომ იმუშაონ ან უბრალოდ თავი იგრძნონ იმაზე უკეთ ვიდრე ადრე. მაგრამ ამასთანავე, ამ წამლების მიღება რეკომენდებულია შეზღუდული ოდენობით, რადგან ისინი არ კურნავენ ძირითად მიზეზს და აქვთ უამრავი არასასურველი გვერდითი მოვლენები.

 

ახლახან შემუშავებული მკურნალობის მეთოდი – ქცევითი თერაპია, დაფუძნებული გარკვეული პირობითი რეფლექსების გამომუშავებაზე; მისი წარმატება ხშირად დამოკიდებულია ავადმყოფის უნარზე მიაღწიოს სრულ ფიზიკური რელაქსაციას (მოდუნება). არასასურველი მოქმედებების ან ჩვევების აღმოფხვრისათვის ქცევითი თერაპია ხანდახან იყენებს ნეგატიურ სანქციებს (მაგალითად, ელექტროშოკს).

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player