სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სეზონური დეპრესიები (სეზონური აფექტური აშლილობა)

სეზონური აფექტური აშლილობა ძილის ხანრგრძლივობის გაზრდა, სიძნელეები დაკავშირებული გაღვიძებასთან, მოშლილობა დილაობით, დღის განმავლობაში მოთენთილობა.

ზოგჯერ აღინიშნება ადრეული გაღვიძება ძილის შებრუნების ძეუძლებლობით; განწყობის დაქვეითება, თვითშეფასების დაქვეითება, გამოუვალობა, სასოწარკვეთა, მტირალობა, მოუსვენრობა, სიცოცხლისადმი ინტერესის დაქვეითება, დადებითი ემოციების გაქრობა, სიძნელეები, დაკავშირებული ყოველდღიური საქმის შესრულებასთან; შფოთვა, გაღიზიანება, სიფიცხე, შინაგანი დაძაბულობა, სტრესული სიტუაციის გადატანის უნარის დაქვეითება; მადის მომატება, გადაულახავი მისწრაფება ცომეულის და ტკბილეულისადმი, რომლის შედეგად ხდება წონაში მომატება; სექსუალური პრობლემები: ლიბიდოს (სექსუალური სურვილის) და პოტენციის დაქვეითება; · ფიზიკური სიმპტომები: ტკივილების სახსრებში და მუცლის არეში, ძალ-ღონის გამოცლა, გრიპისადმი მდგრადობის დაქვეითება; · სოციალური პრობლემები: გაღიზიანება და სოციალური კონტაქტების, ახლობლების და მეგობრების ურთიერთობების აცილების სურვილი. სეზონური აფექტური აშლილობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაქში, მაგრამ ყველაზე ხშირად დაავადება ვითარდება 18-დან 30 წლების შორის. სეზონური დეპრესიის სიმპტომები მოულოდნელად ქრება გაზაფხულზე 3-4 კვირის განმავლობაში ან თანდათანობით გააზაფხულის და ზაფხულის განმავლობაში მზის სინათლის ინტენსიურობის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე. რადგან სეზონური დეპრესიის ზირითად მიზეზს წარმოადგენს მზის შუქის უკმარისობა, აქედან გამომდინარე მკურნალობის ეფექტური მეთოდი არის შუქოთერაპია (კაშკაშა შუქით მკურნალობა). შუქის სიკაშკაშე შუქოთერაპიით მკურნალობისას უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი - არანაკლებ 2500 ლუქსისა. ეს დაახლოებით 5 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე კარგად განათებული ოფისი. სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური ნათურები ან შუქბოქსები, რომლებიც ქმნიან განათების სათანადო დონეს. ჩვეულებრივსამებრ ისინი განლაგებულნი არიან თავლიდან 40-45 სმ-ზე. სეანსი გრძელდება 30 წუთიდან 2 საათამდე და დგინდება ექიმის მიერ მდგომარეობის საწყისი სიმძიმის მიხედვით. ამასთანავე არ არის აუცილებელი უშუალოდ შუქზე ყურება. საკმარისია, რომ ის ხვდებოდეს თვალის რქოვანას 30-40 გრადუსის მომცრო კუთხით. სეანსის განმავლობაში პაციენტს შეუძლია იკითხოს წიგნი, უყუროს ტელევიზორს ან მუშაობდეს კომპიუტერზე. სეზონური დეპრესიისას შუქოთერაპიის დადებითი ეფექტი ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. მკურნალობის კურსი უნდა მიმდინარეობდეს წელიწადის მთელი „ბნელი“ დროის განმავლობაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player