სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ლიმფოგენური და ჰემატოგენული გზებით, სწრაფად მეტასტაზირებად, ერთ–ერთ ყველაზე ავთვისებიან სიმსივნეთა რიგს განეკუთვნება. იგი წარმოიქმნება მელანოციტებისაგან (უჯრედები რომლებიც შეიცავენ პიგმენტ მელანინს). კანის მელანომა ვითარდება, როგორც ნორმალური კანის, ასევე პიგმენტური ნევუსების(ხალების) ეპიდერმალური მელანოციტებისაგან.

მელანომა გვხვდება 10–ჯერ უფრო იშვიათად, ვიდრე კანის კიბო. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს მთლიანი ონკოლოგიურ დაავადებათა რაოდენობის დაახლოებით 1%. ბოლო პერიოდში მელანომის წარმოქმნის სიხშირე გაიზარდა. ქალები ამ პათოლოგიით უფრო ხშირად ავადდებიან ვიდრე მამაკაცები. მელანომით ავადობის სიხშირე მკვეთრად მატულობს 30–39 წლის მქონე პაციენტებში.

წინამორბედი დაავადებები

მელანომა, როგორც წესი, ვითარდება თანდაყოლილი და შეძენილი ნევუსებისა(ხალების ) და დიუბრეის მელანოზისაგან. პიგმენტური ნევუსები გვხვდება ადამიანების 90% – ში. გამომდინარე კანის რომელი ფენისგან წარმოიქმნებიან, არჩევენ მათ ეპიდერმო–დერმალურ, ან მოსაზღვრე, შიდადერმალურ და შერეულ ფორმებს. ყველაზე საშიში მოსაზღვრე ტიპის ნევუსებია. ნევუსებზე თმა არ იზრდება. ისინი გამოიყურებიან როგორც მოშაო–მოყავისფრო და სწორი, მშრალი ზედაპირის მქონე მცირე კვანძები. კვანძი უმტკინვეულოა და მცირედ სცილდება კანის ზედაპირს. გააჩნია რბილი, ელასტიური კონსისტენცია, ზომები კი რამოდენიმე მილიმეტრიდან 1 სანტიმეტრამდე ვარირებს. მოსაზღვრე ნევუსები უმთავრესად ვითარდება თავის, კისრის, ტანის, ხელისა და ფეხის გულების მიდამოებში. შერეული ტიპის ნევუსების მალიგნიზაციის სიხშირე ბევრად უფრო მცირეა ვიდრე მოსაზღვრე ტიპის. დერმალური ტიპის ნევუსებისაგან კი მელანომა ერთეულ შემთხვევებში ვითარდება. ნევუსებზე ქირურგიული ჩარევა ადრე საშიშ მანიპულაციად ითვლებოდა. ეს წარმოდგენა მცდარი აღმოჩნდა. დღეს–დღეისობით ითვლება, რომ ნებისმიერი ტიპის ნევუსის მოკვეთა ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში, მელანომის პროფილაქტიკის სანდო მეთოდს წარმოადგენს და გამოჯანმრთელების გარანტიას იძლევა. განსაკუთრებით რეკომენდებულია ფეხის ტერფსა და პერიანალურ ნაწილში განლაგებული ნევუსების მოკვეთა, რადგანაც ამ ადგილებში უმეტესად მოსაზღვრე ტიპის ნევუსებია განლაგებული, რომლებიც ხშირად განიცდიან ტრამვირებას.

ხელშემწყობი ფაქტორები

პიგმენტური ნევუსისგან მელანომის წარმოქმნა შეიძლება გამოიწვიოს – ტრამვამ, ულტრაიისფერმა გამოსხივებამ და ორგანიზმის ჰორმონალურმა დისბალანსმა. შეუცვლელი კანისაგან მელანომის წარმოქმნას კი მხოლოდ ზემოთ ხსენებული ბოლო ორი ფაქტორი შეიძლება იწვევდეს. ტრამვის როლი ეჭვგარეშეა. მელანომით დაავადებულ პაციენტთა 40%–ს, პიგმენტური ნევუსის ტრამვული დაზიანების შემდეგ, მალევე უვლინდება ავთვისებიანი სიმსივნის ნიშნები. სამხრეთის ქვეყნებში, მელანომისა და სხეულის ღია ნაწილებზე სიმსივნეების წარმოქმნას, უმთავრესად ინსოლაციას უკავშირებენ. ზოგჯერ ამ პათოლოგიას ენდოკრინული სისტემის გადაწყობას უკავშირდება. მაგალითად ეს დაავადება სქესობრივი მომწიფების ფაზამდე ძალზე იშვიათად გვხვდება, მაგრამ სქესობრივი მომწიფების, ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდებში ხშირად შეინიშნება სიმსივნის ზრდის დაჩქარება. რიგ შემთხვევებში, ჰორმონალური სტატუსის ცვლილებისას, სიმსივნის ზრდის შეჩერება და რეგრესიც არის მოსალოდნელი.

ლოკალიზაცია, ზრდა და გავრცელება

კანის კიბოსაგან განსხვავებით, მელანომის გავრცელება, უპირატესად სახის მიდამოებში, არ აღინიშნება. ავადმყოფთა თითქმის ნახევარზე მეტს სიმსივნე ქვედა კიდურებზე უვითარდება, მეტად იშვიათად ტანზე(20–30%) და ზედა კიდურებზე(10–15%) , ხოლო 10–20 %–ს თავისა და კისრის მიდამოებში. მელანომის ზრდა და გავრცელება ხორციელდება ლიმფოგენური და ჰემათოგენური მეტასტაზური ჩაზრდით მეზობელ ქსოვილებში.

 

მელანომა იზრდება სამი მიმართულებით: კანს ზემოთ, კანის ზედაპირის პარალელურად და ღრმად – კანქვეს და კანქვეშა ქსოვილებში. რაც უფრო ღრმად ვრცელდება სიმსივნური უჯრედები, მით უფრო მეტად მძიმეა პროგნოზი.

მეტასტაზირება

მელანომა ხასიათდება სწრაფი და ადრეული მეტასტაზირებით. უფრო ხშირად მეტასტაზირდება რეგიონალური ლიმფური კვანძები, ცალკეული ლიმფური კვანძები კი იშვიათად. მეტასტაზები ხშირად გვხვდება კანის ქსოვოლში. მათ აქვთ – წვრილი, მრავლობითი, კანის ზედაპირიდან ოდნავ წამოწეული, მოყავისფრო–მოშავო ფერის გამონაყრის მსგავსი შეხედულება. ჰემატოგენური მეტასტაზები შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ორგანოში, მაგრამ ყველაზე ხშირად ზიანდება ფილტვები, ღვიძლი, თავის ტვინი და თირკმელზედა ჯირკვალი. „საგანგაშო სიგნალი“ – პიგმენტური ნევუსების ავთვისებიან სიმსივნეში გადასვლის ნიშნები: პიგმენტური წარმონაქმნის ერთი ნაწილის ზომაში ზრდა, გამკვრივება და შეშუპება ან მთლიანი წამონაქმნის ზომაში თანაბარი მატება; ნევუსის პიგმენტაციის გაძლიერება ან იშვიათად შესუსტება; სისხლდენა, ნასკდომების გაჩენა ან ფუფხის წარმოქმნა; სიწითლე, პიგმენტირებული და არაპიგმენტირებული კიმები და ნევუსის ირგვლივ ინფილტრაციული ქსოვილები; ქავილისა და წვის შეგრძნება; სატელიტების წარმოქმნა და ლიმფური კვანძების გადიდება; უნდა მივიღოთ წესად: კანის ზედაპირიდან გამოსული, ფერ შეცვლილი, სველი, სისხლმდენი ან არასასიამოვნო სუბიექტური შეგრძნებების გამომწვევი ნევუსები საგანგაშოა და აუცილებლად საჭიროებს ონკოლოგის კონსულტაციას.

მკურნალობა

მელანომის მკურნალობა წარმოადგენს რთულ ამოცანას, იგი უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალიზებულ დაწესებულებაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player