ნორმაში, ანალურ არხში, ვხვდებით ისეთ ანატომიურ წარმონაქმნებს როგორიცაა მორგანის სვეტები და კრიპტები. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია ნახევარმთვარისებური სარქველებით. ამ სარქველების კიდეში ხშირად შეიძლება შევამჩნიოთ პატარა შემაღლებები-ანალური დვრილები. ნუ შეშფოთდებით თუ ამ დვრილების ზომა 1 სმ-ია, მაგრამ ხანდახან მათი სიმაღლე 2-3 სმ-ს აღწევს და ქმნის დისკომფორტს, რადგან ისინი ხშირად პროლაბირებენ ანალური არხიდან.
არასპეციალისტ ექიმებს ეს წარმონაქმნი ხშირად ანალური არხის და სწორი ნაწლავის პოლიპი ჰგონიათ. სინამდვილეში კი ისინი ანალური დვრილები არიან და რაც ყველაზე მთავარია მათ არ ახასიათებთ მალიგნიზაცია-გაავთვისებიანება. თუ ისინი ადამიანს არ აწუხებს მათთვის ხელის ხლება არ არის საჭირო, ხოლო თუ დვრილის ზომები გარკვეულ დისკომფორტს და უხერხულობას გამოიწვევს, მაშინ შესაძლებელია მოხდეს მათი ამოკვეთა-ექსციზია. ოპერაცია არ არის რთული, პაციენტის მიერ გადაიტანება იოლად.
მასალა მოგვაწოდა ნინო ჩაჩანიძემ