ანალური ქავილი ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანუსის ირგვლივ და პერიანალური მიდამოს შეუპოვარი ქავილი(ქალებში ხშირად ქავილი სასქესო ორგანოებზეც გადადის). უპირატესად ეს დაავადება საშულო და ხანდაზმული ასაკის მამაკაცებში გვხვდება შეფარდებით 4/1-თან.
ეტიოლოგია
• დერმატოლოგიური დარღვევები;
• ალერგიული რეაქციები (საპონი,ადგილობრივი ანესთეტიკები,ტაბლეტირებული ანტიბიოტიკები);
• სწორი ნაწლავის და ანალური არხის ფისტულები;
• სწორი ნაწლავის ნაპრალი;
• კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები; • ფსორიაზი;
• ეგზემა;
• სებორეული დერმატიტი;
• კონტაქტური დერმატიტი;
• ინფექციური დაავადებები: მახვილა და სხვა ჰელმინთები, პედიკულოზი, მუნი, დერმატომიკოზი;
• პირადი ჰიგიენის უგულველყოფა;
• შაქრიანი დიაბეტი;
• ღვიძლის ქრ. დაავადებები;
• ქრ. პანკრეატიტი,მიმდინარე ფერმენტული უკმარისობით; რისკის ფაქტორები
• სიმსუქნე;
• ძლიერი ოფლიანობა;
• ანალური სქესობრივი კავშირი;
• უხეში ტუალეტის ქაღალდის ხმარება;
• წყლის პროცედურების უგულველყოფა;
• საყოფაცხოვრებო და სამუშაო გარემოს მავნე ზემოქმედება: ქიმიური წარმოება, დასხივება, მტვრიან გარემოში მუშაობა, მაღალი ტემპერატურული პირობები;
• მჭიდრო კონტაქტი შინაურ ცხოველებთან ( ჭიებით ინვაზია);
• რისკის ფაქტორებია ასევე: შაქრიანი დიაბეტი, ყაბზობა, დიარეა, სოკოვანი დაავადებები.
კლასიფიკაცია
• პირველადი ანალური ქავილი (ჭეშმარიტი, კრიპტოგენული, იდიოპათიური, ნეიროგენული, ესენციური).
• მეორადი-ისეთი დაავადებების ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია როგორიცაა ბუასილი, ჰელმინთოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის პროქტოსიგმოიდიტი, სწორი ნაწლავის სფინქტერის უკმარისობა, ყაბზობა და დიარეა, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, გავა-კუდუსუნის მიდამოს სოკოვანი დაავადება.
ანალური ქავილი შეიძლება იყოს ფარულად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის ადრეული ნიშანიც.
ანალური ქავილის ნიშნებია:
• უეცარი დასაწყისი;
• ძლიერდება სპირტიანი სასმელების მიღებისას, მწარე ან მლაშე საკვების მირთმევისას (პროქტოსიგოიდიტის დროს);
• ბავშვებში ღამის ქავილი უფრო ხშირად უკავშირდება ჰელმინთოზს;
• გამოკვლევის მეთოდები
• სისხლის ანალიზი შაქარზე;
• ვასერმანის რეაქცია, ტესტი ვიჩ-ინფექციაზე;
• განავლის სამჯერადი ანალიზი ჭიის კვეცხებზე;
• განავლის ანალიზი დისბაქტერიოზზე;
• სწ. ნაწლავის ნაცხი გონოკოკებზე;
• კანის ანაფხეკის და ჩირქოვანი გამონადენის მიკროსკოპია კანის აქცინომიკოზის დროს;
• სფინქტერომეტრია (სფინქტერის უკმარისობის დროს);
• რექტორომანოსკოპია ბიოფსიით (პროქტოსიგმოიდიტი);
• ჩვენების მიხედვით-გინეკოლოგის, უროლოგის, ენდოკრინოლოგის, ვენეროლოგის და დერმატოლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
თავისუფალი რეჟიმი,მკურნალობა ამბულატორიული ან სტაციონარული(გართულებით მიმდინარე) შეუპოვარი ანალური ქავილის დროს. დიეტა. ყავის შოკოლადის და მუქი ჩაის აკრძალვა ან მისი მოხმარების მკვეთრი შეზღუდვა, აგრეთვე ცხარე კერძების და ალკოჰოლის აკრძალვა, თამბაქოს მოხმარების მკვეთრი შეზღუდვა ან აკრძალვა.
საკვებისმიერ ალერგიაზე ეჭვის მიტანისას უნდა აიკრძალოს ყავა, ლუდი, კოკა-კოლა, სუნელები, ციტრუსი.
ანალური ქავილის კონსერვატული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს მისი ქირურგიული მკურნალობა, რომლის ძირითად პრინციპსაც პათოლოგიური უბნის დენერვაცია წარმოადგენს.
პროფილაქტიკა
პირადი ჰიგიენის წესების დაცვა; არ არის რეკომენდებული მჭიდრო და სინთეტიური საცვლების ხმარება; დეფეკაციის შემდეგ, რეკომენდებულია ანალური მიდამოს დაბანა გრილი წყლით. მხოლოდ და მხოლოდ თეთრი ტუალეტის ქაღალდის გამოყენება ყოველგვარი საღებავებისა და არომატიზატორების გარეშე.
მასალა მოგვაწოდა ნინო ჩაჩანიძემ