სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დოლიქოსიგმა - ეს არის დაგრძელებული სიგმური ნაწლავი, იგი შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი.

 

მეგაკოლონი- ეს არის ნაწლავის ცალკეული უბნის ან მთელი მსხვილი ნაწლავის გაფართოება.

დოლიქოსიგმა, კლინიკა, მკურნალობა.

დაავადება - დოლიქოსიგმა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შეუძლია გამოიწვიოს ყაბზობა, მუცლის შებერილობა, ყურყური. დიაგნოზი ისმება ირიგოსკოპიით, ამ დროს გამოვლინდება სიგმური ნაწლავის ამა თუ იმ ხარისხის დაგრძელება. მკურნალობა როგორც წესი კონსერვატულია. გულისხმობს კუჭის მოქმედების რეგულაციას. ამ დაავადების ქირურგიული მკურნალობა სიგმის დამატებითი მარყუჟის რეზექციაში მდგომარეობს, მაგრამ მისი ჩვენება მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს.

მეგაკოლონი-კლინიკური ვარიანტები მეგაკოლონის კლინიკური სურათი ძირითადად ერთნაირია, მხოლოდ მცირედი განსხვავებაა მეგაკოლონის ტიპის მიხედვით. ძირითადი კლინიკაა: შეუპოვარი ყაბზობა, მეტეორიზმი და ტკივილი მუცლის ღრუში, ამ ჩივილების გამოხატულობა მეტნაკლებად იცვლება- ვარირებს ერთმანეთში.. სხვადასხვა პაციენტებში დეფეკაციის პერიოდულობა შესაძლებელია 2-3 დღიდან რამდენიმე კვირამდე, თვემდე გრძელდებოდეს. მეტეორიზმი კი ხანმოკლე შებერილობით გამოვლინდეს ან იყოს გამუდმებით და გამოიწვიოს შებერილობა და მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა. ობიექტურად მუცელი მომატებულია ზომაში და ასიმეტრიულიც, მსხვილი ნაწლავის, მხოლოდ გარკვეული ნაწილის , განავლოვანი ქვებით და აირებით გადაბერვის გამო.

 

ხანდან მოსჩანს მსხვილტალღოვანი პერისტალტიკაც. დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ირიგოსკოპიას, რომელიც ავლენს ნაწლავის გაფართოებულ უბნებს ან მთლიანად გაფართოებულ მსხვილ ნაწლავს.

 

გამოიყოფა მეგაკოლონის 7 ტიპი:

 

1. ჰირშპრუნგის დაავადება(აგანგლიური მეგაკოლონი) - მსხვილი ნაწლავის ცალკეულ უბნებზე ნერვული აპარატის თანდაყოლილი განუვითარებლობა.

2. ობსტრუქციული მეგაკოლონი - წარმოდგენილი მექანიკური დაბრკოლებებით ნაწლავში.

3. ფსიქოგენური მეგაკოლონი - ჩამოყალიბებული ფსიქიური აშლილობისა და არასწორი, გაუკუღმართებული ჩვეულებების ფონზე.

4. ენდოკრინული მეგაკოლონი - ვლინდება ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

5. ტოქსიკური მეგაკოლონი - ჩამოყალიბებული ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას, ინფექციის ფონზე.

6. ნეიროგენული მეგაკოლონი - ც.ნ.ს.-ის ორგანული დაზიანებისას.

7. იდიოპათიური მეგაკოლონი - დიაგნოზი, რომელიც ისმება გარკვეული ეთიოლოგიური და პათოგენური ფაქტორების არ არსებობისას.

 

მასალა მოგვაწოდა ბექა კევლიშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player