სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კოკციგოდინიას კრებსითი გაგება აქვს, რომელიც თავის თავში მოიცავს ანუსისა და გავა-კუდუსუნის მიდამოს რიგ პათოლოგიურ მდგომარეობებს, რომელთა ერთადერთ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს ალგიური სინდრომი.

 

ტკივილი წარმოიშობა უშუალოდ კუდუსუნის მიდამოში (კოკციგოდონია), უკანა ანუსის მიდამოში და სწორ ნაწლავში. ტკივილის ინტენსივობა განსაკუთრებით მატულობს მოსვენების პერიოდში, ღამით, დეფეკაციის გარეშე.

 

ტკივილი გავა-კუდუსუნის მიდამოში ძირითადად დაკავშირებულია ამ მიდამოს ტრავმასთან (მწვავე ან ქრონიკული), ისეც ხდება რომ ტკივილი ტრამვის მიღებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთი პაციენტების რენტგენოლოგიური კვლევისას ჩანს ძველი ნაწიბუროვანი შეხორცებები, კუდუსუნის მოტეხილობა და სხვ. ძვლოვანი პათოლოგიური ცვლილებები გავა-კუდუსუნს შესახსრების ადგილას. ტრავმული დაზიანების დროს მკურნალობაში მონაწილეობას ღებულობენ ტრავმატოლოგებიც.

 

ზოგიერთი პაციენტის ტკივილის მიზეზი რადიკულოპათიაა, ზოგიერთ შემთხვევაში კი პერიანალური ტკივილი მცირე მენჯის ორგანოების ვისცეროპტოზს უკავშირდება, ამ დროს ტკივილები ძლიერდება დეფეკაციის დროს, გაჭინთვისას და დიდხანს დგომისას, ხოლო დაწოლილ (ჰორიზონტალურ) მდომარეობაში ტკივილი ნელდება.

 

კოკციგოდინიით დაავადებული ადამიანების რადიკალური მკურნალობის მცდელობა იშვიათად გვირგვინდება მყარი წარმატებით - განკურნებით. ტკივილი შეიძლება გაჩნდეს უეცრად, ყოველგვარი მიზეზების გარეშე, გრძელდებოდეს სხ/სხ. დროის მონაკვეთში და ასევე შეიძლება მოულოდნელად გაქრეს კიდეც. ტკივილის ხასიათი სხვადასხვაგვარია - მჩხვლეტავი, ყრუ , ირადირებით - შორისში , დუნდულებში, ბარძაყებში და სხვ.

 

კუდუსუნის ტრავმული მოტეხილობის დროს, რენტგენოგრამაზე ჩანს ძვლის დეფექტი და ამით ვერიფიცირდება დიაგნოზი, ხოლო სხვა ეტიოლოგიის კოკციგოდონიის დროს, პათოლოგიის ნახვა შეუძლებელია. რენტგენოლოგიურად, ენდოსკოპიურად, თითით გასინჯვის დროს, სფინქტერის ფუნქციის შესწავლისას, არანაირი ორგანული ცვლილება არ აღინიშნება. ტკივილები შესაძლებელია გრძელდებოდეს წლობით, ამ დროის განმავლობაში მატულობდეს ან კლებულობდეს მათი ინტენსივობა და ამასთან ვერ მოხერხდეს მისი დაკავშირება ვერც კლიმატის შეცვლასთან და ვერც ისეთი დაავადებების თანხლებასთან როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებები.

 

კოკციგოდინიის მოსარჩენად მნიშვნელოვანია ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა ნევროლოგების, ტრავმატოლოგების და ფსიქოთერაპევტების დახმარებით.

 

აღწერილმა დაავადებამ რიგ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, უძილობა, სექსუალური პოტენციის დაქვეითება და ინვალიდობა. მასალა მოგვაწოდა ბექა კევლიშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player