სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ფარინგიტი ეს არის ხახის უკანა კედლის ანთება. მისი მთავარი გმომწვევი მიზეზია: ცივი ან დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება (სპირტი, თამბაქო).

ადამიანის ორგანიზმში მწვავე ფარინგიტის განვითარებაში წამყვანი როლი ენიჭებათ მიკრობებს (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, პნევმოკოკი) და ვირუსებს (გრიპის, ადენოვირუსი); ხშირად პროცესი ვრცელდება ხახაში ცხვირიდან და მისი დანამატი წიაღებიდან ცხვირხახაში ჩამონადენიდან, სინუსიტის დროს.

 

კლინიკური ნიშნები: ყელის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება, განსაკუთრებით ”ცარიელ ხახაში”. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია ან 37,70-მდე ადის.

 

ქრონიკული ფარინგიტი კლინიკური სურათის მიხედვით შეიძლება იყოს: მარტივი, ჰიპერტროფიული და ატროფიული. ქრონიკული ფარინგიტის ძირითადი მიზეზებია: ხახის განმეორებითი მწვავე დაავადებები, სასის ტონზილების, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ქრონიკული დაავადებები, თამბაქოს მწეველებში ხახის ლორწოვანის ხანგრძლივი გაღიზიანება, სპირტიანი სასმელების ხშირი მოხმარება, მომწამლავი აირების, მტვრის მოქმედება, გადაციება, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის, გულის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებები. კონსერვატიული მკურნალობა ითვალისწინებს გამომწვევი ფაქტორის მოცილებას და ადგილობრივი სიმპტომური საშუალებების გამოყენებას: გამოვლება ტუტოვანი და ანტისეპტიკური ხსნარებით, აეროზოლეები, ინგალაციები, ლუგოლისა და იოდგლიცერინის ხსნარებით ხახის უკანა კედლის დამუშავება, თბილი სითხეებით დატვირთვა, დიეტა არაგამღიზიანებელი საკვების მიღებით.

 

მასლამა მოგვაწოდა:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player