პაროდონტოზი არის პაროდონტის ქსოვილის დისტროფიული ხასიათის დაზიანება. პაროდონტოზის დროს პირის ღრუს ანთებითი პროცესები არ აღინიშნება. პაციენტი უჩივის კბილების ყელის მიდამოში გაშიშვლებას, კბილების მორყევას.
სიმძიმის მიხედვით პაროდონტოზის შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. პაროდონტოზის მკურნალობა კომპლექსურია. მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგად მკურნალობას.
დაწყებით სტადიაზე პაროდონტოზის მკურნალობა მარტივია და შეიძლება მოხდეს მისი ამ სტადიაზე შეჩერება. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში პროცესი ღრმავდება, პროგრესირდება და მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, რაც იწვევს კბილების სრულ დაკარგვას.
მასალა მოგვაწოდა თამთა კანდელაკმა