სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

პურის ღრუს ჰიგიენას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს, შემდგომში რომ არ განვითარდეს პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებები. ამისთვის აუცილებელია ყოველდღიურად დავიცვათ ის აუცილებელი ჰიგიენური ნორმები, რომლებიც წარმოადგენენ პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.

 

პირის ღრუს ჰიგიენის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კბილების გახეხვა დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს) სპეციალური კბილის ჯაგრისებისა და კბილის პასტების გამოყენებით, ასევე არსებობს მრავალი ჰიგიენური პირის ღრუს სავლებები, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას, ნადების წარმოქმნას და უზრუნველყოფენ პირის ღრუს ზოგადგამაჯანსაღებელ მდგომარეობას.

 

იმისათვის, რომ სრულად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა საჭიროა მისი პერიოდული სანაცია, რაც გულისხმობს წელიწადში 2-ჯერ (მინიმუმ) სტომატოლოგთან ვიზიტს, პირის ღრუს შემოწმებისა და პროფესიული გაწმენდის მიზნით. სწორედ, გეგმიური პირის ღრუს სანაციის შედეგად შესაძლებელია სტომატოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მისი დროული მკურნალობა.

 

მასალა მოგვაწოდა თამთა კანდელაკმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player