სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვიტილიგო-შედარებით იშვიათი კანის დაავადებაა, რომელიც გამოიხატება პიგმენტაციის დარღვევაში. კანზე ჩნდება სხვადასხვა ზომის გაუფერლებული ლაქები, მკვეთრი საზღვრებით. დაავადება ვითარდება თანდათან, ზოგჯერ შეუმჩნევლად. ხდება ცალკეული უფერული ლაქების შეერთება. კანი ლაქების არეში რძისფერია, თეთრ ლაქებს პერიფერიაზე აქვს ჰიპერპიგმენტაციის ზონა.

 

თმები ლაქების არეში უფერულდება. ხშირად ლაქები განლაგდება სახეზე, განსაკუთრებით თვალების ირგვლივ, კისერზე, ხელების მტევნებზე, სასქესო ორგანოებზე. ვიტილიგო არ იწვევს ზოგად დარღვევებს და არ ახლავს ქავილი. ზოგიერთ შემთხვევაში ლაქები არ იცვლება წლების მანძილზე, ზოგჯერ ხდება მათი პიგმენტაცია, მაგრამ ერთდროულად ჩნდება ახალი უფერული ლაქები. ზოგჯერ პროცესი პროგრესირებს, ჩნდება ახალი ლაქები, მაგრამ მთლიანად კანის გაუფერულება ხდება ძალიან იშვიათად. ლაქები მეტად შესამჩნევია ზაფხულის დროს, როცა ჯანსაღი კანი მუქდება, ვიტილიგოს ლაქები კი ღებულობს წითელ ფერს. ვიტილიგოს დროს ლორწოვანი არ ზიანდება. ვიტილიგოთი ავადდებიან ბავშვები და დიდებიც. ეს დაავადება ზოგჯერ შერწყმულია კანის სხვა დაავადებასთან და ზოგად დაავადებებთან: კეროვან ალოპეციასთან, სკლეროდრმიასთან, წითელ ბრტყელ ლიქენთან, ფსორიაზთან. ვიტილიგო თი დაავადებულებს ახასიათებთ ღვიძლის ანტიოქსიდანტური ფუნქციის დარღვევა, კუჭნაწლავის დაავადებები. ვიტილიგოს ლაქები ზოგჯერ გვაგონებენ გამონაყარს კეთრის დროს, იმ განსხვავებით კეთრის დროს დარღვეულია ტკივილის და შეხების გრძნობა. ზოგჯერ ვიტილიგოს დიფერენციაცია ხდება ანემიურ ნევუსთან(ხალებთან) ვიტილიგოს ეთიოლოგია და პათოგენეზი არ არის გარკვეული. სიფილისური ეთიოლოგია უარყოფილია. ვიტილიგოს პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნარვული სისტემის დარღვევებს რაზეც მეტყველებს ვიტილიგოს და ნერვული სისტემის ორგანული ან ფუნქციური ხასიათის დაავადებები(სირინგომელია, ხერხემლის დაავადებებიდ ა სხვა...). აღწერილია ამ დაავადებების შემთხვევები მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ. ბევრ შემთხვევაში ვიტილიგო ვითარდება ენდოკრინული დარღვევის დროს, კერძოდ ბაზედოვის დაავადებისას, ასევე ჩიყვის და მიქსდემების დროს. დიდ როლს ვიტილიგოს პათოგენეზში თამაშობს ჰიპოფიზის და სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია, ასევე ვიტამინების ნაკლებობის დროს-ვიტამინ C, B1, B2. ზოგი ავტორი მიუთითებს ვიტილიგოს მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე. მაპროვოცირებელი ფაქტორებია დამწვრობები, ტრავმები, ქირურგიული ჩარევები, მზის დასხივება. მნიშვნელობა ენიჭება კანის ფერმენტების ცვლის დარღვევას. ასევე ითვლება, რომ ვიტილიგო უვითარდებათ მუშებს, რომლებსაც აქვთ კონტაქტი ფენოლ-ფორმალდეგიდურ ფისებთან, ადგილიაქვს ამ ნივთიერების ტოქსიურ მოქმედებას. ვიტილიგოს მკურნალობა წარმოადგენს გარკვეულ სიძნელეს, და ითხოვს მოთმინებას როგორც ექიმის ასევე ავადმყოფისგან. უნდა გამოირიცხის ჭიებით ინვაზია. რეკომენდირებულია ვიტამინების მიღება-ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მიზანშეწონილია პანტოცენის მაჟავის, სპილენძის და რკინის მარილების მიღება. ვიტილიგო არ არის გადამდები დაავადება, მაგრამ ასეთ ავადმყოფებს ეკრძალებათ დონორობა, ვინაიდან არ არის ცნობილი დაავადების ეთიოლოგია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player