სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქერცვლადი ლიქენი - კანის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლი დროსაც კანის გარდა, ზიანდება ფრჩხილები და სახსრები. ფსორიაზი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, ავადდებიან, როგორც მამაკაცები ასევე ქალები. ფსორიაზი გამოუცნობი მარეციდივირებელელი დაავადებაა. არ არის გადამდები. დაავადებულია პლანეტის მოსახლეობის 3 – 5 %.

 

 

არსებობს წარმოშობის რამდენიმე თეორია: ვირუსული, იმფექციურ - ალერგიული, ნეირო - ენდოკრინული, მემკვიდრეობითი და ა. შ. დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და მიდრეკილება რეციდივებისადმი . არ არის მიღებული კლასიფიკაცია. არ არის მიღებული ეთნოგენეზი და პათოგენეზი. სეზონური რეციდივების მიხედვით გამოირჩევა ფსორიაზის სამი ტიპი : ზამთრის , ზაფხულის და განუსაზღვრელი.

 

ჩვეულებრივი ფსორიაზის დროს გამონაყარი შედგება წვრილი ელემენტებისგან მკვეთრად გამოირჩევა ჯანსაღი კანისგან, გამონაყარი მოვარდისფრო, მოწითალოა ან მუქი წითელი ფერის. ზედაპირი დაფარულია დამახასიათებელი თეთრი მოვერცხლისფრო ქერცლით. ჩვეულებრივ ფსორიაზი გამოხატულია ერთეული პაპულებით ტიპიურ ადგილებში. შესაძლებელია გავრცელებული გამონაყარიც. თავიდან გაჩენილი წვრილი პაპულები თანდათან იზრდება , შემდეგ ხდება მათი შეერთება მსხვილ და გიგანტურ კერებში, რომლებიც დაფარულია მოვერცხლისფრო - მოთეთრო ქერცლით. პაპულების მოფხეკის დროს, ვლინდება ფსორიაზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ”სტეარინის ლაქა, ტერმინალური აბკი, სისხლიანი ნამი”.

 

გამონაყარის ტიპიური ადგილებია: თავის თმიანი ადგილი, იდაყვის და მუხლის სახსარი, ზურგის ქვემო ნაწილი, დუნდულოები, ზოგჯერ ახლავს ქავილი. ფსორიაზის მიმდინარეობაში გამოყოფენ შემდეგ სტადიებს: პროგრესიული, სტაციონარული და რეგრესიის. პროგრესიული სტადიისთვის დამახასიათებელია: დიდი რაოდენობით წვრილი, კვანძოვანი გამონაყარი, ელემენტების პერიფერიული ზრდა და ფსორიაზული პაპულების განვითარება კანის მექანიკური ტრავმების ადგილებში. სტაციონარულ სტადიასი ახალი ელემენტები არ ჩნდება. უკვე არსებული პაპულები წყვეტენ ზრდას. რეგრესიის სტადიისთვის დამახასიათებელია გამონაყრის გაბრტყელება, ქერცვლადობის შემცირება და ელემენტების გაწოვა , რომელიც იწყება ცენტრალური ადგილიდან. გამოირჩევა ფსორიაზის შემდეგი კლინიკური ნაირსახეობა: ჩვეულებრივი ფსორიაზი, ექსუდაციური ფსორიაზი, ართროპათიური ფსორიაზი, ფსორიაზური ერითროდერმია და პუსტულოზური ფსორიაზი.

ექსუდაციური ფსორიაძი

განსხვავდება ჩვეულებრივი ფსორიაზის ტიპიური კლინიკური სურათისგან მნიშვნელოვანი ექსუდაციით, რომლის შედეგად პაპულების ზედაპირზე წარმოიქმნება ფირფიტისებური ყვითელი ფერის ქერქი. მათი მოშორების შემდეგ რჩება სველი სისხლდენადი ზედაპირი.

ართროპათიური ფსორიაზისტვის

დამახასიათებელია კანზე ტიპიური გამონაყარით, სახსრების დაზიანებით, მეტად წვრილი სახსრების. აღინიშნება შეშუპება , მტკივნეულობა, მოძრაობის შეზღუდვა, (პარაარტიკულარული ქსოვილების ინფილტრაციის და გამკვრივების გამო). შესაძლებელია ამოვარდნილობა, ანკილოზები, სახსრების დეფორმაცია და ბოლოს ავადმყოფის სრული ინვალიდობა.

ფსორიაზული ერითროდერმია

მწვავედგანვითარებადი, გენერალიზებული დაავადებაა, რომლისტვისაც დამახასიათებელია კანის მკვეთრი ჰიპერემია, შეშუპება, ინფილტრაცია და ლიქენიზაცია დიდი რაოდენობით ფირფიტისებური ქერცლით. ავადმყოფს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება.

პუსტულოზური ფსორიაზი ( psoriasis pustulosa)

დაავადება ლოკალისდება ძირითადად ხელის გულებზე და ტერფებზე, სადაც ჰიპერემირებულ და ლიქენიზირებულ ფონზე განლაგებულია ეპიდერმული პუსტულები. ასევე ზიანდება ფრჩხილები ” სათითეს სინდრომი”, ფრჩხილის ფირფიტის ამღვრევა, ღარების გაჩენა, ზოგჯერ ფრჩხილები იმტვრევა და იფშვნება. მეცნიერების უმეტესობა ემხრობა დაავადების გენეტიკურ ფაქტორებს, მაგრამ დაავადება შეიძლება იყოს მიძინებული წლების მანძილზე.

 

ცნობილია შემთხვევები, როდესაც ოჯახში ავადდება ბავშვი, მემკვიდრეობაში ვერ პოულობენ ფსორიაზს. ცოტა ხნის შემდეგ ავადდება ერთ-ერთი მშობელი, რაც შემთხვევითი დამთხვევა არ არის. დაავადება აშკარად იყო გვარში , მაგრამ არ იცოდნენ , რაც არ არის გასაკვირი, რომ ჯერ გამომჟღავნდა უფრო სუსტ ორგანიზმში, შემდეგ კი უფრო ძლიერში. არის შემთხვევები, როდესაც ორივე მშობელი ჯანმრთელია და ავადდებიან შვილები 15-20 წლის შუალედით. მემკვიდრეობითი მიდრეკილება არის პოტენციური შესაძლებლობა დაავადების გამომჟღავნების. დიდი მნიშვნელობა აქვს მაპროვოცირებელ ფაქტორებს, მათ მიეკუთვნება: ფსიქიური ტრავმები, ხანგრძლივი დაძაბულობა, ქრონიკული სტრესული მდგომარეობა, დიდი როლი აქვს ინფექციურ დაავადებებს, ფიზიკურ ტრავმებს, კანის ტრავმატიზაციას, მნიშვნელობა აქვს ინტენსიურ წამლისმიერ თერაპიას, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების გამოყენებით, ჰორმონალურ ცვლილებებს, ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, კლიმატის გამოცვლას, ზოგიერთი პროდუქტების (ციტრუსები, შოკოლადი, კვერცხი) მიღებას. დაავადების მიმდინარეობაში მოქმედებს სეზონურობა, ზაფხულში შემსუბუქდება, ზამთარში გამწვავდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player