ჰემანგიომა-ყველაზე ხშირი სისხლძარღვოვანი სიმსივნეა. წარმოადგენს წითელ ლაქებს, რომლებიც განლაგდება სხეულის ნებისმიერ ადგილზე დასახეზე. სტატისტიკით ჰემანგიომით იბადება ყოველი მე-100 ბავშვი.
ჰემანგიომები-კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნეები-არის უბრალო (განლაგებულია კანის ზედაპირზე), კავერნოზული (კანქვეშ), კომბინირებული (კანზე და კანქვეშ), შერეული ედგება ჰემანგიომის და კუნთოვანი ან ნერვული ქსოვილისგან). უბრალო ჰემანგიომების შემთხვევა 70-80%_ს შეადგენს.
საბოლოო მიზეზი ჰემანგიომის გამოჩენის გაურკვეველია. მაგრამ ითვლება, რომ მიზეზი შეიძლება იყოს მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელიც გადაიტანა დედამ ორსულობის პირველ 3-6 კვირაში.
97%-ის შემთხვევაში ჰემანგიომა ვლინდება უკვე ბავშვის დაბადების დროს. მაგრამ ზოგჯერ ისინი ჩნდებიან დაბადების შემდეგ პირველი თვის განმავლობაში და მატულობენ 6-თვის ასაკამდე, შემდეგ მათი ზრდა კლებულობს.
ჰემანგიომების მკურნალობა, რომლებიც განლაგებულია სახეზე, ყურს ირგვლივ არეში და კისერზე, რთულდება სხეულის ამ ნაწილების ჭარბი სისხლმომარაგებით. საბედნიეროდ ასეთი შემთხვევები იშვიათია-0,5%.
ძალია ძნელი სამკურნალოა ჰემანგიომები, რომლებიც განლაგებულია სარძევე ჯირკვლების არეში, ხელის მტევნრბზე, ტერფებზე და შორისის მიდამოში. ძალიან საშიშია ჰემანგიომები დღენეკლულ ბავშვებში, მათი ზრდა დღე-ღამეში 2-3 ჯერ უფრო სწრაფია. 7% შემთხვევაში ჰემატომები თავისით ქრებიან, ეს ეხება უბრალო ჰემანგიომებს და ისეთებს, რომლებიც განკაგებულია ტანის დაფარულ ადგილებში.
დღევანდელ დღეს ასეთ სისხლძარღვოვან სიმსივნეებს მკურნალობენ პარაქირურგიული გზით, რაც უფრო ადრე იწყება მკურნალობა, მით უკეთესია რეზულტატი. ჰემანგიომების 70%-ს მკურნალობენ კრიოგენული მეთოდით, 196o მქონე თხევადი აზოტის გამოყენებით. ჭრილობა ხორცდეა ნაწიბურის გარეშე, რაც მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. კრიოთერაპიის სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია ჰემანგიომის ზომებზე. ერთჯერადად შესაძლებელია 10კვ. სმ-ს ოდენობის სიმსიბნის მოცილება. მკურნალობა ტარდება ამბოლატორიულად, ნარკოზის გარეშე. როგორც წესი გართულების გარეშე. ჰემატომის ადგილი მუშავდება „ბრილიანტის მწვანით“, ბავშვის კრემით.
ღრმა კავერნოზული ჰემანიომების სამკურნალოდ იყენებენ C B 4-ს კრიოდესტრუქციის მეთოდს. 6-თვემდე ახალშობილებს (100 კვ.სმ. და მეტი ჰემანგიომების მქონე) ენიშნებათ ჰორმონოთერაპია პრედნიზოლონის გამოყენებით. თვალის ბუდის და ორბიტისჰემანგიომებს მკურნალობენ სხივებით, სახეზე და კისერზე-გამოიყენება ანგიოგრაფიის და ემბოლიზაციის მეთოდი. ქირურგიული მკურნალობა გამოიყენება მხოლოდ ღრმად განლაგებული ჰემანგიომების დროს. ჰემანგიომების მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეული მეთოდს და დროულად ჩატარებულ მკურნალობას.