პოლიომიელიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებითა და შედეგად კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლის განვითარება
- დაახლოებით 5-10%-ში ვლინდება დაავადების განვითარების სიმპტომები
- არის 3 ფორმა აბორტული (გრიპის მაგვარი მიმდინარეობით) არაპარალიზური (ასეპტიური მენინგიტი) პარალიზური (სხვადასხვა სიმწვავით და აღდგენით)
- ვრცელდება დაბინძურებული საკვებითა და ნივთებით..
- 90%ში ასიმპტომურად მიმდინარეობს. 5%-ში-ცხელებით.1%-ში ასეპტიური მენინგიტით.1%ში 2-5 დღიანი ცხელების შემდეგ ვითარდება პარალიზური პოლიომიელიტი.
- პოლიომიელიტი საეჭვოა არაიმუნიზირებულ პირებში, (განსაკუთრებით ბავშვებში) ცხელებით,თავის ტკივილით,მენინგიზმით.
- დიაგნოზი ისმება კლინიკური ანამნეზით,თავზურგტვინის სითხის გამოკვლევით,იმგ და კტ-თი.ასევე ანტისხეულების ტიტრით და ვირუსის იზოლირებით ექსკრემენტებიდან.
სინონიმები:
- მწვავე ეპიედემიური პოლიოიმელიტი (acute anterior poliomyelitis)
- ჰეინე-მედინის დაავადება - ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა
- ინფანტილური პარალიზი
- პოლიო
მიზეზები:
- პოლივირუსის, რომელიც მიეკუთვნება ენტეროვირუსების გვარსა და პიკორნავირუსების ოჯახს.
ხელშემწყობი ფაქტორები:
- განვითარებად ქვეყნებში დაავადების გავრცელების მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინის დეფიციტი და არასრულფასოვანი იმუნიზაცია.
- ღარიბი სოციალურ ეკონომიური სტატუსი.
- ხანდაზმული ასაკი თუ არ არის იმუნიზირებული
- ორსულობა
- ახლადჩატარებული ტონზილექტომია
- დაზიანებული B ლიმფოციტები.
ასაკი:
- 5წლამდე - 20-40წელი ძირითადად.
სქესი:
- მამრობითი>მდედრობითი
გავრცელება:
აღდგენა და ლეტალობა:
- საშუალოდ 2-6თვეში
- ვაქცინამდელ პერიოდში ლეტალობა იყო 5-7%
- ლეტალობას ძირითადად ადგილი აქვს პირველ 2კვირის განმავლობაში
- ბულბალური პოლიომიელიტის დროს სიკვდილიანობა შეიძლება იყოს 50%-ზე მეტ შემთხვევაში პოსტპოლიომიელიტური სინდრომი
- ადგილი აქვს მწვავე დაავადებიდან საშუალოდ 27წლის შემდეგ
- დაზიანებული კუნთთა ჯგუფის ფუნქციური გაუარესება
- ტიპიური ეტაპობრივი გაუარესება
კლინიკური სურათი:
მწვავე, პროგრესირება, ასიმეტრია, პროქსიმალური მოტორუოლი ნეირონების სისუსტე, თანდათანობით გაუარესება ზემო სასაუნთი გზები მოვლენებისა და ცხელების პროდრომის შემდეგ. ნაკლებად მნიშვნელოვანია ბულბარული მუსკულატურის შეზღუდვა.
სიმპტომები:
აბორტული პოლიომიელიტი-არასპეციფიური დაავადებაა, გვხვდება 4-8%-ში. კლინიკურად მსგავსია ვირუსული ინფექციებისა და გაივლის 1-2დღეში.
დამახასიათებელია:
- ყელის ტკივილი
- დაბალი ცხელება
- თავის ტკივილი
- საერთო სისუსტე
- ანორექსია
- ღებინება
- მუცლის ტკივილი
- ყაბზობა
ასეპტიურ მენინგიტი ვითარდება დაინფიცირებულ ადამიანთა 1-5%-ში და გაივლის 5-10დღეში: დამახასიათებელია: ჩამოთვლილ სიმპტომებს დამატებული
- კისრის და ზურგის კუნთების რიგიდობა
- მიალგია
პარალიზური პოლიომიელიტი ვითარდება 0.1-2%-ში
დამაასიათებელია:
ზემოთ ჩამთვლილ სიმპტომებს დამატებული
- კუნთების ინტენსიური ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და შეხებისას მომატებული მგრძნობელობა.
- ყაბზობა
- ქვედა მოტორული ნეირონების სისუსტე
- კუნთთა ასიმეტრიული დაზიანება, რომელიც იწყება 2-5დღის შემდეგ თავის ტკივილიდან და პიკს აღწევს არაუმეტეს 3-5დღისა.
- სისუსტე ჩვეულებრივ იწყება წელის არიდან, შემდეგ ერთვება გულმკერდის არე და შემდეგ კისრის არე. ბულბალური ფორმის დროს ხდება კრანიალური ნერვების(IX,X,ხშირად VII წყ.ნერვების) ბირთვების დაზაიანება.ბულბალური სისუსტე შემთხვევათა 10-20%-ში მანიფესტირდება, როგორც გაორებული მხედველობა, ღეჭვის და ყლაპვის გაძნელება,ხდება რბილი სასის,ენის პარეზი,სუნთქვის გაძნელება მეტყველების დარღვევა ან სახის კუნთების სისუსტე.
ვარიანტები:
- პრედომინანტური სპინალური
- პრედომინანტური ბულბალური: ყლაპვის გაძნელება, მეტყველების გაძნელება, ცხვირში ლაპარაკი.
- ბულბოსპინალური
- ავტონომიური დისფუნქცია დამახასიათებელი: სულხუთვა, გულის ფრიალი, მყარი ორთოსტატული ჰიპოტენზია.
- ენცეფალიტი მენტალური სტატუსის ცვლილებებითა და კრუნჩხვებით: იშვიათია, და დამახასიათებელია სისუსტე, ლეთარგია, კუნთთა ტონუსის დაქვეითებადა რიგიდულობა
დიფ-დიაგნოზი:
- ტრანსვერსული მიელიტი
- დიფტერია
- მწვავე პოლირადიკულონეიროპათია
- გიენ-ბარის სინდრომი დიაგნოზი:
- თავზურგტვინის სითხის ანალიზი: ლიმფოციტური პლეოციტოზი(<200-500უჯრედი/მმ3) ასეპტიური მენინგიტით. უმნიშვნელო მატება პროტეინების (<150მგ/მლ), გლუკოზა-ნორმა. პროტეინების დონის მატება უფრო დამახასიათებელია გიენ-ბარის სინდრომისა და ტრანსვერსული მიელიტისათვის.
- პოლიოვირუსი უნდა გამოიყოს პსრ-ით ლიქვორიდან, ხახის ნაცხიდან, ფეკალიებიდან.
- ვირუსის გამოყოფა ნერწყვიდან ხდება ავადობის 1-3-4 დღის მანძილზე, ხოლო განავლიდან 20დღის შემდეგ.
- თუ ვირუსი არ აღმოჩნდა ქსოვილებში, დამხმარედ შესაძლებელია გამოვიყენოთ შრატის სეროლოგიური ანალიზი(4-ჯერ მატება IGM-ის)
- ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ანალიზი-შედარებით მგრძნობიარეა, მაგრამ არასპეციფიური პარალიზური პოლიომიელიტისათვის.
- ელექტრომიოგრაფია და ნერვული გამტარობის გამოკვლევა, რომლის საშულებით ხორციელდება დაზიანებული ნერვის მიელინიზაციის შესწავლა. მკურნალობა: არაფარმაკოლოგიური მკურნალობა
- ვენტილაციისა და ჰიდრაციის უზრუნველყოფა
- ადრეული მობილიზაცი და სავარჯიშოები _საწოლში პაციენტისთვის კომფორტის შექმნა. მწვავე ფაზის დროსს საჭიროა პაციენტის მდგომარეობა შეიცვალოს იშვიათად, ერიდოს ხშირ მოძრაობებს. კანის მოვლა გულმკერდი და თავი დახრილი უნდა იყოს 20-25 გრადუსით. .დაავადების მწვავე ფაზაში განსაკუთრებით 1კვირა უკუნაჩვენებია კუნთშიდა ინექცია და ქირურგიული ჩარევა, რადგანაც მან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების პროგრესირება - ტემპერატურის კონტროლი. ტემპერატურის ნორმალიზებამდე აუცილებელია მოსვენებული მდგომარეობა.
სპეციფიური ანტივირუსული მკურნლობა არ არსებობს.
- აბორტული ფორმის დროს: ანალგეზია, სედაცია და დიეტა.
- 2თვის შემდეგ ჩონჩხ- კუნთოვნი სავარჯიშოები.
- არაპარალიზური და საშუალო სიმძიმის დაავადებისას მკურნალობა შესძლებელია სახლის პირობებში.
- შარდის ბუშტის პარალიზის დროს ხდება საშარდე გზების კათეტერიზაცია და შესაძკლებელია პარასიმპათიკური სტიმულატორის გამოყენება, როგორიცაა bethanechol
- ვენტილაციის გაუარესებისას დადებითი წნევით ხელოვნური ვენტილაცია. პროგნოზი:
- აბორტული და არაპარალიზური ფორმის დროს ხდება სრული აღდგენა.
- პარალიზური დაავადების დროს აღდგენა ხდება სხვადასხვა ხარისხით.
- ნაწილობრივი დამბლის დროს აღდგენის შანსი მეტია.
- ტოტალურად პარალიზებული კუნთთა ჯგუფი კი ცუდად აღდგება.
- თუ ცირკულაციური და რესპირაციული ცენტრის დამბლა მოხდა, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
- 80%-ში აღდგენა ხდება დაავადებიდან 6თვის განმავლობაში,
- სიკვდილიანობა 5%-ზე ნაკლებია. იგი უმეტესად გვხვდება 40წლის ზევით დაავადების პირველი 2კვირის განმავლობაში პრევენცია: -
პირველადი პრევენცია იმუნიზაცია. საქართველოს ჯანდაცვის საიმნისტრო გვირჩევს, რომ ბავში აუცილებლად უნდა აიცრას OPV ვაქცინი|თ საქართველოშო მოწოდებული აცრის კალენდრის მიხედვით. (2,3 და 4თვეზე 18 თვეზე და რევაქცინაცია 5წელზე)
- ორალური პოლიომყელიტის მასობრივი აცრები მინიმუმამდე ამცირებს ენტეროვირუსებით გამოწვეულ ეპიდემიებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Arya SC.A case of vacaine-associated paralytic poliomyelitis Paediatr Child Health 2000.36:408-11
- Poliovirus Infections.AAP2000 Red Book:report of the committee on infeqtious diseases. 25-th edition.American Academy of Pediatrics 2000
- Morag A,Ogra PL.Enteroviruses.In:Berhman RE,Kliedman RM,JensenHB,eds Nelson textbook of pediatrics,16-th edn:Philadelphia:WB Sounders 2000,chapter 243
- Mandell GL,Benneft JE,Dolin R(eds).principles and plactices of infectious deseases,5-th edn. New York 2000.
მასლა მოგვაწოდა ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ,,პედიატრმა”