ეპილეფსია - ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება უეცარი, განმეორებითი შეტევებისადმი მიდრეკლებით. შეტევები სხვადასხა ტიპის არსებობს, მაგრამ ყველა მათგანს საფუძვლად უდევს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებში ანომალური და ძალიან მაღალი ელექტრონული აქტივობა, რის შედეგად ვითარდება განტვირთვა.
არსებობს სამი გამოსავალი:
1. განმუხტვა შეიძლება შეწყდეს მისი წარმოშობის ფარგლებში;
2. შეიძლება გავრცელდეს ტვინის მეზობელ ნაწილებში და შეწყდეს წინააღმდეგობის შეხვედრის გამო;
3. შეიძლება გავრცელდეს მთელ ნერვულ სისტემაში და შემდეგ შეწყდეს.
შეტევებს, აღმოცენებულს პირველ ორ შემთხვევაში, ეწოდება პარციალური, მესამეს კი გენერალიზებული. გენერალიზებული შეტევის დროს ცნობიერება ყოველთვის ირღვევა, მაშინ როცა პარციალურის დროს ის ხანდახან იკარგება, ხანდახან კი შენარჩუნებულია. შეტევების აღსაწერად, ხშირად, ხმარობენ ისეთ ტერმინებს როგორიცაა “ეპიზოდი”, “კრუნჩხვა”.
ეპილეფსია ცნობილია ძველი დროიდან. ეპილეფსიური შეტევები ბევრ ცნობილ პიროვნებას აღენიშნებოდა (პავლე მოციქული, ბუდა, იულიუს კეისარი, ნაპოლეონი, ჰენდელი, დანტე, ვან გოგი, ნობელი).
ეპილეფსიის გავრცელება
ეპილეფსიით დავადებულთა ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია, რადგან ბევრმა დაავადებულმა არც კი იცის ამის შესახებ, ხოლო ზოგიერთი კი მალავს. აშშ-ში, ბოლო მონაცემების თანახმად, ეპილეფსიით დაავადებულია არანაკლებ 4 მილიონი ადამიანი. მისი გავრცელება აღწევს 15-20 შემთხვევას ყოველ 1000 კაცზე. გარდა ამისა, დაახლობით 50 ბავშვს, 1000-დან, ერთხელ მაინც ჰქონია კრუნჩხვები მაღალი სიცხის დროს. ვინაიდან, დაავადება დამოკიდებული არ არის სქესზე, რასაზე, სოციალურ-ეკონომუკურ სტატუსზე და გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ეს მონაცემები სხვა ქვეყნებზე თითქმის უცვლელად ვრცელდება. ეპილეფსიის მკურნალობის რადიკალური მეთოდი არ არსებობს, თუმცა, მედიკამენტოზური საშუალებებით შეტევების 60-80%-ის შეწყვეტა შეიძლება. დაავადება იშვიათად იწვევს ლეტალურ გამოსავალს, ღრმა ფიზიოლოგიურ დარღვევებს ან გონებრივ შეზღუდვებს.
ეპილეფსიის ტიპები
ეპილეფისია კლასიფიცირედება მისი წარმოშობისა და შეტევის ტიპი მიხედვით. წარმოშობის მიხედვით გამოყოფენ ორ ძირითად ტიპს: • იდიოპათიური ეპილეფსია, რომლის დროსაც მიზეზის დადგენა ვერ ხეხდება; • სიპტომატიკური ეპილეფსია, დაკავშირებული ტვინის განსაზღვრულ ორგანულ დაზიანებასთან.
იდეოპათიური ეპილეფსია, დაახლოებით, ავდმყოფებთა 50-75%-ს აღინიშნება. დიაგნოსტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ), რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ტვინის ელექტრული აქტივობა, ამ აქტივობის კერის ლოკალიზაცია და დადგინდეს მისი გავრცელების ხარისხი. თუმცა, ყველა პაციენტს როდი აქვს შევცლილი ,,ეეგ’’ და ამიტომ, მისი ნორმალური სურათი სულაც არ გამორიცხავს ეპილეფსიას.
მნიშვენელოვანია ზუსტად დადგინდეს შეტევის ტიპი, ვინაიდან მკურნალობის ტაქტიკა მასზეა დამოკიდებული. ზოგიერთ პაციენტს სხვადასხვა ტიპის შეტევა აღენიშნება, რაც კომბინირებულ მკურნალობას მოითხოვს. ადამიანი, რომელიც გადაიტანს გულყრას, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან.
ეპილეფსიის მიზეზები ეპილეფსიის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს დაავადება აღმოცენდება, როდესაც ტვინის გარკვეული უბანი დაზიანებულია, მაგრამ საბოლოოდ არ არის განადგურებული. სწორედ დაზიანებული, მაგრამ სიცოცხლისუნრიანი უჯრედები წარმოადგენენ პათოლოგიური განტვირთვის წყაროს და შესაბამისად შტევისაც. ხშირად, შეტევისას, ახალი დაზიანებები წარმოიქმნება ძველ კერასთან ახლოს, ან მოშორებით. ასე ყალიბდება დამატებითი ეპილეფსიის კერები.
დღემდე არა არის ცნობილი, რატომა არის რომ ერთი და იგივე დაავადება ერთ პაციენტში იწვევს შეტევებს, მეორეში კი – არა. კიდევ უფრო ამოუცნობია ის მოვლენა, რომ ზოგიერთ ადამიანში რომელსაც აღენიშნებოდა გულყრა, მომავალში აღარ განმეორებულა, ხოლო ზოგიერთებს აღენიშნებათ მხოლოდ ხშირი შეტევები. უცილობლად დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას, თუმცა მემკვიდრული გადაცემის ტიპი ბოლომდე დადგენილი არ არის. როგორც ჩანს, ეპილეფსიას განაპირობებს მემკვიდრული და გარემო ფაქტორების კომბინაცია, მათ შორის გადატანილი დაავადებები.
შეტევის ტიპები
დიდი (გენერალიზებული) კრუნჩხვითი შეტევები. ამ ტიპს, ტრადიციულად, აღნიშნავენ ფრანგული ტრმინით ,,გრანდ მალ’’ (დიდი გულყრა). ის ხასიათდება გამოხატული კრუნჩხვებით. შეტევას წინ უსწრებს, როგორც წესი, პროდრომული პერიოდი (მომასწავებელი პერიოდი), რომელიც გრძელდება რამდენიმე საათი, ან წუთი. ამ პერიოდში ჩნდება გაღიზიანება, აღგზნების მომატება, მადის დაქვეითება, ან ქცევის ცვლილება.
უშუალოდ გულყრის წინ, ზოგიერთ პაციენტს, უჩნდება აურა - მდგომარეობა-მომასწავებელი, რომელიც ვარირებს დაწყებული განმეორებადი ყოველჯერზე გულისრევით, ან კუნთების თრთოლვით და დამთავრებული აუწერელი სიამოვნების შეგრძნებით. შეტევის დასაწყისში პაციენტი შეიძლება კიოდეს, ან ხროტინებდეს, ან კარგავდეს გონებას. იგი ეცემა იატაკზე, სხეული დაძაბული აქვს. სუნთქვა ნელდება, სახე უხდება ნაცრისფერი, მოცისფრო ან ფერმქრთალი.
შემდეგ იწყება ბიძგები ხელებში, ფეხებში ან მთელს სხეულში. გუგები ფართოვდება, სისხლის წნევა იმატებს, სახე ივსება სისხლით, კანი იფარება ოფლით, პირიდან გადმოდის ნერწყვი. ხშირია უნებლია შარდვა და დეფეკაცია. შეიძლება ენის ან ლოყის მოკვნეტა. ამის შემდეგ კუნთები დუნდება, სუნთქვა ღრმავდება და კრუნჩხვები ქრება. ძილიანობა და ცნობიერების დარღვევა ხშირად გრძელდება ოცდაოთხი საათი. გენერალიზებული გულყრები შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს: აღწერილთაგან ზოგჯერ ერთ-ერთი ფაზა აღინიშნება, ზოგჯერ მათი მიმდინარეობა სხვადსხვაა. შეტევის შესახებ პაციენტს არაფერი ახსოვს (ხანდახან მხოლოდ აურა), ხოლო თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, ტკივილი მთელ სხეულში და სხვა სიმპტომები, შეიძლება დაკავშირებული იყოს შეტევის დროს დაცემასთან და ძლიერ კუნთურ სპაზმთან. შეტევები, ძირითადად, რამდენი წამი ან წუთი გრძელდება და თავისით გაივლის.
ფებრილური კრუნჩხვები ძირითადად წარმოადგენენ სხვადასხვაგვარ გენერალიზებულ შეტევას და აღენიშნებათ ბავშვებს მაღალი ტემპერატურის დროს (6 თვიდან 4 წლამდე ასაკში). ასეთი პაციენტების უმრავლესობას ჰყავთ ნათესავები, რომელთაც, ასევე, ბავშვობაში აღენიშნებოდათ კრუნჩხვები. ვინაიდან კრუნჩხვები, ხშირ შემთხვევაში, არ გადაიზრდება ხოლმე ჭეშმარიტ პილეფსიაში, ზოგიერთი სპეციელისტი არ მიიჩნევს ფებრულურ კრუნჩხვებს ეპილეფსიად.
ფოკალური (ნაწილობრივი) გულყრები. ის ახასიათებს სხეულის რომელიღაც ერთ ნაწილს: შეტევები შეიძლება იყოს მოტორული ან სენსორული და ვლინდებოდეს კრუნჩხვით, დამბლით, ან პათოლოგიური შეგრძნებებით. ტერმინი “ჯესონის ეპილეფსია” ეწოდება ისეთ ეპილეფსიას, რომელსაც აქვს სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადანაცვლებისკენ მიდრეკილება. ზოგჯერ ასეთი შეტევა გენერალიზდება და მთელს სხეულზე ვრცელდება. კიდურების კრუნჩხვის შემდეგ კუნთების სისუსტე შეიძლება ოცდაოთხი საათი გაგრძელდეს. შეტევის შემდეგ აურის აღმოცენება, გონების დაკარგვა და ძილიანობა ყოველთვის არ აღინიშნება. ამ ტიპის გულყრებისას, ხშირად (განსკუთრებით მოზრდილებს) შეიძლება ტვინის ორგანული დაზიანება აღმოჩნდეს. ასე რომ, პაციენტებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიაკითხონ ექიმს.