ნევრალგია ძლიერი, მწიწკნავი, მწვავე ან ყრუ შეტევითი ხასიათის ტკივილია, რომელიც წარმოიშობა ნერვის გაყოლებაზე. ნევრალგიის მიზეზი შეიძლება იყოს თვითონ ნერვის, ნერვული წნულისა და ხერხემლის დაავადებბები, ან პათოლოგიური პროცესები.
ის ვითარდება ნერვის ახლოს მდებარე ქსოვილებსა და ორგანოებში ტრავმების, ინფექციების (გრიპი და სხვა), მკვეთრი გადაციებით და ა.შ. ყველაზე ხშირად გვხვდება სამწვერა, კეფისა და ნეკნთაშუა ნერვების ნევრალგიები.
სამწვერა ნერვის ნევრალგია შეიძლება გამოვლინდეს, როგორც გართულება ზოგიერთი დაავადებისა, ან როგორც დამოუკიდებელი დაავადება. ზოგჯერ ის ვითარდება კბილების გართულებული ამოჭრის, გადაცივების, ან ინფექციის, პულპიტისა და პერიოდონტიტის გართულებისას. სამწვერა ნერვი ტოტებს გზავნის: პირველს - შუბლის კანის; მეორეს - ლოყის, ცხვირის ლორწოვანი გარსისა და ზედა ყბის კბილებისკენ; მესამეს - ქვედა ყბისა და მასზე განლაგებულ კბილებისკენ. შეტევა იწყება მოულოდნელად და გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. ტკივილების ინტენსივობა სხვადასხვაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, შეტევები ძალზედ მტანჯველია.
ისინი შესაძლოა პროვოცირებულ იქნენ კანის მცირედი გაღიზიანებით, გაცივებით, პირის გაღებით, ღეჭვით, ხველებით და ა.შ.
კეფის ნერვის ნევრალგიისას ტკივილები ვრცელდება კისრიდან კეფისკენ. შეტევების ხასიათი ვლინდება არც ისე მკვეთრად, როგორც სამწვერა ნერვის ნევრალგიისას. ტკივილის წარმოშობა ჩვეულებრივ დაკავშირებულია კისრის მოძრაობასთან. უმეტესად ამ ნევრალგიის მიზეზია ხერხემლის კისრის ნაწილის დაავადება, ან ტრავმა კეფის არეში, ხშირად გადაცივება.
ნეკნთაშუა ნევრალგიისას შეტევითი და მწველი ტკივილები ჩნდება ნეკნებს შორის. ამ ნევრალგიის მიზეზი, ხშირად, არის ხერხემლის დაავადება. მაპროვოცირებელი ფაქტორია გადაცივება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი ნეკნთაშუა ნევრალგია გვხვდება ძალზედ იშვიათად, ხოლო მსგავსი გამოვლინებები შესაძლოა იყოს გულის, ფილტვების, პლევრის ზოგიერთი დაავადებისას. ხშირად ტკივილი, რომელიც დამახასიათებელია ნეკნთაშუა ნევრალგიისთვის, წარმოადგენს სარტყლისებრი ლიქენის გამოვლინების პირველ ნიშანს. ნეკნებს შორის ტკივილების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა. იმასთან დაკავშირებით, რომ მრავალფეროვან მიზეზთა შორის, რომელიც განაპირობებს ნევრალგიას, შესაძლოა იყოს ანთებითი პროცესი, სიმსივნე. სახლში არსებული რესურსების გამოყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, კატეგორიულად უკუმაჩვენებელია. ნევრალგიის ყველა შემთხვევაში მკურნალობას ნიშნავს ექიმი. როგორც წესი, ეს წარმოადგენს კომპლექსურ მკურნალობას (მედიკამენტები, ფიზიოთერაპიული პროცედურები და სხვა). რიგ შემთხვევებში სამწვერა ნერვის ნევრალგიისას ნიშნავენ ქირურგიულ მკურნალობას.