პარკინსონის დაავადება (კანკალა პარალიჩი) _ თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც პირველად აღწერილი იყო 1817 წელს ინგლისელი ექიმის ჯ. პარკინსონის მიერ. პარკინსონით დაავადებულებს აღენიშნებათ კიდურების უნებლიე მოძრაობა (ტრემორი), კუნთების რიგიდობა, კოორდინაციის და მეტყველების დარღვევა, გადაადგილების გაძნელება. ეს სიმპტომები ვითარდება 60 წლის შემდეგ, თუმცა ცნობილია შემთხვევები 50 წლის ქვემოთ ასაკშიც.
პარკინსონიზმი - პროგრესირებადი დაავადებაა, რაც გულისხმობს დაავადების სიმპტომების დროთა განმავლობაში გამწვავებას და დამძიმებას. პარკინსონის დაავადებას საბოლოოდ მივყავართ უნარშეზღუდულობისა და ქმედითუნარიანობის დაკარგვამდე. დაავადება პროგრესირებს ნელა, დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტების უმრავლესობა მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებენ სრულფასოვან ცხოვრებას.
გარდა ამისა, პარკინსონის დაავადება ექვემდებარება მკურნალობას. ხშირად მიმართავენ მედიკამენტოზურ მკურნალობას ან თავის ტვინში ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც ასტიმულირებს თავის ტვინის აქტივობას. უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას _ თავის ტვინზე სტერეოტაქსიის მეთოდს. დღეისათვის გრძელდება პარკინსონის უფრო ეფექტური სამკურნალო საშუალებების ძებნა.
პარკინსონის დაავადების სიმპტომები.
დაავადების პირველი სიმპტომები _ სიარულის დროს ხელების უმოძრაობა, მსუბუქი კანკალი ხელის თითებში, მეტყველების უმნიშვნელო დარღვევა _ რთული შესამჩნევია. პაციენტები გრძნობენ ძალ-ღონის დაქვეითებას, იფიტებიან, ეძლევიან დეპრესიას ან აწუხებთ უძილობა. გარდა ამისა ჩვეული საქმიანობა (შხაპის მიღება, გაპარსვა, საჭმლის მომზადება) რთულდება და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პარკინსონის დაავადების სხვა სიმპტომები:
- ტრემორი (კანკალი) – როგორც წესი იწყება ხელის მსუბუქი თრთოლვით ან ცალკეული თითების ცახცახით. ხანდახან აღმოცენდება ქვედა კიდურების ტრემორიც. ეს სიმპტომები შეიძლება უფრო მკვეთრად იყოს გამოხატული სხეულის ერთ მხარეს, ან ჩნდება სიმეტრიულად და შერწყმულია ნერვული სისტემის დაზიანებით გამოწვეულ სხვა სიმპტომებთან: კოორდინაციის დარღვევა, მგრძნობელობის მოშლა და ა.შ. ტრემორი განსაკუთრებით თვალსაჩინოა როდესაც პაციენტი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში. ხელების ტრემორი იწვევს მნიშვნელოვან უხერხულობას (არაკომფორტულობას), თუმცა მას არ მივყავართ ქმედითუნარიანობის დაქვეითებამდე. ტრემორი ქრება მხოლოდ ძილის პერიოდში.
- მოძრაობის შენელება (ბრადიკინეზია) - დროის მსველობასთან ერთად პარკინსონის დაავადება ახალი სიმპტომებით “იზრდება”. მათ რიცხვშია მოძრაობის შენელება და მოუქნელობა, ასევე კოორდინაციის დარღვევა. ფეხის კუნთების რიგიდობა აძნელებს მოძრაობას, ირღვევა სიარულის მანერა.
- კუნთების რიგიდობა - უფრო ხშირად ვლინდება კისრისა და კიდურების კუნთების რიგიდობა, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს ტკივილს.
- წონასწორობის დაკარგვა. პარკინსონიზმი, განსაკუთრებით მძიმე სტადიაში ხასითდება წონასწორობის შენარჩუნების უუნარობით. მრავალი წლის განმავლობაში ეს პრობლემა რჩება უმნიშვნელო და არ იწვევს დისკომფორტს.
- მოძრაობის ავტომატიზმის დაკარგვა - თვალების დახამხამება, ღიმილი, ხელების ქნევა სიარულისას - ნორმალურ მდგომარეობაში, ავტომატური მოქმედებებია, რომლებიც სრულდება ქვეცნობიერის დონეზე, ჩვენი სურვილის გვერდის ავლით. პარკინსონიზმით დაავადებულებში კი ავტომატიზმი ხშირად ქრება. რიგ შემთხვევებში ავადმყოფებს აქვთ გაშტერებული გამოხედვა. ზოგიერთ ავადმყოფში მიმიკის გარდა ჟესტიკულაციის უნარიც ქრება.
- არტიკულაციის დარღვევა. ბევრი პაციენტი უჩივის მეტყველების დარღვევას - მეტყველება გაუგებარია. ხმა კარგავს ინტონაციას და ხდება მონოტონური, დაბალი. მოხუცი ადამიანებისათვის ეს წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას, რამდენადაც ცუდი სმენის მქონე მოხუცი მეუღლეები (ცოლი ან ქმარი) ვერ იგებენ ასეთ საუბარს.
- ნერწყვის გამოყოფის და ყლაპვის დარღვევა - ეს სიმპტომები თავს იჩენს დაავადების გვიან სტადიაზე იშვიათ შემთხვევებში, თუმცა პაციენტებს ამ სიმპტომებით მაინც შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ საკვები.
- ჭკუასუსტობა - პაციენტთა უმნიშვნელო რაოდენობას აღენიშნება აზროვნების, გაგების და დამახსოვრების უუნარობა. ეს ნიშანიც დაავადების გვიან სტადიაზე ვლინდება. თუმცაღა ჭკუასუსტობა ითვლება ალცჰეიმერის დაავადების გამოვლინებად, ის შეიძლება თან ახლდეს სხვა სეროზულ დაავადებებს, მათ შორის პარკინსონის დაავადებასაც. Aამ შემთხვევაში ჭკუასუსტობის დაწყებაზე მოწმობს აზროვნების პროცესების შენელება და ყურადღების გაფანტვა.
პარკინსონის დაავადების მიზეზები
200 წლის განმავლობაში, დაავადების აღმოჩენის მომენტიდან დღემდე, მეცნიერები ჩაწვდნენ ამ რთული დაავადების ზოგიერთ ასპექტს. დღეისათვის ცნობილია რომ პარკინსონის დაავადების ბევრი სიმპტომი ვითარდება განსაზღვრული ნერვული დაბოლოებების დაზიანების შედეგად, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის შავ სუბსტანციაში. ნორმალურ მდგომარეობაში ეს ნერვული უჯრედები გამოიმუშავებს დოფამინს. დოფამინის ფუნქცია მდგომარეობს იმპულსების გადაცემაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ნორმალურ მოძრაობას. პარკინსონის დაავადების დროს მცირდება დოფამინის პროდუქცია, ირღვევა ნერვული იმპულსების ნორმალური გადაცემა და ჩნდება პარკინსონიზმის ძირითადი ნიშნები.
დაბერების პროცესში ყველა ადამიანი კარგავს დოფამინის გამომყოფ ნეირონების ნაწილს, მაგრამ პარკინსონით დაავადებულებში დაკარგულია შავ სუბსტანციაში მდებარე ნეიტრონების ნახევარზე მეტი. დოფამინის გამომყოფი უჯრედები აუცილებელია მოძრაობისთვის და ამიტომ მათი დაკარგვა სავალალოა. აღნიშნული უჯრედების დაზიანების მიზეზები დღემდე კვლევის საგანს წარმოადგენს. მეცნიერების აზრით პარკინსონის დაავადება შეიძლება განვითარდეს გენეტიკური წინასწარგანწყობისა და გარემო ფაქტორების არასასურველი ზემოქმედების შედეგად. განსაზღვრულმა დაავადებებმა და წამლებმა, ტოქსიურმა ნივთიერებებმა, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს პარკინსონისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი.
გენეტიკური ფაქტორები.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაავადების განვითარებაში, თუმცა, რთულია განისაზღვროს ატარებს თუ არა დაავადება მემკვიდრულ ხასიათს.
შინაგანი ფაქტორები. პესტიციდებთან და ჰერბიციდებთან მომუშავე ადამიანები მიეკუთვნებიან დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფებს. ჯერჯერობით მეცნიერებს არ დაუდგენიათ კავშირი პარკინსონიზმსა და ამა თუ იმ ტოქსიურ ნივთიერებას შორის.
წამალი.
რიგ წამლებს, რომლებიც იხმარება ხანგძლივად, ან დიდი დოზებით, შეუძლიათ გამოიწვიონ პარკინსონიზმის სიმპტომები. ამ წამლებს მიეკუთვნება: გალოპერიდოლი ( Haldol) და ქლორპრომაზინი ( Thorazine), რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიური დარღვევის დროს, ასევე ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, მეტოკლოპრამიდი ( Reglan, Metoclopramide). ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებმა ( Depakene) ასევე შეიძლება გამოიწვიოს პარკინსონის დაავადების ზოგიერთი სიმპტომი, განსაკუთრებით ტრემორი. ეს წამლები არ იწვევენ პარკინსონის დაავადების ჩამოყალიბებას - სიმპტომები ქრება მათი მიღების შეწყვეტის შემდეგ.