უძილობა ეს არის ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანს უჭირს დაძინება და ამ დროს, ძილის პერიოდის ხანგრძლივობა მცირდება. უძილობა გამოვლინდება ღამის ძილის ხანგრძლივობის შემცირებით, გვიანი ჩაძინებით, ადრეული გაღვიძებით, ღამის მანძილზე ძილის მრავალგზის გაწყვეტით.
უძილობის დრო ძილის პერიოდი ირღვევა და ხდება უფრო ზედაპირული, ირღვევა ძილის სტადიებს შორის კავშირი, ძილი – სიზმრებით და ძილი უსიზმროდ, ის ხდება უფრო ზედაპირული. უძილობა გვხვდება ნევროზების, ზოგიერთი გულ-სისხლძარღვთა და ფსიქიკური დაავადებების, ნეიროინფექციის, თავის ტვინის გამოხატული დაზიანებების, ძილისა და ღვიძილის მარეგულირებელი სისტემის დაზიანებების დროს. ჯანმრთელ ადამიანებში უძილობა შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობის შემდეგ, გადაღლისას და ძლიერი ემოციური ფონის დროს.
უძილობის სიმპტომები და მიმდინარეობა:
ხშირად ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან უძილობით, ეჩვენებათ, რომ საერთოდ არ სძინავთ. მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში ეძინებათ და ღამით დაძინება არ შეუძლიათ, როგორც კი ჩათვლემენ, მაშინვე ეღვიძებათ, არც თუ იშვიათად, ხედავენ ერთსა და იმავე სიზმრებს. ძილის დარღვევა და უძილობა მრავალი დაავადების სიმპტომია. თავის ტვინი შეიცავს უძველეს წარმონაქმნს – თალამუსს. ეს არის ბუნებრივი კომპიუტერი, რომელიც აგროვებს ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას: როგორია სისხლში შაქრის შემცველობა, მარილოვანი ბალანსი, სხეულის ტემპერატურა, იღებს და არჩევს ანთების უბნებს ორგანიზმის სხვადასხვა უბნებიდან. ამ წარმონაქმნში იყრის თავს ინფორმაცია გარე სამყაროს შესახებ: ტემპერატურის, დღისა და ღამის, ქარის შესახებ.
თალამუსი უზრუნველყოფს ორგანიზმის ცხოველქმედებას და არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის მონაცვლეობებს. ინფექციურმა დაავადებებმა, ხანგრძლივმა ტკივილის შეგრძნებამ (მაგ.: კბილის ტკივილმა), სტრესულმა სიტუაციებმა ოჯახის წევრებსა და სამსახურში - შეიძლება გამოიწვიოს უძილობა. სრულფასოვანი ძილის არ არსებობა ადამიანის გუნება-განწყობილებას აუარესებს. აქვეითებს ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას, რაც ზრდის ახალი დაავადების გამოვლინების რისკს. ბუნებრივია, რომ ეს დაავადება აქვეითებს ადამიანის ყურადღებიანუნარიანობას. უძილობის დროს მატულობს აგზნებადობა, გაღიზიანება, ნევროზულობა და სხვადასხვა სიმპტომები, რომლებიც თავს იჩენენ ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთან ურთიერთობის დროს. უძილობის გამოცნობა ადვილი დასადგენია ინსპექციითა და ჩივილების მოსმენის შემდეგ. ესენია: თვალების ქვეშ შეშუპება; ჩასისხლიანებული თვალები; უხალისობა; მშრალი ტუჩები; გულდამძიმება;