სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

შაკიკი - განმეორებადი, მწვავე თავისტკივილებია, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ცალმხრივია და პულსირებადი. მათი ხანგრძლივობაა 4 საათიდან 72 საათამდე. სახელწოდება წარმოსდგება სიტყვიდან ,,მიკრაცია’’, რომელიც დასაბამს იღებს ბერძნული სიტყვიდან ,,ჰემიკრანია’’ (თავის ნახევარი), რაც ტკივილის ცალმხრივობაზე მიუთითებს. შაკიკი გავრცელებული დაავადებაა.

 

ის არ არის დაკავშირებული რასასთან, საცხოვრებელ ადგილთან და კლიმატთან.

 

ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები (4 : 1). შაკიკის ნიშნები ვლინდება მოზარდებსა და მოზრდილებში. ასაკის მატებასთან ერთად აღინიშნება დაავადების გაქრობაც. (მამაკაცებში 45 წლის შემდეგ, ხოლო ქალებში მენოპაუზის დადგომისას). გამოყოფენ შაკიკის ორ ძირითად ტიპს: ჩვეულებრივი შაკიკი, ასევე ცნობილი, როგორც აურის გარეშე მიმდინარე კლასიკური, ანუ აურით მიმდინარე შაკიკი. უმრავლეს შემთხვევაში, აურას თან ახლავს მხედველობის გაუარესება, სმენისა და მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა, ფსიქიკისა და მოძრაობის დარღვევა. აურის პერიოდი გრძელდება 4-დან 60 წუთამდე. კლასიკური შაკიკით დაავადებულია ავადმყოფთა 15 %.

 

 

შაკიკის ეტიოლოგია:

შაკიკის სიმპტომები გამოწვეულია ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევით. ცვლილების მიზეზი, ჯერ-ჯერობით, უცნობია. ავადმყოფთა 70% აქვს დაავადებისადმი მემკვიდრული მიდრეკილება. შაკიკის ეტიოლოგიაში შეიძლება გამოვყოთ: სტრესი, ნერვული და ფიზიკური გადაძაბვა, კვებითი ფაქტორები (ყველი, შოკოლადი, მიწის თხილი, თევზი), ალკოჰოლი (ლუდი, წითელი ღვინო, შამპანური), ჰორმონალური დარღვევები (მენსტრუალური ციკლი), კონტრაცეპტივების გამოყენება, ძილის უკმარისობა, გარემოს ფაქტორები.

შაკიკის სიმპტომები

როგორც წესი შაკიკი ვლინდება მწვავე მფეთქავი ტკივილით, რომელიც ლოკალიზებულია თავის ქალას ნახევარზე.

 

შაკიკის სხვა სიმპტომებია:

 

- მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ბგერებისადმი;

- პირღებინება;

- გულისრევა;

- ნერწყვდენა;

- ზოგადი სისუსტე;

- მამოძრავებელი ფუნქციების დარღვევა;

- მხედველობის გაუარესება (სინათლის ძიგზაგისებრი, სპირალისებური და მოციმციმე სვეტების არსებობა).

 

ეს არის აურის სიმპტომები, რომლებიც ითვლება შაკიკის წინა ეტაპად. შაკიკის დადგომის დროს სინათლე და ბგერები ხდება გამაღიზიანებელი, მოძრაობა დაკავშირებულია ტკივილთან. შაკიკი დგება უეცრად. ამ დროს პაციენტი გრძნობს დაღლას, დეპრესიას, შაქრისადმი დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებას. ამავე დროს თავის ტკივილი შეიძლება იყოს სხვა დაავადების სიმპტომიც, ამიტომ უნდა მივმართოთ ექიმს, თუკი ის არ გაივლის 24 საათის განმავლობაში, მითუმეტეს, თუ კი დაემატება ტემპერატურული რეაქცია და ლოყის კუნთთა რიგიდულობა. ასევე, უნდა მივმართოთ ექიმს, თუკი თავის ტკივილი მიმდინარეობს უცნაური სიმპტომებით.

შაკიკის პროფილაქტიკა

ზოგიერთმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის განვითარება, ამიტომ რეკომენდირებულია მათგან თავდაცვა. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება: სტრესი და დეპრესია; უჭმელობა და შიმშილი; მოწევა;

საკვები პროდუქტები (ყველი, შოკოლადი, მიწის თხილი, თევზი, ჩინური საკვები და ბანანი), ალკოჰოლი (ლუდი, წითელი ღვინო, შამპანური), ჰორმონალური დარღვევები (მენსტრუალური ციკლი, ორსულობა), კონტრაცეპტივების გამოყენება, ძილის უკმარისობა, მოგზაურობა - გადაფრენები, რაც ცვლის ადამიანის ბიორითმს, კლიმატის ცვლილებები. ზოგჯერ რთულია განვსაზღვროთ შაკიკის გამომწვევი მიზეზები, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. რისკ-ფაქტორები ინდივიდუალურია, რაც ერთისათვის სახიფათოა, მეორესათვის აბსოლუტურად უვნებელია.

შაკიკის დიაგნოსტიკა.

შაკიკის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია თერაპევტმა იცოდეს ყველა სიმპტომის სიხშირე. საჭიროა ზოგიერთი დამატებითი ანალიზის გაკეთება. ექიმმა უნდა აკეთოს ჩანაწერები დღიურში 2-3 თვის განმავლობაში, რათა დააკვირდეს დაავადების განვითარების ეტაპებს.

შაკიკის მკურნალობა.

თუკი თქვენ გრძნობთ შაკიკის ნიშნებს, შეწყვიტეთ ყველანაირი საქმიანობა, მიწექით ბნელ ოთახში და მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი. თუკი ეს მეთოდი უეფექტო გამოდგება, ექიმი დაგინიშნავთ სხვა წამალს. თუკი შაკიკის ნიშნები თავს გახსენებთ კვირაში ერთხელ, ან ორჯერ, ექიმი თვენ დაგინიშნავთ პროფილაქტიკურ წამლებს. თუკი ხვდებით, რომ რაიმე ფაქტორი იწვევს თქვენში შაკიკის გამოვლენას, ეცადეთ მოერიდოთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player