სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი – გარკვეულ ალერგენზე განვითარებული კანის ალერგიის ფორმაა, რომელიც ჰგავს ატოპიურ დერმატიტს, მაგრამ უპირატესად გამოიხატება ალერგენთან კონტაქტის ადგილას.

 

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დიაგნოზი ისმება ალერგიული სინჯების მეშვეობით. ხშირად აღინიშნება იმ ნივთიერებებზე, რომელსაც ადამიანი ეხება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას (პროფესიული ალერგია, მაგალითად ლატექსზე), ან იმ სამოსზე, რომელსაც ეს პიროვნება ატარებს (შალის ან სინთეტური ქსოვილი, საღებავები, სამკაულები), კოსმეტიკურ და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებაზე.

 

სიმპტომი და მიმდინარეობა- ალერგენთან კონტაქტის ადგილას ჩნდება სიწითლე, შეშუპება, პაპულები და მიკროვეზიკულები. მათი ნაწილი იფარება სისველის გაჩენასთან ერთად. ალერგენის განმეორებითი მოქმედებისას შესაძლოა დერმატიტი ტრანსფორმირდეს ეკზემად.

 

ფოტოდერმატიტი – არის თავისებური ალერგიული პროცესი, სადაც აუცილებელია მზის, ძირითადად ულტრაიისფერი სხივების “ჩართვა”. ალერგენის როლში გვევლინება მედიკამენტები (სულფანილამიდები, გრიზეოფულვინი, იხტიოლი, ანტიჰისტამინური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები და სხვა), ნივთიერებები, რომლებიც შედის ტუჩის პომადის, საბანი საშულებების, ეთერული ზეთების, ოდეკოლონის და სუნამოების შემადგენლობაში.

 

მასალა მოამზადა რუსუდან ქარსელაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player