სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ბრონქული ასთმა ფილტვების ქრონიკული ალერგიული დაავადებაა, რომელიც ვლინდება სულხუთვის და ქოშინის შეტევებით, ზოგჯერ მშრალი ხველით, ალერგენთა მოქმედების ან გაციების, ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის ფონზე საპასუხოდ.

 

 

ბა მკურნალობა – ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს ექიმის ხანგრძლივ მეთვალყურეობას და პაციენტის დიდ პასუხისმგებლობის ქონას. ასთმის სამკურნალო პრეპარატების მოქმედება მიმართულია არა მიზეზობრივი დაავადებების დაძლევისაკენ (რომელიც ამასთანავე არ არის ცნობილი), არამედ შეტევის მოხსნისკენ და მისი პრევენციისკენ. სწორედ ამიტომ ეთმობა ექიმთა უდიდესი ყურადღება შეტევის აცილებას, პირველრიგში არამედიკამენტოზური საშუალებებით. პრევენცია გულისხმობს დაავადებულის გამწვავების გამომწვევი მიზეზის მოხსნას. ეს ცხოვრების ჯანსაღი წესია (გამონაკლისია მოწევა, საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში სისუფთავის შენარჩუნება, სუფთა ჰაერზე რეგულარული გასვლები). ამ ღონისძიებათა სიმარტივის მიუხედევად, ეს რეალურია (მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტია!) აპირობებს შეტევათა სიხშირის მნიშვნელოვან შემცირებას.

 

აუცილებელია იცოდე “ შენი ” ალერგენი თუ ცნობილია, რომ ალერგენად გვევლინება შინაური ცხოველის ბეწვი, მაშინ აუცილებელია ან მათთან კონტაქტის გამორიცხვა ან ერთეული კონტაქტის არსებობის შემთხვევაში პრევენციის მიზნით ცხოველთან კონტაქტამდე შეტევის მოსახსნელი მედიკამენტების გამოყენება.

 

ალერგენი შეიძლება იყოს აკვარიუმის თევზების მშრალი საკვები– აუცილებელია მისი შეცვლა სხვა სახის საკვებით.

 

ცუდი თვითშეგრძნების მიზეზად ხშირად გვევლინება ბალიშის ბუმბული და ლეიბების მატყლი. ამიტომ, ასთმატიკისთვის აუცილებელია ლოგინის დასახელებული საშუალებები შეიცვალოს სინთეტური მასალის შემცველით (უმჯობესია სინთეპონი), რომელთა შეძენა დღესდღეისობით პრობლემას არ წარმოადგენს. აუცილებელია გადაიხედოს კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მთელი არსენალი, რომლითაც (ან თქვენთან ერთად მცხოვრები ადამიანების) სარგებლობთ - ამ საშუალებებთან ერთად შეიძლება იყოს ალერგიის გამომწვევებიც. ალერგია- მცენარეულ მტვერზე – ერთერთი ყველაზე ხშირი სახეობაა, ამიტომ როცა აღნიშნავთ რომ შეტევები უმეტესად ვითარდება წელიწადის გარკვეულ დროს (გარკვეული სახეობის მცენარეთა და ბალახთა ყვავილობისას), თქვენთვის აუცილებელია ამ რეგიონის დატოვება და შეუძლებლობის შემთხვევაში – მედიკამენტოზური პრევენციის ჩატარება მაინც. ასთმის შეტევა და ალერგიის სხვა გამოვლენა შეიძლება გამოწვეულ იქნას თვით მედიკამენტებითაც, აცეტილსალიცილის მჟავას, პარაცეტამოლის და სხვა ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატებით.

 

აუცილებელია გამოირიცხოს რაციონიდან ის პროდუქტები, რომელთაც შეუძლიათ ასთმის შეტევების პროვოცირება (თაფლი, ციტრუსი, თხილი, ნიგოზი, შოკოლადი, საღებავისა და კონსერვანტის შემცველი პროდუქტები). აუცილებელია შევიგნოთ, რომ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვისას თვითშეგრძნება უმჯობესდება და შესაბამისად მცირდება მედიკამენტების მიღებაც.

 

ამასთან, ბევრ შემთხვევაში მედიკამეტოზური თერაპიის გამორიცხვა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია ექიმი-ალერგოლოგის ან პულმონოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ შემუშავებულ იქნას ის რეჟიმი ან ის თერაპია, რომელიც მაქსიმალურად სრულად უზრუნველყოფს შეტევებისგან დაცვას. არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია იმსჯელოთ როგორც ასთმის სიმძიმეზე, აგრეთვე მისი მიმდინარეობის კონტროლის ეფექტურობაზე:

• შეტევების სიხშირე კვირეების, თვეების და წლის მანძილზე;

• ამ შეტევათა სიმძიმე (რამდენად რთულად გადაიტანება ავადმყოფების მიერ და რამდენად ეფექტურად იხსნება მედიკამენტოზური პრეპარატებით);

• რომელი პრეპარატები და რა სიხშირით უნდა გამოიყენოს ავადმყოფმა;

• ალერგიის სხვა გამოვლინების არსებობა (ალერგიული ცემინება, კონიუქტივიტი, კანისმიერი გამოვლინება);

• შინაგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლები (ავადმყოფის სუნთქვის პარამეტრები, სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრირებული ან კომპიუტერული ინფორმაციით, ან მარტივი აპარატის - პიკფლოუმეტრის დახმარებით თვით პაციენტის მიერ დაფიქსირებული).

 

ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ექიმები გამოყოფენ ასთმის სიმძიმის სამ ხარისხს: მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე. თითეული მათგანი ინკურნება თავისებურად და ამ მკურნალობის შესაბამისად გამოიყოფა თერაპიის სამი საფეხური. თუ მკურნალობა ეფექტურია, ავადმყოფი გადადის მკურნალობის უფრო მაღალ საფეხურზე, სადაც იღებენ შედარებით “სუსტ” პრეპარატებს ან იგივე პრეპარატებს, რასაც იღებდნენ მხოლოდ შემცირებული დოზით.

 

მასალა მოამზადა რუსუდან ქარსელაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player