(ფოლიუმის მჟავა)
აღწერა
ვიტამინი B9 მიეკუთვნება ფოლიუმის მჟავის, ფოლაცინისა და ფოლატების ჯგუფის შენაერთს.
ვიტამინი B9 წყალში ხსნადი ვიტამინია, ადვილად იშლება თერმული დამუშავებისას და სინათლის შუქზე.
წყაროები
მცენარეული
პარკოსნები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მარცვლოვნები (ქერი), ქატო, წიწიბურას და ხორბლის ბურღული, საფუარი, კაკალი, ბანანი, ფორთოხალი, ნესვი, გარგალი, გოგრა, ფინიკი, სოკო.
ცხოველური
ღვიძლი, საქონლის, ცხვრის, ღორის, ქათმის ხორცი, კვერცხის გული, რძე, ყველი, ორაგული, თინუსი.
სინთეზი ორგანიზმში
მსხვილი ნაწლავის მიკროორგანიზმებით
თერმული დამუშავებისას ფოლიუმის მჟავის 90% იშლება: ბოსტნეულისა და ხორცის ხარშვისას ფოლიუმის მჟავის დანაკარგი 70-90% აღწევს, შემწვარ ხორცში - 95% , ხოლო მოხარსულ კვერცხში -50%.
ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება, ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის შემცირებას იწვევს.
ბიფიდუმბაქტერიის დამატებითი მიღება ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავას სინთეზს მსხვილ ნაწლავში.
მოქმედება
ფოლიუმის მჟავას აქვს ანტიანემიური ზემოქმედება. დადებითად მოქმედებს ნაწლავებისა და ღვიძლის ფუნქციაზე.
ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის პერიოდში - ხელს უწყობს ემბრიონის ნორმალურ განვითაებას. ვიტამინის რეგულარულად მიღება ფეხმძიმობის დასაწყისში თავიდან იცილებს ნაყოფის ისეთ დეფექტებს, როგორიც არის ანენცეფალიასა და ხერხემლის გახლეჩას (spina bifida), აფერხებს ნაადრევ მშობიარებას.
ფოლიუმის მჟავა შეუცვლელი ვიტამინია მშობიარობის შემდგომ დეპრესიის მოსახსნელად. მას დამსახურებულად თვლიან ქალის მთავარ ვიტმინად.
ფოლიუმის მჟავას აქვს ესტროგენების მსგავსი მოქმედება - შეუძლია შეაფერხოს მენოპაუზა და შეანელოს მისი სიმპტომები.
ფოლიუმის უკმარისობა შეიმჩნევა ფსორიაზით დაავადებულ ორგანიზმში.
B12 ვიტამინთან ერთად, ფოლიუმის მჟავით მკურნალობენ ვიტილიგოთი გამოწვეულ პიგმენტაციასა და აკნეს.