(კალციუმის პანტოტენატი)
აღწერა
პანტოტენი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,ყველგან’’. პანტოტენატის მჟავას ფართო გავრცელების მოქმედება აქვს და სახელწოდება სწორედ ასეთი შინაარსის გამო მიიღო.
პანტოტენატის მჟავა ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება პანტოტენად, რომელიც შედის А კოენზიმის შემადგენლობაში და დაჟანგვისა და აცეტილირების პროცესებში დიდ როლს თამაშობს. კოენზიმი А ეს ის ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში იღებს მონაწილეობას.
პანტონეტატის მჟავა მგრძნობიარეა თერმული დამუშავების მიმართ (კარგავს თითქმის ვიტამინის 50%).
წყაროები
მცენარეული
ბარდა, საფუარი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, წიწიბურასა და შვრიის ბურღული, ყვავილოვანი კომბოსტო.
ცხოველური
ღვიძლი, თირკმელები, გული, წიწილა, კვერცხის გული, რძე, ხიზილალა, თევზეული.
სინთეზი ორგანიზმში
დიდი რაოდენობით გამომუშავდება ნაწლავის ჩხირით.
პანტონეტატის მჟავა ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში.
მოქმედება
В5 ვიტამინის მნიშვნელოვანი თვისებაა თირკმელზედა ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდები) წარმოების სტიმულაცია, რაც არტრიტის, კოლიტის, ალერგიისა და გულის დაავადებების ძლიერი დამცავი საშუალებაა.
В5 ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ანტისხეულების ფორმირებაში და ხელს უწყობს სხვა ვიტამინების ათვისებას.