კუჭნაწლავის დიეტა 10 დღე გრძელდება. ამ დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და 5-7 კილოგრამი წონის დაკლება. დიეტის დროს მიიღეთ ვიტამინი С და რაც შეიძლება მეტი მინერალური (გაზგაშვებული) წყალი. ამ დიეტის აუცილებელი პირობაა: არ მოიხმაროთ შაქარი, მარილი, გაზიანი წყალი და პური .
პირველი და მეორე დღე არის ,,მშიერი’’ დიეტა - მოგიწევთ მთელი დღე მწვანე ვაშლის მირთმევა და საღამოს ერთი ჩაის ჭიქა თაფლიანი ჩაის დალევა.
მე-3 დღე
საუზმე: წყალზე მოხარშული უმარილო და უშაქრო ჰერკულესის ფაფა, ერთი ჭიქა მინერალური წყალი.
სადილი: 200 გ. მოხარშული საქონლის ხორცი, პომიდორი.
ვახშამი: 200 გ. მოხარშული ბრინჯი (ცოტა სოიას სოუსით), ერთი ფინჯანი ლიმნიანი ჩაი.
მე-4 დღე
საუზმე: ჰერკულესისი ფაფა, ყავა.
სადილი: ორი ვაშლი, ერთი ნაჭერი ლიმონი.
ვახშამი: ვაშლი და ფორთოხალი.
მე-5 დღე
საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმნის წვენით, უცხიმო იოგურტით, 150 გ. ხაჭო, მინერალური წყალი.
სადილი: ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, ორი მაგრად მოხარშული კვერცხი, პომიდვრისა და კიტრის სალათი ზეთით.
ვახშამი: 200 გ. მოხარშული ბრინჯი (ცოტა სოიას სოუსით), ერთი ფინჯანი ლიმნიანი ჩაი
მე-6 დღე
საუზმე: ჰერკულესის ფაფა.
სადილი: ჰერკულესის ფაფა.
ვახშამი: 200 გ. მოხარშული ბრინჯი.
მე-7 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი ყავა.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, ვაშლი, 150 გ. ხაჭო.
ვახშამი: კეფირი.
მე-8 დღე
საუზმე: ჰერკულესის ფაფა, ერთი ჭიქა მინერალური წყალი, ბოსტნეულის წვნიანი, 3 ვაშლი, ფორთოხალი.
სადილი: კეფირი.
ვახშამი: მოხარშული თევზი, 2 ფორთოხალი, ჩაი.
მე-9 დღე
საუზმე: კეფირი.
სადილი: თევზი, ჩაი.
ვახშამი: 200 გ. მოხარშული საქონლის ხორცი, ბრინჯი, 3 ვაშლი.
მე-10 დღე
საუზმე: კეფირი.
სადილი: თაფლიანი ჩაი.
ვახშამი: ბრინჯი, ფორთოხალი და ერთი ნაჭერი ლიმონი.