არ შეიძლება: ლუდის, ლიმონათის, ნამცხვრის, თეთრი პურის, კარტოფილის, შაქრის, ტკბილეულის მიღება. ყოველდღიურად აუცილებელია ერთი აბი პოლივიტამინის მიღება.
ორი მშიერი დღე
დღეში 1 ლიტრი რძე, 1 ჭიქა ტომატის წვენი, 2 ნაჭერი შავი პური.
ორი ცილის დღე
საუზმე: 1 ფინჯანი ყავა (შეიძლება რძით), 1 ნაჭერი შავი პური, 0,5 ჩ. კოვზი კარაქი, 0,5 ჩ კოვზი თაფლი.
სადილი - 1 თეფში ხორციანი ბულიონი, 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი შავი პური.
სამხარი - (16:00 სთ) 1 ჭიქა რძე, ან ჩაი თაფლით.
ვახშამი (19:00 სთ) - 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, ან თევზი, ან მჭლე ლორი, ან ორი კვერცხი; 1 ჭიქა კეფირი;1 ნაჭერი შავი პური.
ორი ბოსტნეულის დღე
საუზმე - ორი ვაშლი, ან ფორთოხალი.
სადილი - 1 ნაჭერი შავი პური, ბოსტნეულის წვნიანი ზეთით, სალათი ან ვინეგრეტი.
სამხარი (16:00 სთ.) - ხილი.
ვახშამი (19:00 სთ.) - ჩაი თაფლით, შავი პური, სალათი.
დიეტა ოცდღიანია. მშიერი დღეები არ მეორდება, მეორდება მხოლოდ ცილის და ბოსტნეულის დღეები. დაიკლებთ 12-15 კილოგრამს. შემდეგ შეიძლება ყველაფრის მიღება, მხოლოდ ყოველდღიურად აუცილებელია დაუმატოთ 200 გრ. ხაჭო.
[