ეს დიეტატა არ ,, მშიერი’’ დიეტა. შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეული საკმაოდ დიდი რაოდენობით, მაგრამ ზომიერად. მოერიდეთ ბანანებს და ძალიან ტკბილ ხილს. მიირთვით მინერალური წყალი და მწვანე ჩაი. რძის პროდუქტების შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება ცხიმიანობას (არ უნდა აღემატებოდეს 3%).
საუზმე
½ ქილა ხაჭო (125 გ), 2-3 კრეკერი ან ტოსტი, ერთი კოვზი თაფლი, ჩაი, ან ყავა უშაქროდ.
2 საუზმე
ხილი (1-2) ან მწვანე ბოსტნეული (ბულგარული წიწაკა, კიტრი).
სადილი
ერთი ჭიქა უცხიმო წვნიანი. კანგაცლილი, მოხარშული ქათმის ფილე, ან საქონლის ხორცი. გარნირად - 3 სუფრის კოვზი მწვანე ბარდა.
სამხარი
1-2 კრეკერი, ან ტოსტი, ბოსტნეული, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, ½ ქილა ხაჭო.
ვახშამი
ხილი (1-2), 1 დიეტური იოგურტი.
ნებისმიერი საჭმელის მიღების წინ საჭიროა 200 მლ გაზგაშვებული მინერალური წყლის დალევა.