ამ მოკლევადიანი დიეტით შეიძლება 2-3 კგ-ის დაკლება, მაგრამ მისი ბოროტად გამოყენება - დაუშვებელია. სავსებით საკმარისია 2-3 დღე - წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭის აშლილობას ვერ ასცდებით.
დიეტის საიდუმლოება - კომბოსტოს მწნილი. მას ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
კომბოსტოს მწნილში В ვიტამინის წყალობით ორგანიზმი კარგად სუფთავდება.
С ვიტამინი - ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ.
ამ დიეტის შენახვა წელიწადის ყველა დროს შეიძლება - მჟავე კომბოსტო ყოველთვის ხელმისაწვდომია!