მომღერალი გახდომას მსხვერპლად სწირავს შაქარს, კარაქს, შოკოლადს, მაკარონსა და ყველა სახის ცომეულს. რაციონს საფუძვლად უდევს სოიასგან დამზადებული პროდუქტები, ხილი, თევზი და ბოსტნეული. ბრიტნი უარს ამბობს კონსერვირებულ საკვებზეც და ცდილობს დღეში 2 ლიტრამდე წყალი დალიოს.
საკვებს იღებს ხუთჯერადად (პატარა პორციებით). ყოველი ულუფა, დაახლოვებით, 40% ნახშირწყლებს, 30% ნაჯერ ცხიმებსა და 30% ცილებს შეიცავს. რვა საათის შემდეგ, არაფერს არ მიირთმევს.
ბრიტნი დიდ ყურადღებას აქცევს სპორტს (მაგალითად, მხოლოდ მუცლის პრესს, მინიმუმ, 100-ჯერ აკეთებს).
ბრიტნი სპირსის რაციონი ასე გამოიყურება:
საუზმე: 4 კვერცხის გული და ცოტა ზეითუნის ზეთი, ყურძნის ერთი მტევანი, 30 გ. გახეხილი ყველი, ნახევარი ნაჭერი ჭვავის პური (ტოსტი).
მეორე საუზმე: 130 გ. ზღვის პროდუქტი (კიბორჩხალა, კრევეტი), 1 ვაშლი, მწვანე სალათის რამდენიმე ფურცელი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 1 ჩ/კ მაიონეზი (დაბალკალორიული).
სადილი: 1 ფორთოხალი, 30 გ. უცხიმო ყველი.
ვახშამი: 150 გ.საქონლის ნაკლებად ცხიმიანი ხორცი, სოკო, გახეხილი უცხიმო ყველი, მწვანილი, ხახვი, � ჭიქა ლობიო, პომიდვრის სალათი მწვანილით, ხახვითა და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთით შეკაზმული.