ეს დიეტა მოუხდება ”გარდამავალი ასაკის” ქალბატონებს. დიეტისათვის დამახასიათებელია - სოიას პროტეინების შემცველობა, რაც ხელს უწყობს მენოპაუზისთან დაკავშირებულ უსიამოვნო პრობლემებთან ბრძოლას.
სამდღიანი დიეტა
დღე I
საუზმე: 170 გ. გრეიფრუტის წვენი, მთლიანი ჭიქა უხეშად დაფქვილი მარცვლეული სოიას რძით.
სადილი: 170 გ. ბოსტნეული ჰამბურგერის სახით, ნახევარი ჭიქა მოხარშული ლობიო.
ვახშამი: 115 გ. შემწვარი ყველი 1 ჭიქა სოკოთი, ერთი ჭიქა ბარდა 2 ჭიქა მოხარშულ ბრინჯთან ერთად.
დესერტი: ორი ღვეზელი ბრინჯით, 2 ჩაის კოვზი მურაბა ან ჯემი.
დღე II
საუზმე: ორი ბლინი ცოცხალი კენკროვანით (მარწყვი)
საუზმე: ერთი ჭიქა ვეგეტერიანული ჩილი, მოხარშული სიმინდი, ხილის სალათი.
ვახშამი: ორი ნაჭერი პიცა ყველით, დიდი თეფში ბოსტნეულის სალათი.
დესერტი: ორი ქლიავი.
დღე III
საუზმე: ორი ნაჭერი დაბალკალორიული პური სიოას ყველით.
სადილი: მოთუშული ბოსტნეული, ერთი ნაჭერი ჭვავის პური.
ვახშამი: ორი დიდი წიწაკა ბრინჯისა და სიმინდის ფარშით, ორთქლზე მოხარშული ბროკოლი.
დესერტი: უცხიმო იოგურტი, ერთი ჭიქა მარწყვი.