სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ეს უძველესი სისხლის ჯგუფია. ევოლუციის პროცესში მისგან წარმოიქმნა დანარჩენი სისხლის ჯგუფები. ადამიანების 33,5% ამ ჯგუფის სისხლის მატარებელია.

 


ტიპი 0 (I ჯგუფი) შეიძლება გადაესხას ნებისმიერი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს, მაშინ როდესაც მისთვის გამოდგება მხოლოდ მისივე ჯგუფი (I ჯგუფი).

ძლიერი მხარეები

ძლიერი საჭმლისმომნელებელი სისტემა;
ძლიერი იმუმური სისტემა;

სუსტი მხარეები

რთულად არის ადაპტირებული დიეტისა და გარემო პირობების შეცვლის მიმართ;
ხანდახან იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურია და მოქმედებს ორგანიზმის საწინააღმდეგოდ (ალერგია).

რისკის ჯგუფები

პრობლემები სისხლის შედედებასთან;
ანთებითი პროცესები - ართრიტები;
კუჭის სიმჟავის აწევა - წყლული;
ალერგია.

დიეტის რეკომენდაციები

მაღალი პროტეინული დიეტა.

კარგია: ხორცი (ღორის ხორცის გარდა), თევზი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი (მჟავე ხილის გარდა), ანანასი, ჭვავის პური (მცირე რაოდენობით).

შეზღუდეთ: ბურღულეული ( განსაკუთრებით შვრია), ხორბალი და ხორბლის პროდუქტები (მათ შორის ხორბლის პური). შეიძლება პარკოსნები და წიწიბურა.

მოერიდეთ კომბოსტოს (ბროკოლის გარდა), ხორბალსა და ხორბლის პროდუქტებს, სიმინდსა და მის ნაწარმს, მანდარინს, კეტჩუპს.

სასმელები:

კარგია: მწვანე, ასკილისა და პიტნის ჩაი.
ნეიტრაულურია: ლუდი, წითელი და თეთრი ღვინო, გვირილის, ვალერიანის, ჟოლოს ფოთლის ჩაი.

მოერიდეთ ყავას, ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს, ალოესა და მარწყვის ფოთლის ნაყენს.

წონის კონტროლის პროგრამა

გამორიცხეთ: კომბოსტო, პარკოსნები, სიმინიდი, ხორბალი, ციტრუსები, ნაყინი, შაქარი, მანდარინი, კარტოფილი.

სასარგებლოა: ზღვის მცენარეები, თევზი და ზღვის პროდუქტები, იოდიზირებული მარილი, ხორცი (განსაკუთრებით საონლის, ცხვრის), თირკმელი. მწვანილები, სალათები, ისპანახი, ბროკოლი. В და К ვიტამინის ჯგუფის შემცველი საკვების დანამატები. კალცი, მარგანეცი, იოდი. ზღვის მცენარეები.
მოერიდეთ: ვიტამინი А და Е.

ფიზიკური დატვირთვა

აერობიკა, თხილამურები, სირბილი, ცურვა.

სპეციალური რეკომენდაციები

ჯგუფი ”0”ისთვის ძირითადი პრობლემაა - ნივთიერებათა ცვლა. არსებობს ფაქტორები, რომლის საშუალებითაც შეიძლება ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება და წონის შემცირება:

1. ამოიღეთ დღის რაციონიდან ხორბალი და მისგან დამზადებული ყველა პროდუქტი, სიმინდი, პარკოსები, წიწიბურა - ისინი ბლოკავენ ინსულინის გამომუშავებას და ამით ანელებენ მეტაბოლიზმს.

2. ამოიღეთ დღის რაციონიდან კომბოსტოს ყველა სახეობა (გარდა ბროკოლისა) და შვრიის ყველა პროდუქტი - ისინი აფერხებენ ტერეოიდული ჰორმონების (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები) გამომუშავებას და ამით ანელებენ მეტაბოლიზმს.

3. გაზარდეთ იოდის შემცველი საკვების მოხმარება: ზღვის პროდუქტების, წყალმცენარეების, მწვანილეულის, , იოდიზირებული მარილისა და ყველა იმ პროდუქტის, რომელიც ხელს უწყობს ტერეოიდული ჰორმონების გამომუშავებას (მაგალითად, ბოლოკი).

4. ხორცისა და, განსაკუთრებით, თირკმელების საკვებად გამოყენება, ზრდის მეტაბოლიზმს.

5. ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები.

თუ არსებობს სისიხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები, უნდა მიიღოთ К ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: მწვანილი, სალათები, ზღვის მცენარეები, ხორცი, კვერცხი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player