სტომატოლოგიური კლინიკა
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველო, თბილისი
ი. აბაშიძის ქ. 56
ტელ.: 913 425
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
საქართველო, თბილისი
კანდელაკის ქ.59
(სასწავლო ცენტრი)
ტელ.: 726 776; 890 266 777
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
www.cedex.med.ge
ზოგადი ინფორმაცია
კბილთა რესტავრაცია თანამედროვე კომპოზიტური საბჟენი მასალებით; ვინირება სარესტავრაციო მასალების გამოყენებით;
ფესვთა არხების ენდოდონტიური მკურნალობა: ინსტრუმენტული დამუშავება და დაბჟენა ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით;
ლაზერის გამოყენებით, ანტიბაქტერიული ფოტოდინამიური თერაპიის მეთოდით პაროდონტის ანთებითი დაავადებების, პერიიმპლანტატების, სტომატიტების მკურნალობა; აღნიშნული მეთოდით ფესვთა არხების დეზინფექცია ენდოდონტიური მკურნალობისას; მოუხსნელი და მოსახსნელი ტიპის ორთოპედიული კონსტრუქციებით მკურნალობა: მეტალოკერამიკის გვირგვინები და ხიდისებრი კონსტრუქციები ძვირფასი და ნახევრადძვირფასი მეტალის კარკასით; ნეილონის დრეკადი პროთეზები (ვალპლასტი); ბიგელისებრი პროთეზები “ატაჩმენთა” სისტემის გამოყენებით; ტელესკოპური გვირგვინები; უმეტალო კერამიკის გვირგვინები; კერამიკული ვინირები და სხვა;
პირის ღრუს სხვადასხვა სახის ამბულატორიული ქირურგიული მკურნალობა: მარტივი, რთული, რეტენციული კბილების ექსტრაქცია; ჰემისექცია, ფესვის ამპუტაცია, ფესვის მწვერვალის რეზექცია, ოდონტოგენური კისტების მკურნალობა; ღრძილების პლასტიკა, ნაფლეთოვანი ოპერაციები, კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობა; ღია და დახურული სუბანტრალური აუგმენტაცია (Sinus Lift); ძვლის მიმართული რეგენერაცია PRP, კოლაგენური მემბრანების და ძვლის ბლოკების გამოყენებით; ენის და ტუჩის ლაგამის კორექცია; სრული და ნაწილობრივი მეორადი ადენტიის მკურნალობა დენტალური იმპლანტებით;
ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება სედაციის ფონზე;
კბილთა დგომის, კბილთა მწკრივის და თანკბილვის ანომალიების ორთოდონტიული მკურნალობა: მოსახსნელი ფირფიტოვანი კონსტრუქციებით, ფუნქციონალური აპარატებით და მეტალის, კერამიკული, გამჭვირვალე და კომპოზიტური თანამედროვე, მოუხსნელი ე.წ. “ბრეკეტ” (ბრეის) სისტემებით;
სტომატოლოგიურ კლინიკას “ცედექსი“ მინიჭებული აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განხორციელების აკრედიტაცია. კლინიკაში რეზიდენტების მზადება მიმდინარეობს თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.