სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი, შარტავას ქუჩა #41, ბიზნეს ცენტრის მე-4 სართული
ტელეფონი:032 2 18 24 34. 599 11 00 37; 599 78 23 35
ელე-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
facebook: https://www.facebook.com/ninodentist/
instagram: @ninokardavasclinica

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი: 09-20 საათი
შაბათი : 10 – 18 საათი

ზოგადი ინფორმაცია

„ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა - „NKDC" 2007 წლიდან ფუნქციონირებს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და შექმნილია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. კლინიკაში მუდმივად ინერგება სტომატოლოგიაში არსებული სიახლეები. კლინიკის ექიმები მუდმივად მონაწილეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ მასტერკლასებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობაზე, მათი ცხოვრების გალამაზებაზე და თითოეულ პაცინეტს მისთვის მორგებულ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობენ. კლინიკაში დიდი ყურადღება ეთმობა სტერილიზაციის საკითხებს, ასეპტიკასა და ანტისეპტიკას.


„ნინო ქარდავას სტომატოლოგიურ კლინიკაში" შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრუფასოვანო სტომატოლოგიური მომსახურება უახლოესი მეთოდებითა და მაღალი ხარისხით. კლინიკის ერთ სივრცეში შეგიძლიათ მიიღოთ თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისების სრული სპექტრი. ასევე კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ გამოცდილი უცხოელი კოსმეტოლოგის სრუფასოვანი კოსმეტოლოგიური მომსახურება: სახის წმენდა, ბოტოქსი, მეზოთერაპია, აკნეს მკურნალობა.

3D კომპიუტერული ტომოგრაფია

NKDC-ში შეგიძლიათ გადაიღოთ 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ:როგორც მთლიანი ყბა-სახის, ასევე თავის ქალის სამგანზომილებიანი ანარეკლი და პირის ღრუს ზუსტი სურათი. 3Dკომპიუტერული ტომოგრაფია არ იძლევა ცდომილებას და მისი მიკრონული სიზუსტე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ყველა დეტალი, კბილის ფესვებისა და არხების აგებულების თავისებურებანი, სწორად განვსაზღვროთ ძლოვანი ქსოვილის მოცულობა და ასევე სად რა სიგრძისა და დიამეტრის იმპლანტი გამოვიყენოთ. 3Dკომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ყბებში, პირის ღრუში არსებული პათოლოგიები.

თერაპია

კარიესის მკურნნალობა; არხების მკურნალობა-დაბჟენა თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის მასალებით; დაშლილი, ფერშეცვლილი კბილების რესტავრაცია; კბილების წმენდა სამი აპარატით; კბილების გათეთრება ლაზერითა და კაპებით.

ორთოდონტია

ყველა ტიპის ორთოდონტიული მოსახურება: პირშიგნითა და პირგარეშე მოსახსნელი, მოუხსნელი აპარატები (ბრეკეტ-სისტემა), მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატები, ელაინერები -უხილავი კაპები.

ორთოპედია

მეტალო-კერამიკისა და ცირკონის გვირგვინები, ვინირები. ყველა სახის მოსახსნელი, მოუხსნელი პროთეზები, ხიდები.

ქირურგია

კბილების ექსტრაქცია, უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიურ იმპლანტები.

პარადონტოლოგია

ღრძილების, ლორწოვანი გარსის მკურნალობა.

 

პაციენტების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი მკურნალობა, ხარისხიანი მასალის გამოყენება და გარანტირებული შედეგი – ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია!

ცენტრი არის ადაპტირებული ეტლითმოსარგებლე ადამიანებისთვის.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player