ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი 0162, საქართველო
ტ.ტაბიძის ქ. (ვაკე) #39
ტელ.: (+995 32) 229 35 25
ელ-ფოსა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ზოგადი ინფორმაცია
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მყუდრო, მშვიდ გარემოში გთავაზობთ: მაღალკვალიფიცირებულ, პიროვნებაზე ორიენტირებულ ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა" დაფუძვნდა 2009 წელს და წარმოადგენს პირველ კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ამიერკავკასიაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი უზრუნველყოფს სრულფასოვან დახმარებას ყველა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანისათვის, მათ შორის: ნევროტულ, სტრესთან დაკავშირებულ აშლილობებს, სომატოფორმულ აშლილობებს, საკვების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს (ანორექსია, ბულემია), არაორგანული ბუნების ძილის დარღვევებს, ობსესიურ კომპულსურ აშლილობებს (აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი), რეაქციას მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევებს, პიროვნულ აშლილობებს (ფსიქოპათია), ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობებს და ენდოგენულ ფსიქიკურ აშლილობებს (შიზოფრენია, ბიპოლარული აფექტური აშლილობა და ა.შ.).
კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოში არსებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები. თერაპიული ალგორითმები ემყარება აშშ–სა და დასავლეთ ევროპის ფსიქიატრიულ პრაქტიკაში მიღებულ სამკურნალო სქემებს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთადაა გამოყენებული უახლესი ფსიქოთერაპიული და ფსიქოკორექციული მეთოდიკები. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც მკურნალობის პირველი დღეებიდან იწყება, მოიცავს ფსიქოთერაპიისა და ართთერაპიის სხვადასხვა ფორმებს.
მომსახურება
კლინიკა უწევს კვალიფიცირებულ სტაციონარულ და ამბულატორიულ დახმარებას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს დღის ამბულატორიის რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ მიიღონ სრულფასოვან სტაციონარულ მკურნალობასთან მიახლოვებული მკურნალობა აქტიური ცხოვრებიდან მოუწყვეტლად.
კლინიკაში არის 2–3 ადგილიანი კომფორტული პალატები. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია სრულფასოვანი 3–ჯერადი კვებით.
მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს წარმართავენ:
გიორგი ნანეიშვილი MD/PhD/ScD - კლინიკის დირექტორი
ნინო ოკრიბელაშვილი MD/PhD/ScD - კლინიკის კონსულტანტი
ვაჟა კენჭაძე MD/PhD - კლინიკის კონსულტანტი
გიორგი სიხარულიძე - კლინიკის კონსულტანტი
ნატალია ნანეიშვილი - სტაციონარის უფროსი ექიმი, კლინიკის კონსულტანტი
ლალი ბანძელაძე - ექიმი-ორდინატორი, კლინიკის კონსულტანტი
სალომე გოგავა - ექიმი-ორდინატორი, კლინიკის კონსულტანტი
კლინიკის კონსულტანტები არიან:
სოფიო სალია - ფსიქიატრი
ნანა ბუჟღულაშვილი - ფსიქიატრი
მანანა გორდეზიანი - ნევროლოგი
თამარ ქიშმარეია - თერაპევტი
ნათია ფანჯიკიძე - ფსიქოთერაპევტი
სალომე შიუკაშვილი - ფსიქოთერაპევტი
მანანა წულუკიძე - ფსიქოლოგი
მაია გოგიჩაძე - ფსიქოლოგი