სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

 

კლინიკა "ბაიები" მოწინავე სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც წარმოდგენილია სამეანო–გინეკოლოგიური, ქირურგიული და ამბულატორიული განყოფილებები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ბეჟან კალანდაძის ქ. #26, ორთაჭალა, თბილისი
ტელ.: (995 32) 275 29 08; (995 32) 275 29 96
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
Facebook: https://www.facebook.com/Baiebi/

 

ზოგადი ინფორმაცია:

სამედიცინო კლინიკა "ბაიები", რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიციური მედპერსონალით, მომხმარებელს სთავაზობს პაციენტებზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკებს, მყუდრო და კომფორტულ პალატებს ინტერნეტით და ტელეფონით, ასევე ლუქსის ტიპის პალატებს.

ჩვენმა კლინიკამ პაციენტების მიღება დაიწყო 2015 წლის 5 იანვრიდან. 2016 წლის 1-ლ ივლისს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი 6 წლის ვადით. 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განესაზღვრა პერინატალური სერვისის II დონე. დღეის მდგომარეობით კლინიკა გთავაზობთ სამეანო-გინეკოლოგიურ, ქირურგიულ და ამბულატორიულ მომსახურებებს.

 

მომსახურებები:

სამედიცინო კლინიკა "ბაიები" გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

სამეანო მომსახურება:

- ფიზიოლოგიური მშობიარობა
- საკეისრო კვეთა
- ნეონატალური სამსახური
- ანესთეზიოლოგია

ამბულატორია:

- კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია
- ქალთა კონსულტაცია
- ულრტრასონოგრაფიის კაბინეტი
- მამოლოგია
- დღის სტაციონარი
- კონსერვატიული გინეკოლოგია
- ენდოკრინოლოგია
- კარდიოლოგია
- პედიატრია, ბავშვთა იმუნიზაცია
- ზოგადი თერაპია

გინეკოლოგია (ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა ტიპის გინეკოლოგიური ოპერაცია, როგორც საშოსმხრივი მიდგომით, ასევე მუცელკვეთით):

- საშვილოსნოს ექსტირპაცია, როგორც საშოსმხრივი, ასევე მუცელკვეთით
- საშვილოსნოს ამპუტაცია
- კონსერვატიული მიომექტომია
- საშვილოსნოს ყელის პლასტიკა
- საშვილოსნოს გამოვარდნა
- საშვილოსნოსგარე ორსულობა
- საკვერცხეების კისტა და კისტომები
- გინეკოლოგიური პროფილის მწვავე მუცელი (დანამატების მწვავე ანთება, ენდომეტრიტი, პელვიოპერიტონიტი, დუგლასის აბსცესი, ჩირქოვანი პარამეტრიტი)
- ქალის სასქესო ორგანოთა განვითარების ანომალია
- საშოს კედლების დაწევა
- ბართოლინის ჯირკვლის კისტა
- ბართოლინის ჯირკვლის აბსცესი
- საშოსმხრივი მცირე ოპერაციები (საშოს ჩახევა, საშოს კისტის ამოსახსვრა)
- საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა

ორთოპედია-ტრავმატოლოგია (ჩვენს კლინიკაში კეთდება ტრავმატოლოგიური ოპერაციები ტერფზე)

ლაპარასკოპია (ჩვენს კლინიკაში ლაპარასკოპიულად კეთდება გინეკოლოგიური და ქირურგიული ოპერაციები)

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player