სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ენდოსკოპიური გინეკოლოგიური კლინიკა

 

 

  

საკონტაქტო ინფორმაცია

 

ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 48
(კლინიკა კარაპს მედლაინი მე-2 სართული)
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
595 43 60 00 ; 557 24 73 47

  

ზოგადი ინფორმაცია

 

1991 წელს რამაზ ჩარექიშვილმა რამოდენიმე თავის მეგობართან ერთად პირველად დააარსა საქართველოში ლაპარასკოპიული გინეკოლოგია. ასევე 1997 წელს პირველად საქართველოში ჩაატარა ლაპარასკოპიული საშვილოსნოს ექსტრაპაცია (ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა).

 

2012 წლიდან რამაზ ჩარექიშვილი ჟორდანიის ინსტიტუტში დაინიშნა ენდოსკოპიური და ქირურგიული კლინიკის დირექტორად.

 

მან შექმნა არაჩვეულებრივი გუნდი საქართველოში მოქმედი გამოცდილი რეპროდუქტოლოგების, ქირურგების, რადიოლოგების, ენდოკრინოლოგის, მამოლოგის, კარდიოლოგის, ექიმ-ლაბორანტების და სპეციალურად მომზადებული მცირე მედ პერსონალისგან შემდგარი. კლინიკაში ფუნქციონირებს პოლიკლინიკური და სტაციონარული განყოფილება. ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც იძლევა საშუალებას გამოცდილი ექიმების წყალობით პაციენტებს ჩაუტარდეთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა. ცენტრს ბოლო სამი წლის მანძილზე აქვს მიღწევები ენდოსკოპიურ ქირურგიაში, რომელიც უტოლდება ევროსტანდარტებს.

 

კლინიკაში წარმატებით ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები, ნებისმიერი ზომის მრავალკვანძოვანი მიომების, ექტოპიური ორსულობის, სხვადახვა ეტიოლოგიის კისტების არსებობოს შემთხვევაში. ბატ.რამაზ ჩარქიშვილი გახლავთ საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ასოციაციის მეშვეობით ყოველწლიურად ტარდება საქართველოში ქართველ ენდოსკოპისტთა ყრილობა, საქართველოში ენდოსკოპიური ქირურგიის ევოლუციის, ახალი მეთოდების და სტატისტიკის შესახებ

 

მომსახურება

ოპერაციების ჩამონათვალი

 

ლაპარასკოპიული ოპერაციები დანამატებზე

 

1. საკვერცხეეების პოლიკისტოზის სინდრომი
2. საკვერცხეეების სხვადასხვა გენეზის კისტები : (ყვითელი სხეულის კისტა, ფოლეკულური კისტა, ენდომეტრიალური კისტა, დერმოიდული კისტა.)
3. საშვილოსნოს კვერცხსავალ მილზე პლასტიკური ოპერაციები: ( ჰიდროსალპინქსი , საქტოსალფინქსი. პიოსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, შეხორცებითი პროცესი), 4. ენდომეტრიოზის ლაპარასკოპიული მკურნალობა.
5. საშვილოსნოს გარე ორსულობა.
6. საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია)
7. საკვერცხის შემოგრეხა.

 

უშვილობის ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მათი მკურნალობა. ორგანო შემანარჩუნებელი ოპერაციები საშვილოსნოზე როგორც ლაპარასკოპიული ასევე ლაპარატომიული მეთოდით

 

1 საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა (კონსერვატიული მიომექტომია)

 

რადიკალური ოპერაციები როგორც ლაპარასკოპიული ასევე ლაპარატომიული მეთოდით

 

1 საშვილოსნოს ექსტრიპაცია
2 საშვილოსნოს ამპუტაცია
3 სრული და არასრული უტეროვაგინალური პროლაფსი (საშვილოსნოს დაწევა, პრომონტო ფიქსაცია ბადით)

 

ცისტოცელე - რექტოცელე ( საშვილოსნოს ექსტრიპაცია, წინა-უკანა კოლპორაცია, პერინეორფია)

 

ლაპარასკოპიული ოპერაციები თანდაყოლილი პათოლოგიების გამო:

 

1 როკიტანს-კიუსტნერ- მაიერის სინდრომი (ლაპარასკოპიული მეთოდით ხელოვნური საშოს ჩამოყალიბება, კოლპოპოეზი.)
2 საშვილოსნოს ყელის უკმარისობა
3 ჰემატომეტრა, მუკომეტრა

 

ჰისტეროსკოპია - ჰისტერორეზექტომია:

 

1 სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია
2 საშვილოსნოს ტანის პოლიპი
3 საშვილოსნოს ყელის პოლიპი
4 საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა
5 ენდომეტრიუმის ჰიპერპრაზია
6 ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია.

 

გალერეა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player