სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი

 

 

ზოგადაი ინფორმაცია

კლინიკა ”ესთეტიკ სერვისი” დაფუძნდა 2007 წლის 6 ივნისს.

 

კლინიკის მუშაობის მთავარი მიმართულებებია: სახისა და სხეულის გაახალგაზრდავება, მოდელირება და კორექცია არაქირურგიული მეთოდებით.

 

2010 წლის უახლესი ტიპის ”ოქროს სტანდარტად” აღიარებული ალექსანდრიტის ლაზერის აპარატი პირველად საქართველოში სწორედ ”ესთეტიკ სერვისში”დამონტაჟდა. აპარატის საშუალებით კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები ყველაზე ეფექტურად და უსაფრთხოდ კურნავენ ჭარბთმიანობას ლაზერული ეპილაციის მეთოდით.

 

ასევე ”ესთეტიკ სერვისში” წარმატებით არის ათვისებული ლაზერის სხივით კანის მკურნალობისა და გაახალგაზრდავების ტექნოლოგიები. კლინიკაში დანერგილი ერთ-ერთი ნოვაცია - GENTLE YAG ლაზერის ულტრათანამედროვე აპარატია, რომლითაც ხდება მოდუნებული კანის მკურნალობა, კანის დაჭიმვა - ლიფტინგი, ნაოჭების გასწორება, სახის ოვალის აღდგენა, ასევე კანზე არსებული სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობა. და რაც მთავარია ამ აპარატის გამოყენებით შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე 10 წლით გაახალგაზრდავება.

 

გარდა ლაზერული თერაპიისა, კანის მკურნალობისა და გაახალგაზრდავებისთვის ”ესთეტიკ სერვისში”ათვისებულია ისეთი ინიექციური მეთოდები, როგორებიც არის მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, ბოტოქსის ინიექციები, კონტურული პლასტიკა, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულია კანის დაბერებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდებად.

 

სხეულის კორექცია და მოდელირება ”ესთეტიკ სერვისში”ხდება საქართველოში ექსკლიუზიურად უახლესი LIPOCEL EVO აპარატით, რომელიც აერთიანებს აპარატურული კოსმეტოლოგიის ოთხივე ძირითად მეთოდს: ლიმფოდრენაჟს, ლიპოლიზს, მიოსტიმულაციასა და ულტრაბგერით მკურნალობას.

 

”ესთეტიკ სერვისის” პრიორიტეტებია: მაღალი პროფესიონალიზმი, უახლესი ტექნოლოგიები, უნიკალური მეთოდები, ინდივიდუალური მიდგომა, უსაფრთხოების გარანტია.

 

აკონტაქტო ინფორმაცია

 

თბილისი, საქართველო,
კოსტავას ქ.#67


ტელ: (+995 32) 2 365 007
ტელ: (+995 32) 2 365 165
www.esthetic.ge

www.esthetic.med.ge

   

 

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player