Baltic Clinic ლიტვური ოფთალმოლოგიური პროფილის სამედიცინო ცენტრია, რომელიც თბილისში მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას 2013 წლიდან გთავაზობთ.
მის: წინამძღვრიშვილის 110
Tel: 235 99 83
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
Email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
Facebook: Baltic Clinic
Baltic Clinic ლიტვური ოფთალმოლოგიური პროფილის სამედიცინო ცენტრია, რომელიც თბილისში მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას 2013 წლიდან გთავაზობთ. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით. Baltic Clinic-ში კვლევები იაპონიის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების წამყვანი სამედიცინო მწარმოებელი ფირმების დიაგნოსტიკური აპარატურის მეშვეობით ტარდება.
Baltic Clinic გთავაზობთ ისეთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, რომელთა ჩატარებაც საქართველოში მხოლოდ აქ არის შესაძლებელი: თვალის კომპიუტერული ტომოგრაფია (3D OCT-2000, Topcon), კომპიუტერული პერიმეტრია (OPTOPOL Technology), ჩვილ ბავშვთა რეფრაქტომეტრია (0-3 წლამდე ბავშვების ოპტიკური პრობლემების ობიექტური დიაგნოსტიკური ხელსაწყო Plusoptix A09) და სხვა.
კლინიკაში მუდმივად იმართება კონსულტაციები ლიტველ სპეციალისტებთან. Baltic Clinic თანამშრომლობს ოფთალმოლოგიურ კომპანია Kavita-სთან, რომელიც ლიტვის ეროვნული ოპტიკოსების ასოციაციისა და მაჟეიკიაის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრია.
Baltic Clinic-ის კვალიფიციური ოფთალმოლოგები შემდეგი სახის მომსახურებას გაგიწევენ:
✔ პაციენტის პირველადი გამოკვლევა;
✔ სათვალის შერჩევა;
✔ კონტაქტური ლინზის შერჩევა;
✔ კონტაქტური ლინზის გადამოწმება;
✔ OCT (ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია);
✔ კომპიუტერული პერიმეტრია ;
✔ ინექციები;
✔ წამწამის ანალიზი;
✔ ბლეფარიტის მკურნალობა;
✔ დემოდეკოზის მკურნალობა;
✔ საცრემლე გზების ზონდირება;
✔ საცრემლე გზების ბუჯირება და გამორეცხვა;
✔ რეფრაქტომეტრია ბავშვებში (Plusoptix A09);
✔ თვალის პროტეზების ინდივიდუალური დამზადება.
კლინიკაში დანერგილი ხარისხის კონტროლის სპეციალური სისტემა კვლევის პასუხის ცდომილებას მინიმუმამდე ამცირებს.
ოფთალმოლოგები
მარიკა ცერცვაძე
ანა კიმოთიძე
სოფიო მესხი
მილენა ნონიაშვილი
ზაზა სეხნიაიძე
ნათია კობახიძე