ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი
საკონტაქტო ინფორმაცია
მის.: ქ.თბილისი, პეკინის გამზ. №4ა, IV სართული
ტელ.: 2238043; 599233523
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ-გვერდი: http://gynecologyst.com/
Facebook: https://www.facebook.com/gynecologyst
Action II Petite Lady
ვაგინალური კორექციის ინოვაციური სტანდარტი:
- კომფორტული ამბულატორული მანიპულაცია, რომელიც არ საჭიროებს ანესთეზიას;
- შედეგი პირველივე სეანსის შემდეგ;
- სწრაფი და მარტივი მკურნალობის მეთოდი;
- არაინვაზიური, უსისხლო, უმტკივნეულო მანიპულაცია;
- უსაფრთხო და საიმედო ტექნოლოგია.
ACTION II Petite Lady - ეს არის ყველაზე სრულყოფილი, მრავალფუნქციური და მაღალ ტექნოლოგიური ლაზერული სისტემა, რომელიც გამოიყენება ინტიმურ პლასტიკაში და შარდის სტრესული შეუკავებლობის სამკურნალოდ.
Petite Lady აღიარებულია როგორც საუკეთესო მეთოდი მსოფლიოს წამყვანი გინეკოლოგების მიერ.
დანიშნულებები:
– VRS ინტიმური გაახალგაზრდავება;
– პიგმენტ შეცვლილი ვულვის (ქალის გარეთა სასქესო ორგანო) მკურნალობა;
– SUI შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა.
სემინარი კორეაში – გინეკოლოგიური ლაზერული აპარატი ACTION II Petite Lady
2015 წლის 3-7 თებერვალს კორეაში, LUTRONIC-ის სათაო ოფისში ჩატარდა სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ TESIO-ს დამფუძნებლები გიორგი მარუაშვილი და ნოდარ სვანიძე და ექიმები ბელა მეტრეველი (ექიმი-გინეკოლოგი M.D.) და ნინო თორია (ექიმი-რადიოლოგი). ვიზიტის ფარგლებში მათ გაიარეს სრულყოფილი კლინიკური და თეორიული გადამზადება ACTION II Petite Lady-ს გინეკოლოგიურ ლაზერულ აპარატზე. სემინარის ბოლოს მათ გადაეცათ სერთიფიკატები.
რას ნიშნავს ინტიმური პლასტიკა?
დაბერების პროცესთან ერთად სახის კანი იცვლის შესახედაობას, ჩნდება ნაოჭები და კოლაგენის ბოჭკოების მოშვების გამო მცირდება ელასტიურობა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მსოფლიოში ამდენი ქალბატონი იმისათვის, რომ გამოიყურებოდნენ რაც შეიძლება ახალგაზრულად მიმართავენ სხვადასხვა სახის კოსმეტიკურ პროცედურებს, როგორებიც არის ფილერები, ბოტოქსი, თანამედროვე სახის კრემები და სხვა ესთეტიკური მანიპულაციები.
ანალოგიურ პროცესებს აქვს ადგილი ვაგინალური ქსოვილების არეში – კოლაგენის ბოჭკოები კარგავენ ელასტიურობას ასაკის მატებასთან ერთად და მშობიარობის შემდეგ.
ვაგინის და ურეთრის (შარდასადენი) მიდამოში სტრუქტურული ცვლილებების და კოლაგენის ბოჭკოების მოშვების გამო, ეს ფენომენი იწვევს სექსუალური დონის დაქვეითებას და ამასთან ერთად სხვადასხვა სიმძიმის შარდის სტრესულ შეუკავებლობას.
Action II Petite Lady-ის კონცენტრიტებული თერმული მოქმედება ვაგინალურ ქსოვილის შიდა ფენებზე იწვევს კოლაგენისა და ელასტინის კუმშვადობის სტიმულირებას და უზრუნველყოფს ცილოვანი უჯრედების რეგენერაციას, მოშუშების პერიოდი ხანმოკლეა და შედეგი ნარჩუნდება ხანგრძლივი დროით.
მკურნალობის შედეგი არის ვაგინალური ქსოვილის სრული რემოდელირება, რომელიც წარმოდგენილია ახალგაზრდა და მტკიცე კოლაგენური ბოჭკოებისაგან.
ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი მუდამ ზრუნავს საკუთარი პაციენტების კომფორტზე და გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურეობებს:
1. ნაცხი ბაქტერიოსკოპია – ბაქტერიოლოგი;
2. პაპ-ტესტი;
3. PSR – დიაგნოსტიკა;
4. HPV – დიაგნოსტიკა;
5. კოლპოსკოპია;
6. ექოსკოპია;
7. მამოლოგის კონსულტაცია;
8. ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
9. თერაპევტის კონსულტაცია.
ჩვენი სერვისებია:
1. VRS – ინტიმური გაახალგაზრდავება;
2. SUI – შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა;
3. პიგმენტშეცვლილი ვულვის ფრაგმენტაცია;
4. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
5. ლიბიდოს დაქვეითება;
6. ატროფიული ვაგინიტი;
7. საშოს კედლების დაწევა;
ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი გთავაზობთ ახალ სტანდარტს გინეკოლოგიაში:
ექიმები:
ბელა მეტრეველი