სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ – ფილტვის დაავადებების ცენტრი "დიაკორი"

 

ჩვენ ვცხოვრობთ დიაბეტისა და მასთან ასოცირებული სხვადასხვა მეტაბოლური დაავადებების ეპოქაში. მათი ერთდროული მართვა წარმატებული მკურნალობის საფუძველია. მრავალპროფილური კლინიკა გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებში სტაჟირებული სპეციალისტების მაღალკვალიფიციურ მომსახურებას, ხარისხზე ორიენტირებულ ლაბორატორიას, თანამედროვე ტიპის მულტიპროფილურ ამბულატორიასა და სტაციონარს ხელმისაწვდომ ფასებში. კლინიკაში დანერგილია პაციენტთა მკურნალობის ტაქტიკის კონსილიუმის წესით გადაწყვეტა. კლინიკაში ხორციელდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა:

 

1. ენდოკრინული დაავადებები:

• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – ინსულინთერაპია
• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
• სიმსუქნის კორექცია ინდივიდუალური მეტაბოლიზმის გათვალისწინებით, რისი შეფასებაც შესაძლებელია დღეისათვის მხოლოდ ჩვენს ცენტრში არსებული აპარატის გამოყენებით და დაფუძნებულია არაპირდაპირ კალორიმეტრიაზე;
• ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებები;
• დიაბეტის გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევები

2. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; (24 სთ-ნი კარდიო (ჰოლტერი) და წნევის მონიტორინგი)

3. სასუნთქი სისტემის დაავადებები; (კომპიუტერული სპირომეტრია; კარდიო-პულმონარული დატვირვის ტესტი

ტრედმილით, ფილტვის დიფუზური მოცულობის განსაზღვრა (DLCO))

4. თვალის დაავადებები (არამიდრიაზული ფუნდოსკოპია);

5. კუჭ-ნაწლავის დაავადებები (გასტროსკოპია);

6. ღვიძლის დაავადებები (ინტერფერონთერაპია).

კლინიკაში ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ხდება ანალიზების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი, აქ შესაძლებელია სრული კლინიკო-ლაბორატორიული (სისხლის, ბიოქიმიური და ჰორმონალური) გამოკვლევების ჩატარება;

1. კლინიკაში ხორციელდება ყველა ორგანოსა და სისტემის, მათ შორის სახსრების, მაღალხარისხიანი ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია);

2. კლინიკაში გამოიყენება ძვალ-სახსროვანი ტკივილის მართვის თანამედროვე აპარატი, რომელიც რამდენიმე სეანსში იძლევა გამოხატულ ეფექტს;

3. კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ დღისა და ღამის სტაციონარით (მაქსიმალურად კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური კადრები, კვებისა და საჭირო მედიკამენტების უზრუნველყოფა).

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ.თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ. №1, ჰოსპიტალ დიღომი, V სართული
ტელ: +995 (32) 251 87 18
ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ-გვერდი: www.diacori.com/

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player