“ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა” მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა. კლინიკა პაციენტების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისს უზრუნველყოფს. “ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა” მაღალტექნოლოგიური, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ დაწესებულებას წარმოადგენს.
თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული სამსახური მძიმე პაციენტების სასიცოცხლო პარამეტრების მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. კლინიკაში ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის, დიაბეტის სკოლა პროფილაქტიკური აცრების და ფიზიოთერაპიული კაბინეტები ფუნქციონირებს. უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ლაბორატორიული ტესტების და ულტრასონოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული, რადიოლოგიური, ენდოსკოპიური კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.
საკონტაქტო ინფორმაცია
ქ.თბილისი, ლუბლიანას №21
ტელ: +995322470401
ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ-გვერდი: www.facebook.com/BavshvtaAkhaliKlinika/?hc_ref=PAGES_TIMELINE&fref=nf