სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

„დავით ტვილდიანის სახ. ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა“

  

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ჩვენი მისამართია: თბილისი, გოთუას ქ. 3
ტელეფონი: 243-00-73; 243-00-83 ; 272-86-86; 272 – 83-38;
ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ზოგადი ინფორმაცია

აკადემიკოს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს და მისი მთავარი მიზანი თავიდანვე იყო საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. (მას თავიდან უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“ ერქვა). უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, სწავლებისა და საგამოცდო სისტემა, ასევე თვალსაჩინოებები და სახელმძღვანელო მასალა მთლიანად საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისად არის შემუშავებული.

 

უნივერსიტეტის ორი ათეული წლის არსებობის მანძილზე 100-ზე მეტმა ექიმმა ჩააბარა აშშ ექიმთა სალიცენზიო (USMLE) გამოცდები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ტესტები და ამჟამად მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მუშაობენ. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან ან იყვნენ იელის, კოლუმბიის, ემორისა და სხვა სახელგანთქმული უნივერსიტეტების მთავარი რეზიდენტები. ერთ-ერთი მათგანი საქვეყნოდ ცნობილი კლივლენდ ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორია.

მომსახურება

აკადემიკოს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკურ კლინიკაში ტარდება შემდეგი გამოკვლევები:

1.მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ჩვენი მანქანა ღია მაგნიტური ტომოგრაფების რიცხვს მიეკუთვნება,
და ამიტომ მასზე გამოკვლევა ადვილია იმათთვისაც, ვისაც დახურული სივრცის
შიში (კლაუსტროფობია) ახასიათებს.
ამ აპარატზე შესაძლებელია ადამიანის ყველა ორგანოს უზუსტესი
შრეობრივი ორი და სამ განზომილებიანი გამოსახულების მიღება . ყველაზე
ხშირად ხდება შემდეგი უბნების სკანირება:
ა. თავის ტვინი;
ბ. თვალბუდეები, თვალები, ჰიპოფიზი, შიდა სასმენი არხები;
გ. ხერხემლის კისრის, გულმკერდის და წელის არეები.
დ. მაჯის, იდაყვის, მხრის, მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭის სახსრების, ასევე
ხელის მტევნისა და ტერფის გამოკვლევა;
უფრო იშვიათად კეთდება გულმკერდის, მუცლის ღრუსა და მენჯის გამოკვლევა, რადგან ამ უბნების სრულყოფილი გამოკვლევა სხვა, ნაკლებად ძვირი მეთოდებითაც (კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია) არის შესაძლებელი.

2. კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფია უხშირესად გამოიყენება გულმკერდის, მუცლის ღრუს ორგანოებისა და მენჯის გამოსაკვლევად. შესაძლებელია სხვა სტრუქტურების გამოკვლევაც, (თავი, ძვალ-სახსროვანი სისტემა და ა.შ.), თუმცა ამ შემთხვევებში მაგნიტური ტომოგრაფია გაცილებით უფრო ინფორმატიულია.

3.ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია)

ულტრაბგერით შესაძლებელია ყველა იმ ორგანოს გამოკვლევა, რომელიც ჰაერს არ შეიცავს
ანუ, რეალურად მეტ-ნაკლები ინფორმატიულობით შეიძლება გამოკვლეული იქნეს ყველა ორგანო და ქსოვილი ფილტვებისა და ნაწლავების გარდა.
უხშირესად ულტრაბგერით ხდება გულის, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, ელენთის, თირკმლებისა და თირკმელზედა ჯირკვლების, საშვილოსნოს და მისი დანამატების, პროსტატის, სათესლე ჯირკვლების, შარდის ბუშტის, ასევე ზედაპირული და ღრმა სისხლძარღვების გამოკვლევა. შეუცვლელია ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის დროს ნაყოფის გამოკვლევისას.

4.დენსიტომეტრია - ძვლების სიმყიფის (DEXA) გამოკვლევა.

ამ მეთოდით ხდება ძვლების განლევის ხარისხის (ოსტეოპოროზი) დადგენა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვანი მამაკაცებისა და ქალებისათვის მენოპაუზის შემდეგ, რადგან ოსტეოპოროზი არის ამ ჯგუფების ადამიანთა ბარძაყის თავის, ნეკნების, ხერხემლის მალებისა და სხვა ძვლების მოტეხილობის ძირითადი მიზეზი.

5.რენტგენოლოგიური გამოკვლევა

ჩვენს კლინიკაში რენგენოლოგიური გამოკვლევაც ულტრა თანამედროვე -ციფრული მეთოდით
ხდება, რაც საშუალებას გვაძლევს მიღებული სურატები გადავუგზავნოთ როგორც რადიოლოგებს აშშ-ში, ასევე მკურნალ ექიმს საქართველოში.

6.ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობა:

ჩვენს კლინიკაში დაინერგა ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობის მეთოდი: თავდაპირველად ხდება სიმპტომების გამომწვევი პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით, შემდეგ კი ამ პათოლოგიის მკურნალობა მიმდინარობს მედიკამენტებით, ლაზერის სხივით, მანუალური თერაპიით და ხერხემლის კომპიუტერული დაჭიმვის ულტრა-თანამედროვე აპარატით, რომელიც ჩვენს კლინიკაშა დამონტაჟებული. კომპლექსური მკურნალობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პაციენტის გამოჯანმრთელებას, და ხშირ შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობას ხსნის.

გახსოვდეთ!

დაუშვებელია ხერხემლის ტკივილის მკურნალობა მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის გარეშე, რადგან ძალიან ხშირად ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზი გაბზარული მალაა, რომელზე მცირე ზეწოლამაც შეიძლება კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს.

7.ტელემედიცინა,

აკადემიკოს დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის ბევრმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა აშშ ექიმის სალიცენზიო ურთულესი გამოცდები, გაიარა დახელოვნების 5-7 წლიანი კურსი და ამჟამად მუშაობენ ამერიკის წამყვან კლინიკებში. ეს არის მედიცინის სხვადასხვა სპეციალობაში უაღრესად დახელოვნებული ექიმები, რომლებიც ჩვენს კლინიკასთან თანამშრომლობენ და კონსულტაციას უწევენ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების სფეროში ქართველ პაციენტებს ტელემედიცინის საშუალებით.

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player