სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი - ეს არის ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ

 

 

 

 კანი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, 0159, ლუბლიანას ქ., 5
საკონტაქტო ტელეფონი: +995 32 2950626; +995 32 2953564; +995 32 2958458; +995 32 2957744

ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.,

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/erovnuli.centri/

 

ზოგადი ინფორმაცია


საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა შპს “ქ.თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერის” (მდებარე კონსტიტუციის ქ.N4) შერწყმა სს “კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან” (მდებარე ნინოშვილის ქ.N55). მრავალწლიანი მდიდარი გამოცდილების მქონე ზემოაღნიშნული ორი კოლექტივი მუშაობას აგრძელებს შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის“ სახით, რომელიც ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ.N5 (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა - ჰოსპიტალ დიღომი).


კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კლინიკური, ექსპერიმენტული, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა.

მაღალკვალიფიციური დერმატო-ვენეროლოგების მთელი პლეადა, მათ შორის 10 პროფესორი და 10 მედიცინის დოქტორი, კანის დაავადებათა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკას ახორციელებს თანამედროვე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდებით და მკურნალობს მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტებით. (კანის დიაგნოსტიკა უახლესი ულტრათანამედროვე დერმოსკოპიული აპარატით, რომელიც ახდენს ხალების და კანის სიმსივნეების, კანის ნებისმიერი დაავადების უტყუარ დიაგნოსტიკას).

ცენტრი ემსახურება ბავშვთა და მოზრდილი ასაკის პაციენტებს.

 

ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:

  • დერმატოლოგიური
  • დერმატო-კოსმეტოლოგიური
  • თმისა და ფრჩხილის სამკურნალო-დიაგნოსტიკური
  • - პოდოლოგიური კაბინეტი
  • სქესობრივი გზით გადამდებ (სგგ) დაავადებათა
  • ვირუსული ინფექციების
  • - სექსოლოგის კაბინეტი
  • ანდროლოგიური
  • განყოფილება “ჯანმრთელობის კაბინეტი”
  • ფოტო და სხივური თერაპიის
  • - ფიზიო კაბინეტი
  • კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის
  • აფთიაქი
  • დღის სტაციონარი

 ცენტრი მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

დერმატოლოგიური დეპარტამენტი:


კანის ინფექციები:
- ვირუსული
- ბაქტერიული
- სოკოვანი
- პარაზიტული

არაინფექციური ანთებითი დაავადებები:
- აუტოიმუნური ბულოზური
- აუტოიმუნური შემაერთებელი ქსოვილის
- ჭინჭრის ციება და სხვა ერითემული დაავადებები
- დერმატიტები (ეგზემა)
- ფსორიაზი, წითელი ლიქენი და სხვა აქერცვლით მიმდინარე დერმატოზები
- კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები (დიაგნოსტიკა ციფრული დერმოსკოპით, მონიტორინგი და მკურნალობა)
- პიგმენტაციის დარღვევები
- კანის გენეტიკური დაავადებები, თანდაყოლილი და შეძენილი ანომალიები
- მეტაბოლური და ტოქსიკური დაზიანებები კანზე
- თმის კვლევა და თმის ცვენის მკურნალობა უახლესი მეთოდებით კლინიკური რეკომენდაციების (გაიდლაინების) შესაბამისად
- ფრჩხილის დაზიანების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებით.

 

დერმატო-კოსმეტოლოგიური დეპარტამენტი:

კანის, თმების, ფრჩხილების დაავადების მკურნალობასთან ერთად ტარდება შემდეგი დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურები:
- მეჭეჭებისა და პაპილომების, ქსანთელაზმების და კონტაგიოზური მოლუსკების მოცილება
- გაფართოებული სისხლძარღვების გაუფერულება
კანის გაახალგაზრდავების მანიპულაციები:

- ქიმიური პილინგი, მეზოთერაპია, ბოტოქსის ინიექციები, სახის ფორმის მოდელირება და ნაოჭების გასწორება შემავსებლებით, პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია
- ტუჩების კორექცია, ნაოჭების გასწორება აპარატული მეთოდით, სხეულის კორექცია-გამკვრივება, ცელულიტის დაშლა ფიზიოთერაპიული მეთოდით
ასევე წარმოებს ასაკობრივი ფერისმჭამელას მკურნალობა მხოლოდ ჩვენთან აპრობირებული მეთოდით.
დეპარტამენტი აღჭურვილია კანის მოვლისა და გაახალგაზრდავების უახლესი თანამედროვე აპარატურით.

 

თმის და ფრჩხილის სამკურნალო-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი

კანის დანამატების (თმა, ფრჩხილი) პათოლოგიების დიგნოსტირება და მკურნალობა უახლესი მეთოდებით.
თავის თმიანი არის კანისა და თმის პათოლოგიების დიაგნოსტირება თანამედროვე ციფრული ტრიქოსკოპიული მეთოდით, მიზეზების დადგენა და მკურნალობა.
პოდოლოგიური კაბინეტი - თანამედროვე პოდოლოგიური აპარატური და ლაზერით დისტროფიული და სოკოთი დაავადებული ფრჩხილების მოცილება და მკურნალობა, ჰიპერკერატოზული კანისა და ნაპრალების დამუშავება, ჩაბრუნებული ფრჩხილის და კოჟიჟის მკურნალობა უსისხლოდ და უმტკივნეოლო მეთოდებით.

 

სქესობრივი გზით გადამდებ (სგგ) დაავადებათა დეპარტამენტი

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, უროგენიტალური კანდიდოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი და სხვ.) დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებით.ყველა ეს ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და გამოვლინდება მხოლოდ გართულების (პროსტატიტი, ერექციული დისფუნქცია, უშვილობა და ა.შ.) განვითარების შემდეგ.


ვირუსული ინფექციების დეპარტამენტი

ხდება სქესობრივი გზით გადამდები ისეთი ვირუსულ ინფექციებზე გამოკვლევა და მკურნალობა, როგორიცაა ადამიანის პაპილომავირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და სხვ. პრობლემა აწუხებს მოსახლეობის 45-50%-ს. ამ ვირუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, როგორიცაა მყარი ნევროლოგიური დარღვევები, ავთვისებიანი სიმსივნე, უშვილობა. თუ გყავთ ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი, ნუ დაელოდებით სიმპტომების გამოვლენას, ჩაიტარეთ გამოკვლევა ამ და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე. გამოკვლევა და მკურნალობა ტარდება მხოლოდ ევროპისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლოს ცენტრის მიერ აღიარებული მეთოდებით.
სექსოლოგის კვალიფიციური დახმარება პოტენციის დაქვეითების დროს, ნებისმიერ ასაკში (კონფიდენციალობა დაცულია).


ანდროლოგიური დეპარტამენტი

მამაკაცთა უშვილობის, ერექციული დისფუნქციის, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა და პროსტატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ანდროლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
აგრეთვე არის ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების (NLP) სპეციალისტი, გეშტალტ კონსულტანტი.


განყოფილება “ჯანმრთელობის კაბინეტი”

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, უროგენიტალური კანდიდოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი და სხვ.) დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებით. ასევე ემსახურება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებს (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცი ვისაც სექსი აქვს მამაკაცთან). ამ ჯგუფში წარმოებს სგგ ინფექციებზე უფასო კვლევა და მკურნალობა. მუშაობის პრინციპებია: რეგისტრაციის ანონიმურობა, პაციენტთა სრული კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, სგგ ინფექციების დიაგნოსტიკა და მათი მართვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ევროპული გაიდლაინების სრული დაცვით, ფსიქოლოგიური პრე – და პოსტანალიზური კონსულტირება, რომელსაც ატარებს ფსიქოლოგ-კონსულტანტი.

 

ფოტო და სხივური თერაპიის დეპარტამენტი

ფოტოთერაპია არის თანამედროვე, სრულიად უსაფრთხო, კლინიკურად დამტკიცებული, მაღალეფექტური აპარატურული მეთოდი, რომელიც მთელს მსოფლიოში მრავალი წლებია გამოიყენება დერმატოლოგიაში. ჩვენს კლინიკაში ეს დეპარტამენტი მოწყობილია თანამედროვე ვალდმანის აპარატურით (UVB 311, PUVA და UVA-1)და შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს. ეს მეთოდი გამოიყენება მრავალი დერმატოლოგიური დაავადებების დროს. კერძოდ: ფსორიაზი, პარაფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ვიტილიგო, წითელი ბრტყელი ლიქენი, ვარდისფერი პიტირიაზი, ეგზემა, ფუნგოიდური მიკოზი, ქავანა დერმატოზები (მათ შორის აივ ინდექციების დსროს), აკნე, ბუდობრივი ალოპეცია, იქტიოზი, სებორეული დერმატიტი და სხვა.
ფიზიო კაბინეტი – გამოიყენება თანამედროვე აპარატურები, როგორიცაა: უმს (ულტრა მაღალი სიხშირის დენი), ულტრაბგერა, ელექტროფორეზი, კვარცი, დარსონვალიზაცია. გამოიყენება შემდეგი სახის დაავადებების სამკურნალოდ დერმატოლოგიაში: ეგზემა, ნეიროდერმიტი, სკლეროდერმია, პიოდერმია, ვიტილიგო, კელოიდური ნაწიბური, ჰერპეს ზოსტერი, წითელი ბრტყელი ლიქენი, აკნე, ფურუნკული, კარბუნკული, ჰიდრანენიტი, ტროფიული წყლული, ბრტყელი მეჭეჭი, წითელი ქარი. სასუნთქი სისტემის დაავედბებში: ბრონქიტი, პნევმონია. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს: ართროზი, ართრიტი, ბურსიტი. ნერვული სისტემის დაავადებებში: ნევრიტი, ნევრალგია, იშიაზი,ფლექსიტი. ლორწოვანი ორგანოების დაავადებებში: ფარინგიტი, ლარინგიტი, ოტიტი, რინიტი, ტონზილიტი.

 

კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ლაბორატორია

ხდება კანის და სგგ დაავადებების კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები უახლესი აპარატურით. სგგ დაავადებების დიაგნოსტირება წარმოებს სპეციფიური დიაგნოსტიკუმებით, სეროლოგიური და იმუნოფერმენტული მეთოდებით, ასევე სპეციფიური ბაქტერიოლოგიური ანალიზატორის საშუალებით ხდება გონოკოკის, ტრიქომონას, ურეაპლაზმის, სტრეპტო-სტაფილოკოკებისა და სხვა მიკრობების იდენტიფიკაცია, ცენტრი ახორციელებს ინფექციების დნმ დიაგნოსტიკას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.

 

აფთიაქი
ამზადებს დერმატოლოგიასა და ვენეროლოგიაში გამოყენებულ ადგილობრივი მოხმარების მედიკამენტებს.

 

დღის სტაციონარი
სამედიცინო დახმარების ფორმა, რომელსაც არ სჭირდება ოცდაოთხსაათიანი ექიმის მეთვალყურეობა. დღის სტაციონარში მიმდინარეობს კომპლექსური მკურნალობა 9.00/9.30 სთ.-დან 16.30- სთ.-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
ცენტრის სამეცნიერო მიღწევები ასახულია სამეცნიერო შრომების კრებულთა 22 ტომში, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო კონფერენციების მასალებში, სამამულო და საზღვარგარეთის პრესაში, გამოქვეყნებულია 2000-მდე შრომა, აგრეთვე გამოცემულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სამეცნიერო-პოპულარული ბროშურები. 2015 წელს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის, „საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის“ და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინი ფაკულტეტის ინიციატივით გამოცემულ იქნა პირველი ქართული დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარების საქმეში, რამდენადაც ბოლო 40 წელია არ გამოცემულა ახალი ქართული სახელმძღვანელო. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია, საბერძნეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაილანდი, თურქეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ესტონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, უზბეკეთი და სხვა).
ცენტრის ექიმთა წარმატებული მუშაობის შედეგია ყოველწლიურად ცენტრში პაციენტთა მომართვიანობის პროგრესული ზრდა.
გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი - ეს არის ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ.

 

ექიმები:

ანდროლოგიური დეპარტამენტი

- გიორგი გალდავა, დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი

- აკაკი მეფარიშვილი, დერმატო-ვენეროლოგი

- გიორგი დურგლიშვილი, დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი

- ივანე კაპანაძე, დერმატო-ვენეროლოგი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი

- იოსებ შურღაია, დერმატო-ვენეროლოგი

განყოფილება - ჯანმრთელობის კაბინეტი

- თამარ ვარდოსანიძე, დერმატო-ვენეროლოგი, კაბინეტის ხელმძღვანელი

- მერაბ ბოლქვაძე, დერმატო-ვენეროლოგი

დერმატო-კოსმეტოლოგიური დეპარტამენტი

- თამარ დაბრუნდაშვილი, დერმატო-ვენეროლოგი

- თამთა ბაკურაძე, დერმატო-ვენეროლოგი

- თინათინ ღიბრაძე, დერმატო-ვენეროლოგი

- თინათინ ცარციძე, დერმატო-ვენეროლოგი

- ნინო კანდელაკი, დერმატო-ვენეროლოგი

- რუსუდან ლაცაბიძე, დერმატო-ვენეროლოგი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი

- სოფიკო ლილუაშვილი, დერმატო-ვენეროლოგი

- ხათუნა კუდავა, დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი

დერმატოლოგიური დეპარტამენტი

- გიორგი თვალიაშვილი, დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი

- ვიქტორია სულავა, დერმატო-ვენეროლოგი

- ზვიად ბეჟანიძე, დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი

- თამარ ებანოიძე, დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი

- თინა ქიტუაშვილი, დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი

- ირაკლი ჯიბლაძე, დერმატო-ვენეროლოგი

- ირმა ბუჩუკური, დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი 

- მანანა სულაბერიძე, დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი

- ნინო კურკუმული, დერმატო-ვენეროლოგი

- ნინო ორახელაშვილი, დერმატო-ვენეროლოგი

- ნინო სანოძე, დერმატო-ვენეროლოგი

- ჟანა პანინა, დერმატო-ვენეროლოგი

- ხათუნა ღურჭუმალიძე, დერმატო-ვენეროლოგი

ვირუსული ინფექციების დეპარტამენტი

- დავით შიშნიაშვილი, დერმატო-ვენეროლოგი

- ვახტანგ კვირკველია, დერმატო-ვენეროლოგი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი

- თეიმურაზ ბეჟანიძე, დერმატო-ვენეროლოგი

- მანანა პავლიაშვილი, დერმატო-ვენეროლოგი

- მანანა შველიძე, დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი

- მიხეილ ბარქაია, დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი

- ნანა ჩხიკვიშვილი, დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი

- ნატო დურგლიშვილი, დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი

სექსოლოგის კაბინეტი. ექიმი-სექსოლოგი

- არკადი მოროზოვი, სექსოლოგი

თმისა და ფრჩხილის სამკურნალო - დიაგნოსტიკური დეპარტამენტი

- ლიკა ბარელაძე, დერმატო-ვენეროლოგი

- ნინო ლორთქიფანიძე, დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი

- ნინო ხუციშვილი, დერმატო-ვენეროლოგი

პოდოლოგიური კაბინეტი

- ნინო ჯაში, დერმატო-ვენეროლოგი

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტი

- გივი ჩოჩია, დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი

- გულნარა კოსტავა, დერმატო-ვენეროლოგი

- თამაზ ხოსიტაშვილი, დერმატო-ვენეროლოგი

- ირაკლი ბენიძე, დერმატო-ვენეროლოგი

- კახა სანიკიძე, დერმატო-ვენეროლოგი

- ნინო ქელბაქიძე, დერმატო-ვენეროლოგი

ფოტო და სხივური თერაპიის დეპარტამენტი

- ნონა ბაგდადიშვილი, დერმატო-ვენეროლოგი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ფიზიოთერაპიული კაბინეტი

- ეკატერინე შელია, დერმატო-ვენეროლოგი, ფიზიოთერაპევტი

 

ჩვენი დევიზია - ტრადიციებით ვქმნით მომავალს!

 

ფოტო გალერეა:

 

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player