სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კლინიკა ,,ენმედიცი" წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებელს თავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

სათაო კლინიკა - ქ. თბილისი
მისამართი : ქ. თბილისი, წინანდლის ქ. 9
(მეტროს სადგურ „300 არაგველი"-ს მიმდებარედ)
ტელ: (+995 32) 2 774 000 / 2 771 000 / 2 775 368
ფაქსი: (+995 32) 2 772 274
e-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი - ქ. თბილისი
მისამართი : ქ. თბილისი, არაყიშვილის ქ. 2
ტელ: (+995 32) 2 48 38 38 / 2 22 40 45
e-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი - ქ. ბათუმი
მისამართი : ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 3ა
ტელ: 591 07 05 05
e-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

შპს „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ,,ენმედიცი" წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებელს თავაზობს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას.
კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენება, კვლევის უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე აპარატურა, გამართული მენეჯმენტი - აძლევს საშუალებას ჩვენს კლინიკას დაიმკვიდროს საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია სხვადასხვა მიმართულებებში. ეს ყოველივე გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წელს კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი - ISO 9001:2008.


ისტორია

ცენტრი აკადემიკოს ვაჟა ივერიელის (ლეკიშვილის) სახელს ატარებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კლინიკის ისტორიაც. იგი ჩამოყალიბდა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების ბაზაზე, სადაც დიდი მეცნიერის, პედაგოგისა და კლინიცისტის, ვაჟა ივერიელის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში. 60-იანი წლების ბოლოს განყოფილებაში ფუნქციონირებას იწყებს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრა, რამდენიმე წელიწადში ამავე ბაზაზე გაიხსნა საქართველოში პირველი ენდოკრინოლოგიური განყოფილება, რომელიც შემდგომში საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში პირველ დამოუკიდებელ ენდოკრინოლოგიურ კლინიკად ჩამოყალიბდა. შემდგომი წლების განმავლობაში კლინიკის ბაზაზე თბილისის სამედიცინო აკადემიის ორი კათედრა ფუნქციონირებდა: ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის კათედრა აკადემიკოს ივერიელის ხელმძღვანელობით და ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ენდოკრინოლოგიის კათედრა პროფესორ დავით მეტრეველის ხელმძღვანელობით. კლინიკა დღესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზას წარმოადგენს, სადაც მიმდინარეობს დიპლომისშემდგომი მზადება სხვადასხვა საექიმო სპეციალობაში.
დღეს ცენტრი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით. ცენტრს, ასევე, აქვს ფილიალი, რომელიც საოჯახო მედიცინის მიმართულებით ფუნქციონირებს.

ხარისხი

კლინიკა „ენმედიცი"-ს მუშაობა ეფუძნება ხარისხის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს, რომ ჩვენი მომსახურება და პროდუქტები სრულად შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს, როგორც ხარისხის, ისე ფასის მიხედვით. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ პაციენტის კმაყოფილების მაღალ დონეს. სწორედ ამ მიზნის მიღწევისათვის შრომობს ჩვენი თითოეული თანამშრომელი.

სერვისები

ჩვენი ცენტრის ამბულატორიული მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

• ენდოკრინოლოგია
• ბავშვთა ენდოკრინოლოგია
• თერაპია
• კარდიოლოგია
• ნევროლოგია
• ბავშვთა ნევროლოგია
• გინეკოლოგია
• რეპროდუქტოლოგია
• სექსოლოგია
• მამოლოგია
• ოფთალმოლოგია
• ოტორინოლარინგოლოგია
• ანგიოლოგია
• დერმატოლოგია
• საოჯახო მედიცინა
• პედიატრია
• დენსიტომეტრია
• ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
• ასპირაციული ბიოფსია
• რეაბილიტაცია
• მანუალური თერაპია
• ფსიქოლოგიური სამსახური

დიაგნოსტიკური სამსახური

• რენტგენოლოგია - ციფრული რენტგენი
• ექოსკოპია - ყველა სისტემის კვლევა; საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებები ექოსკოპიის კონტროლით
• დოპლეროგრაფია
• დენსიტომეტრია

სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიმართულებებია

• რეანიმაცია/ინტენსიური თერაპია
• ქირურგია:
o ენდოკრინოლოგიური ქირურგია
o მუცლის ღრუს ქირურგია
o გინეკოლოგიური ქირურგია
o მამოლოგია
• ოფთალმოლოგიური სამსახური -კლინიკის ოფთალმოლოგიური სამსახური ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრთან ერთად გთავაზობთ თვალის უნიკალურ უნაკერო და ლაზერულ ოპერაციებს; იგი აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული უახლესი აპარატურით (Tomey; Gauder ; Quantel Medical). ოფთალმოლოგიური განყოფილება ატარებს შემდეგი სახის ოპერაციებს:
- ბადურის დაავადებების ლაზერულ მკურნალობას (საქართველოში ერთადერთი ორტალღიანი ლაზერის მეშვეობით (Quantel Medical Supra Twin);
- მშრალი თვალის სინდრომის ქირურგიული მკურნალობა;
- საცრემლე გზების ენდოსკოპიური ოპერაცია;
- ქუთუთოს და კონუქტივის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- რქოვანას დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
- ირიდოპლასტიკა;
- კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია (უნაკერო ოპერაცია კუმშვადი ბროლით);
- გლაუკომა – ქირურგიული და ლაზერული მკურნალობა;
- ვიტრეორეტინალური ოპერაციები;
- სტრაბიზმის (სიელმის) ქირურგიული მკურნალობა;

• ასევე, ჩვენთან ფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური სტაციონარი, სადაც ნებისმიერი სახის ქრონიკული ენდოკრინული დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი.

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორიული სამსახური გთავაზობთ 1000-მდე სახეობის გამოკვლევას დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ბაქტერიოლოგია, ჰისტო-მორფოლოგია, ციტოლოგია, გენეტიკა, იზოსეროლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია. თქვენ მოგემსახურებათ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენი ლაბორატორია სარგელობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული ანალიზატორებით. მათ შორისაა: Abbott, Seimens Healthcare Diagnostics, Instrumentation Laboratory, Bayer Diagnostics, Dako, Spinreact, BPS Biosed, Radim და სხვა. მსოფლიო ლიდერების აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები არის შედეგების სიზუსტის გარანტი. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ არამარტო შედეგების სიზუსტეზე, არამედ პაციენტების უსაფრთხო მომსახურებასა და მედპერსონალის დაცვაზე. ლაბორატორიული კვლევის მეთოდები მუდმივად ვითარდება და იხვეწება. ჩვენ ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ საერთაშორისო სტანდარტს. "ენმედიცი"-ს ლაბორატორია ერთ-ერთი ლიდერთაგანია საქართველოს რეალობაში. კლინიკაში მუდმივად წარმოებს სიახლეების ძიება და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, რათა შენარჩუნებული იყოს ეს როლი.
ლაბორატორიული ნიმუშების აღება ხდება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების სრული დაცვით სტანდარტის შესაბამისად, ხოლო მიღებული მასალის ტრანსპორტირება ლაბორატორიაში სპეციალური პნევმატური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით მიმდინარეობს, რაც ნიმუშების დაუყოვნებლივი მიღების საშუალებას იძლევა.
ამ ლაბორატორიაში დაინერგა საქართველოში პირველად იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მეთოდი, რომელიც დღეს რუტინულ დიაგნოსტიკურ მეთოდად გამოიყენება. ასევე, პირველად საქართველოში დაინერგა საკვების მიმართ ინტოლერანტობის ტესტი, რომელიც ეფუძნება IgG-ის დონის განსაზღვრას სიხლში 221 საკვები პროდუქტის მიმართ.

ლაბორატორიის ხარისხის კონტროლი

კლინიკური მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით გამკაცრებულია მოთხოვნები ლაბორატორიული კვლევების ხარისხისადმი. დიაგნოსტიკური გამოკვლევების სიზუსტე მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამედიცინო სპეციალობისთვის.
ორგანიზმში არსებული დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი ნორმალიზაციისთვის მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობის შეფასება ხშირად შეუძლებელია მხოლოდ უშუალო საექიმო გასინჯვით ან თუნდაც ულტრათანამედროვე ინსტრუმენტული კვლევის მეთოდების გამოყენებით. ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამედროვე მედიცინაში უპირველეს ყოვლისა საჭიროა ზუსტი, მაღალხარისხოვანი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ლაბორატორია ქმნის და აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ანალიზების სიზუსტე, ლაბორატორიაში სხვა პროცედურებთან ერთად საჭიროა ჩატარდეს ხარისხის შეფასება. ამ მიზნით კლინიკა ,,ენმედიცი" რეგულარულად მონაწილეობს ლაბორატორიის ხარისხის შიდა და გარე კონტროლის პროგრამაში.
შიდა კონტროლი მოიცავს ლაბორატორიის ანალიტიკური მეთოდების კრიტიკულ შეფასებას ნიმუშის შემოსვლიდან შედეგების გაცემის ჩათვლით და ლაბორატორიის ცალკეული სეგმენტის კონტროლს.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ხარისხის გარე კონტროლი. კლინიკა „ენმედიცი"-ს ლაბორატორია მონაწილეობს ხარისხის გარე შეფასების პროგრამაში, რომელიც მოწოდებულია შვეიცარიის ხარისხის კონტროლის ცენტრის („Schweizerisches Zentrum für Qualitätskontrolle") მიერ. აღნიშნული პროგრამით ტარდება ლაბორატორიული ანალიზების გეგმიური ხარისხის კონტროლი წელიწადში ოთხჯერ, შემდეგ ხდება ჩვენი ლაბორატორიის შედეგების ინტერპრეტაცია, შეფასება და სერტიფიცირება ინტერნაციონალურ დონეზე.
ყოველწლიურად წარმატებით გავლილი შემოწმება შედეგების სანდოობის დადასტურებაა. მაღალი ხარისხის ამომწურავი დიაგნოსტიკური კვლევები ლაბორატორიას საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს.

ექიმები:

• ზურაბ რობიტაშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ციური ბობოხიძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ქეთევან ბუხრაშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• მარი ცხოვრებაშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• თინა გურგენიძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• რუსუდან ლორთქიფანიძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
დარეჯან ხოდელი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ია ხომერიკი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ქეთევან მიქაძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ირინა ღუდუშაური - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნონა ჭანტურია - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ქეთევან ბოდოკია - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• კობა ბურნაძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• მაია ჩიქობავა - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნანა დოლიძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ქეთევან გველესიანი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ვიქტორია ჯომარჯიძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• მარიკა კარანაძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
ლალი ტიგიშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნანი წიქარიშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• მარიამ ასათიანი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნინო ბერეკაშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• მერი დავითაძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ანა კობაიძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• თამარ კუპრეიშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნათია ოსეფაშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• თამარ ქადაგიშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნათია ქათამაძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნინო ქორეულაშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნინო თედორაძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნინო ხაბეიშვილი - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნინო ნაზირიშვილი - ენდოკრინოლოგია. რადიოლოგია სათაო კლინიკა;
• ნინო კაციტაძე - ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• ეკატერინე უჩანეიშვილი - ენდოკრინოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ეკატერინე წაქაძე - ენდოკრინოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• მარიამ ბალახაძე - ბავშვთა ენდოკრინოლოგია. სათაო კლინიკა;
• მამუკა (მათე) მაკარიძე - ნევროლოგია. სათაო კლინიკა;
• ანა ჩიქობავა - ნევროლოგია. სათაო კლინიკა;
• მანანა შელია - ნევროლოგია. სათაო კლინიკა;
• რამაზ ცინცაძე - ოფთალმოლოგია. სათაო კლინიკა;
• ლელა ნემსაძე - ოფთალმოლოგია. ქირურგია სათაო კლინიკა;
• სოფო ტურძილაძე - ოფთალმოლოგია. სათაო კლინიკა;
• სოფო ცუკოშვილი - ოფთალმოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• თამარ გუგეშაშვილი - კარდიოლოგია. სათაო კლინიკა;
• მაია გვრიტიშვილი - კარდიოლოგია. რადიოლოგია სათაო კლინიკა;
• მარიამ გრიგორიანი - კარდიოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• თამარ ყანდაშვილი - თერაპია. გასტროენტეროლოგია სათაო კლინიკა;
• გოჩა ბარბაქაძე - გასტროენტეროლოგია. რადიოლოგია სათაო კლინიკა;
• ნანა ჩიტაშვილი - თერაპია. სათაო კლინიკა;
• ლევან რამიშვილი - ქირურგია. სათაო კლინიკა;
• ელენე კობიაშვილი - გინეკოლოგია. ქირურგია სათაო კლინიკა;
• გრიგოლ ახვლედიანი - გინეკოლოგია. ქირურგია სათაო კლინიკა;
• ნინო ჭავჭავაძე - გინეკოლოგია. სათაო კლინიკა;
• დარია გოგია - გინეკოლოგია. სათაო კლინიკა;
• თეა პაპიძე - ქირურგია. სათაო კლინიკა;
• ზაზა ყანჩაველი - ქირურგია. სათაო კლინიკა;
• სოლომონ დანდურიშვილი - ქირურგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ნინო ბუთბაია - რადიოლოგია. სათაო კლინიკა;
• ია სულხანიშვილი - რადიოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნინო გონაძე - რადიოლოგია. სათაო კლინიკა;
• თათია ვეფხვაძე - რადიოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ნინო ანანიკოვი - რადიოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ეთერ მელია - ლარინგოლოგია. სათაო კლინიკა;
• ნატა არევაძე - ნევროლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• მარინა ქავთარაძე - ლარინგოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ელგუჯა ბერაია - დერმატო-ვენეროლოგია. სათაო კლინიკა;
• ანა შამანაძე - ნეფროლოგია. სათაო კლინიკა;
• ანა ჯინჯიხაძე - რეპროდუქტოლოგია. გინეკოლოგია სათაო კლინიკა;
• სალომე ნიჟარაძე-ციხისელი - მამოლოგია. ქირურგია სათაო კლინიკა;
• ნინო დვალიშვილი - რევმატოლოგია. სათაო კლინიკა;
• იოსებ ვახტანგაძე - ანგიოლოგია. სათაო კლინიკა;
• გაბრიელ ჯანაშვილი - რეანიმატოლოგია. ანესთეზიოლოგია სათაო კლინიკა;
• ბარბარე დავითაშვილი - რეანიმატოლოგია. ანესთეზიოლოგია სათაო კლინიკა;
• მარინა საღარაძე-წულუკიძე - რეანიმატოლოგია. სათაო კლინიკა;
• ლელა ყაჭეიშვილი - რეანიმატოლოგია. სათაო კლინიკა;
• ლალი თოთლაძე - ანესთეზიოლოგია. სათაო კლინიკა;
• მანანა ჯოხაძე - ანესთეზიოლოგია. სათაო კლინიკა;
• დოდო ქიტიაშვილი - რადიოლოგია. სათაო კლინიკა;
• ზურაბ მარშანია - სექსოლოგია. სათაო კლინიკა;
• დათო მოსაშვილი - უროლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• თამარ კოჭლამაზაშვილი - პედიატრია. ოჯახის ექიმი ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ლია კაპანაძე - ოჯახის ექიმი. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ხათუნა თაბაგარი - ოჯახის ექიმი. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• სოფო მჭედლიშვილი - მორფოლოგია. სათაო კლინიკა;
• მირანდა წილოსანი - მორფოლოგია. სათაო კლინიკა;
• ლალი წივწივაძე - მორფოლოგია. სათაო კლინიკა;
• ეკა ბარაბაძე - ციტოლოგია. სათაო კლინიკა;
• თამარ შაქარაშვილი - ეპიდემიოლოგია. სათაო კლინიკა;
• ქეთი შენგელია - ენდოკრინოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ნანა ჯიბღაშვილი - ფსიქიატრია. სათაო კლინიკა;
• ნინო ცინცაძე - ოფთალმოლოგია. ბათუმის ფილიალი;
• ანა ანთაძე - ოჯახის ექიმი. ბათუმის ფილიალი;
• ნანა ჩაუშბა - ოჯახის ექიმი. ბათუმის ფილიალი;
• მარიკა ჯორბენაძე - რადიოლოგია. ბათუმის ფილიალი;
• თამარ ჭითანავა - ექიმი ლაბორანტი. ბათუმის ფილიალი;
• ციცინო ჟორჟოლიანი - ოჯახის ექიმი. ბათუმის ფილიალი;
• ნინო ნიკოლაიშვილი - თერაპია. ბათუმის ფილიალი;
• თამარ გოგიტიძე - ოფთალმოლოგია. ბათუმის ფილიალი;
• მაკა სალუქვაძე - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ნათია ყაჭეიშვილი - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ბადრი ბადრიძე - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ანი ჯაფარიძე - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ბექა ხაჩიაშვილი - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ნინო ტუღუში - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ნინო ქვლივიძე - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• მაია ლანჩავა - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• ნონა სართანია - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;
• მაკა მანაგაძე - სტომატოლოგია. ფილიალი - საოჯახო მედიცინის ცენტრი;

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player