ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტმა, რომელიც დაარსდა 1946 წელს ცნობილი ქირურგის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის მიერ, ქართული მედიცინის, კერძოდ ქირურგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ქ. თბილისი, დიღომი
ჩაჩავას №5 - ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ქ. თბილისი, დიღომი
ლუბლიანას №21ა - ახალი სიცოცხლე
577 119 119 322 022 525
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
www.kirurgia.ge
ზოგადი ინფორმაცია
ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტმა, რომელიც დაარსდა 1946 წელს ცნობილი ქირურგის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის მიერ, ქართული მედიცინის, კერძოდ ქირურგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1968 წელს აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის ინიციატივით და ორგანიზებით დაარსდა ქირურგიის ცენტრის ახალი კომპლექსი. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდა არაერთი ცნობილი ქირურგი და აღიარებული ექიმი.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი აქტიურად არის ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული მკურნალობა არის უფასო, ხოლო გეგმიურ ოპერაციებზე ვრცელდება თანაგადახდის პრინციპი და მხოლოდ 30% –იანი თანადაფინანსება უწევს პაციენტს.
ცენტრი თანამედროვე ტექონოლოგიებით აღჭურვილი მულტიპროფილური კლინიკაა.
ჩვენი ფუნქციონირების პრინციპი ეყრდნობა პროფესიონალიზმს, მომსახურების მაღალ ხარისხს და სერვისის ხელმისაწვდომობას.
ცენტრი ემსახურება ქირურგიის ყველა დარგს. კლინიკაში ტარდება ტექნიკურად ურთულესი ოპერაციები მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ.
ცენტრი აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურის სრული სპექტრით, რაც მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად დიაგნოზის დროულად დასმის და შესაბამისი მკურნალობის ჩატარების საშუალებას იძლევა. ცენტრი ხელმძღვანელობს თანამედროვე, ფაქტებზე დაყრდნობილი მედიცინის (EBM) მიდგომებით.
ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ახლდაგახსნილი ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფით „Shimadzu Trinias B12". აღნიშნული აპარატის გაყიდვა იაპონიის საზღვრებს გარეთ განხორციელდა პირველად საქართველოში. ექსკლუზიურია კავკასიის რეგიონში და უნიკალური ენდოვასკულარული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ორმკლავიანი ანგიოგრაფით აღჭურვის შემდეგ ქირურგიის ცენტრს ინსულტის მართვის სრულფასოვანი შესაძლებლობა მიეცა, პაციენტზე ორიენტირებული, უსაფრთხო ინტერვენციული მკურნალობის გზით.
აღნიშნული უნიკალური აპარატით შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი სირთულის ოპერაციები და ქირურგიული მანიპულაციები:
✔ თავის ტვინის ნებისმიერი ლოკალიზაციის და ზომის ანევრიზმა
✔ თავის ტვინის არტერიო–ვენური მალფორმაციების ებოლიზაცია
✔ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სიმსივნეთა ებოლიზაცია
✔ თავის ტვინის ანგიოგრაფია
✔ იშემიური ინსულტის მკურნალობა ენდოვასკულარულად, სისხლძარღვის სტენტირება და თრომბექტომია
✔ ხერხემლის სისხლძარღვების არტერიოვენური მალფორმაციების მკურნალობა
✔ სელექციური ანგიოგრაფია
✔ აორტის სარქველის ენდოვასკულური იმპლანტაცია
✔ ღვიძლის საკუთარი არტერიის ემბოლიზაცია
✔ ციროზების დროს TIPS ტრანსიუგულარული პორტოკავალური შუნტირება
✔ ვენების და არტერიების ნებისმიერი ტიპის სტენტირება და შუნტირება
ნოზოლოგიები, რომელთა მკურნალობაში ენდოვასკულური ჩარევები მნიშვნელოვან ნაწილს ჩაანაცვლებს:
✔ კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი
✔ ლერიშის სინდრომი
✔ კიდურების არტერიების ხანდაზმული თრომბოზი
✔ ჯორჯლის არტერიების ოკლუზია და თრომბოზი
✔ დიაბეტური ანგიპათიები
✔ ღრმა ვენების ხანდაზმული თრომბოზი და ოკლუზია
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი" – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები.
მომსახურებები
ზოგადი ქირურგია
სისხლძარღვთა ქირურგია
რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია
ნეიროქირურგია
გულმკერდის ქირურგია
უროლოგია
გინეკოლოგია
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
ენდოკრინული ქირურგია
ოტო-რინო-ლარინგოლოგია
ყბა-სახის ქირურგია
ოფთალმოლოგია
ონკოქირურგია
ჩირქოვანი ქირურგია
პროქტოლოგია
ექიმები
ლაგვილავა ლექსო
ძაგანია შოთა
მახალდიანი ლევანი
იმედაშვილი ეკატერინე
შონია ნინო
სადუნიშვილი ნანა
ეგუტიძე გიორგი
ბეგიაშვილი გაგა
ბუგიანიშვილი შოთა
გერგედავა ვასილი
ჭოხონელიძე ანი
ზალიკიანი ეკა
ლომთათიძე გია
ციცხვაია სერგო
ქერაშვილი სოსო
სამხარაძე ანა
ვაჩეიშვილი რევაზ
ლობჟანიძე შოთა