სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ისრაელი-საქართველოს ანგიოლოგიისა და კარდიოლოგიის ცენტრი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი: 032 2 43 33 43
მობილური: 577 044 863
ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ-გვერდი: www.helsicore.ge
მისამართი: ქ.თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. № 13

 

ზოგადი ინფორმაცია


„ჰელსიკორი" – ეს არის ისრაელისა და საქართველოს პირველი ერთობლივი კლინიკა, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებს.
კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, ევროპის სტანდარტებს მორგებული აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმთა გუნდით, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის უმაღლესი ხარისხით მკურნალობაზე.


„ჰელსიკორში" ტარდება როგორც რუტინული კარდიოვასკულარული, ასევე ჰიბრიდული (ქირურგიულ-ინტერვენციული), დახურული (უსისხლო) და ღია ტიპის ურთულესი ოპერაციები.


საქართველოში პირველად, სწორედ კლინიკა „ჰელსიკორში" დაინერგა გამსკდარი ანევრიზმის დახურული მეთოდით მკურნალობა და კიდევ სხვა მრავალი ინოვაცია, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობა და გართულებები.

 

დიაგნოსტიკითა და მკურნალობით კლინიკა არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს.
„ჰელსიკორის" ამბულატორიული დეპარტამენტი, უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით, მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს პაციენტებს დიაგნოზის დასაზუსტებლად. ინოვაციებისა და უახლესი აპარატურის დახმარებით, პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობაზე, განსაზღვრავენ დაავადების გართულებათა რისკს, პროგნოზსა და პრევენციულ ღონისძიებებს.


ჩვენი კლინიკის მთავარი უპირატესობებია:


 ორიენტირება პაციენტის ჯანმრთელობაზე;
 სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა;
 გართულებებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა;
 ევროპული სტანდარტების დანერგვა;
 მაღალტექნოლოგიურ პროცედურებზე ორიენტირება;
 მკურნალობის ეფექტურობის მუდმივი ზრდა;

მომსახურება


ამბულატორია

„ჰელსიკორის" ამბულატორიული დეპარტამენტს კურირებს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კარდიოლოგი, ქალბატონი ნანა გოთონელია.
ამბულატორიული დეპარტამენტი, უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით, პაციენტებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. მხოლოდ კლინიკა „ჰელსიკორში", პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს დეტალური ულტრაბგერითი კვლევა უახლესი თაობის აპარატით ენდოსკოპიის (ზონდის გადაყლაპვის) გარეშე.
მკურნალობის საფუძველზე განისაზღვრება დაავადების გართულებათა რისკი, პროგნოზი და პრევენციული ღონისძიებები.


კარდიოლოგია

კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია კლინიკა „ჰელსიკორის" ერთ-ერთი დამაარსებელი და საქართველოს წამყვანი კარდიოლოგი, ბატონი ნოდარ ემუხვარი.
კარდიოლოგიის დეპარტამენტი თავისი ინტენსიური ბლოკით აღჭურვილია უახლესი აპარატურით, სადაც პაციენტები თავსდებიან გულის სხვადასხვა დაავადებებით, როგორც კლინიკის ამბულატორიიდან, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადებით. აქ ხდება ურგენტული პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ინტენსიურ ბლოკში მომუშავე პერსონალი ყველაფერს აკეთებეს მძიმე პაციენტების გადასარჩენად უმაღლესი თაობის დიაგნოსტიკის აპარატურისა და მედიკამენტების დახმარებით.

კარდიოქირურგია

„ჰელსიკორის" კარდიოქირურგიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ბ-ნი ლევან ქარაზანიშვილი, რომელიც 2 წლის წინ დაბრუნდა იტალიიდან და მაქსიმალურად ცდილობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სახელგანთქმულ კლინიკებში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარებას. კლინიკა "ჰელსიკორში", სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა კარდიოქირურგიული ოპერაციები მინიინვაზიური მეთოდით, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ნოუ-ჰაუს თანამედროვე კარდიოქირურგიაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ეს უნიკალური მეთოდი სრულიად ორიენტირებულია პაციენტის საჭიროებებზე და მინიმუმადე დაჰყავს პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი. კლინიკა „ჰელსიკორში" მინი ინვაზიური მეთოდით ტარდება აორტო-კორონარული შუნტირებისა და სარქვლოვანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა. ამ მეთოდის მთავარი პრიორიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ ჭრილობა კეთდება არა მკერდის ძვლის გაკვეთით, არამედ 5-7 სმ-ზე ნეკნთაშუა სივრცეში, რაც მკვეთრად ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების რისკებს. პრაქტიკულად არ არის სისხლის დანაკარგი და შესაბამისად პაციენტს არ ესაჭიროება დონორის სისხლის გადასხმა. ოპერაციიდან მე-5 დღეს პაციენტთა უმეტესობა მზად არის გასაწერად.


სისხლძარღვთა ქირურგია

ბატონი ჯუმბერ ფარცახაშვილი კლინიკა „ჰელსიკორის" პროფესიონალთა გუნდს შეუერთდა მარტინ ლუთერის საუნივერსიტეტო კლინიკაში გატარებული 7 წლის შემდეგ. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაარსდა სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტი, რომელიც მჭიდრო კავშირშია კარდიოლოგიასა და კარდიოქირურგიასთან. ასეთი მიდგომა ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ცენტრებში, სწორედ ეს გახდა ჩვენი კლინიკის ინოვაცია ქართულ სამედიცინო სივრცეში. „ჰელსიკორში" ტარდება როგორც დახურული (უსისხლო), ასევე ღია ტიპის ურთულესი ოპერაციები. ძირითადი მიმართულებაა საძილე არტერიების ქირურგია ინსულტის პრევენციის მიზნით, სტენტგრაფტების იმპლანტაცია კანქვეშა მიდგომით. პირველად საქართველოში, დაინერგა გამსკდარი ანევრიზმის დახურული მეთოდით მკურნალობა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობა და გართულებები, ასევე პეროფერიული სისხლძარღვების სტენტირება (გაჭრის გარეშე). სწორედ ჩვენს მიერ დაინერგა ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა ვაკუუმ თერაპიით.

 

კარდიოინტერვენცია

კლინიკა „ჰელსიკორის" კათერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ფუნქციონირებს კლინიკის გახსნის დღიდან. ბ-ნი ირაკლი გოგორიშვილის ხელმძღვანელობით წელიწადში 1500-ზე მეტი პროცედურა ტარდება, უმეტესად კორონარული ინტერვენციები, მხოლოდ მოწინავე კომპანიის უახლესი თაობის სტენტების გამოყენებით.
კათერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით: ორი თოსჰიბა-ს ფირმის სტაციონარული ანგიოგრაფითა და ერთი Pჰილიპს-ის მობილური დანადგარით/ დამატებითი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ჩატარდეს არამარტო რუტინული კარდიოვასკულარული პროცედურები, არამედ ჰიბრიდული (ქირურგიულ-ინტერვენციული) ოპერაციები. ჩატარებულ პროცედურათა შორის უმეტესია კორონარული ინტერვენციები, თუმცა მრავლადაა ელექტროფიზიოლოგიური პროცედურები და ვასკულარული კვლევები. დღესდღეისობით ჩვენი სტატისტიკა არაფრით ჩამოუვარდება მოწინავე დასავლურ ცენტრებს.
კათერიზაციის ლაბორატორიაში მუშაობს ორი ინტერვენციული კარდიოლოგი, ერთი ელექტროფიზიოლოგი და რამოდენიმე ვასკულარული ქირურგი.
ვცდილობთ ვიმუშაოთ მსოფლიოს უახლესი მიღწევების შესაბამისად: კორონარულ ინტერვენციებში გამოიყენება მხოლოდ მოწინავე კომპანიების უახლესი თაობის, როგორც წამლიანი, ასევე გაწოვადი, პოლიმერული სტენტები.
მოწინავე ფირმების ყველაზე რთული ელექტროფიზიოლოგიური იმპლანტირებადი მოწყობილობები ჩვენს კლინიკაში რუტინულად ყენდება. ამჟამად მიდის მოლაპარაკებები, ამიერკავკასიაში პირველად, თრანსაკათეტერული ხელოვნური სარქვლის ჩასაყენებლად. კათეტერიზაციის ლაბორატორია მჭიდროდ არის ინტეგრირებული კლინიკის სხვა განყოფილებებთან. ამგვარი ურთიერთთანამშრომლობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი წარმატების მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენს კლინიკას აქვს.

 

ანესთეზიოლოგია

ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბ-ნი ირაკლი გოგოხია, კლინიკა „ჰელსიკორის" თანადამფუძნებლებმა მოიწვიეს ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკიდან „შება მედიქალ სენთერ", რომელიც მოიაზრება თელ-ავივის უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრად. ბ-ნი ირაკლი ინოვაციური პროცედურების 7-წლიანი გამოცდილებით დაბრუნდა საქართველოში და „ჰელსიკორში" დაიწყო მუშაობა, სადაც მას დახვდა ევროპული გუნდი, ორიენტირებული პაციენტის უმაღლესი ხარისხით მკურნალობაზე. ანესთეზია უმაღლესი სტანდარტებსა და თანამედროვე მიდგომებზეა დაფუძნებული, გამოიყენება მხოლოდ ის საანესთეზიო მედიკამენტები, რომლის მეშვეობითაც კეთდება ანესთეზია მსოფლიოს ყველა წამყვან კლინიკაში. ეს ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ აქტივაციას და მინიმუმამდე დაჰყავს გართულების რისკი.

 

ექიმები

- ანი გოჯილაშვილი;
- თამარ ჭიხორია;
- ირაკლი გოგორიშვილი;
- ირაკლი გოგოხია;
- ლევან ქარაზანიშვილი;
- მირანდა ბარათაშვილი;
- ნანა გოთონელია;
- ნოდარ ემუხვარი;
- ჯუმბერ ფარცახაშვილი

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player