სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სამედიცინო ცენტრი

 

ზოგადი ინფორმაცია

სამედიცინო ცენტრი ,,ჯანმრთელი მომავალი'' დაკომპლექტებულია 30 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით: პედიატრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი,დერმატოლოგი,ოჯახის ექიმი, ნეონატოლოგი, კარდიოლოგი, ქირურგი, თერაპევტი.

 

ცენტრის ხელმძღვანელი: თინათინ გიგაური, მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგ–იმუნოლოგი, პედიატრი, ოჯახის ექიმი. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადი თემა: ატოპიური დერმატიტი, წამლისმიერი ალერგია, ბრონქული ასთმის გენო–ფენოტიპური თავისებურებანი, არის EAACI – ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპული აკადემიის და ERS – ევროპის რესპირაციული საზოგადოების, საქართველოს პადიატრთა, ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა, რესპირაციული ასოციაციის წევრი.

 

ცენტრი ემსახურება შემდეგი დაავადებების მკურნალობას: კანის და სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები – ატოპიური დერმატიტი, ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი /მწვავე და ქრონიკული/ ხველა, მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება, ალერგია მწერის ნაკბენზე, მედიკამენტოზური ალერგია, მზის ალერგია, კონტაქტური დერმატიტი, ბრონქიტები (მწვავე, მორეციდივე,ქრონიკული). ფუნქციონირებს დღის სტაციონარი, სადაც ხდება შემთხვევების გადაუდებელი დახმარება, ალერგიული დაავადებების გამომწვევი მიზეზების დადგენა. მუშაობს ევროპული სტანდარტების აპარატურით დაკომპლექტებული ლაბორატორია. ფუნქციურ დიაგნოსტიკური კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. კლინიკა ფლობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ტექნოლოგიებს. ტარდება სპირომეტრია - გარეგანის სუნთქვის ფუნქციური გამოკვლევა. პაციენტებს ემსახურება Philips-ის უახლესი 2016 წლის ექოსკოპიის აპარატი. Clear vue 850. რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში.

 

ცენტრში მკურნალობა უტარდება როგორც ახალშობილებს, ასევე ბავშვებს და მოზრდილებს. ხორციელდება ალერგიულ პაციენტთა ამბულატორიული მომსახურება, რომელიც მოიცავს ალერგოდიაგნოსტიკას -რესპირაციული, კვებითი პანელი. კანის სინჯები -Prick, ინტრადერმალური (წამლისმიერი, სტომატოლოგიური საანესთეზიო, სხვა სამკურნალო პრეპარატები, ასევე ტროფო ალერგენები).


პაციენტებს უტარდებათ დაავადებათა პრევენცია, პროფილაქტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი.

 

ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ ბავშვებს და მოზრდილებს უტარდებათ უფასო პროფილაქტიკური აცრები.
კლინიკა,,ჯანმრთელი მომავალი" არის სადაზღვევო კომპანია ,,იმედი L' -ის პროვაიდერი.

 

კლინიკა ,,ჯანმრთელი მომავალი" მდებარეობს ქალაქის (ცენტრში, ადვილად მისადგომ ტერიტორიაზე) შუაგულში, გეოგრაფიულად ხელსაყრელ ადგილას. ჩვენთან დაგხვდებათ ლამაზი და კომფორტული გარემო, უახლესი სამედიცინო აპარატურა, ღიმილიანი პერსონალი და ნამდვილი პროფესიონალი ექიმები. მაღალხარისხიან მომსახურებასთან ერთად, პაციენტებს ვთავაზობთ გამოკვლევებზე და მკურნალობაზე ხელმისაწვდომ ფასებს.

 

სამედიცინო მომსახურება შესაძლებელია ყოველდღე 10-18 სთ. კვირის გარდა.


შესაძლებელია ექიმის ბინაზე გამოძახება და ლაბორატორიული მომსახურება.


მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი. ჩაწერა ხდება წინასწარ. 577412880. 2343353, 2343653


ელ ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
Facebook.com /ჯანმრთელი მომავალი/healthy Future


ჩვენი პროფესიონალიზმი თქვენი ,,ჯანმრთელი მომავალი''-ს' გარანტიაა .

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player